ვიაგრა?! არა, შვებულება!

გადავირიე!

შვებულებაში გასვლის წინა სიხარული სულ ცხვირში ამომადინეს. ვითომ ივლისი აგვისტო წყნარი სეზონიაო... რა წყნარი. ყველას ახლა აუდგა მართლა, რა! ვიაგრას ზემოქმედების ქვეშ არის ყველა!

ხანდახან, როცა საქმე არ არის და ბევრი ფიქრის საშუალებაა, თან მით უმეტეს რომ მაინც ვერ გადიხარ სამსახურიდან და უნდა იყო აქ, მაშინ თითქოს უფრო დაგრუზული ხარ და არ მოგწონს, და ფიქრობ, აუ ნეტა ახლა სულ თავისუფალი ვიყო და არ ვმუშაობდე.

მერე - საქმე გამოჩნდება, ბევრი, და უცებ ისევ მოგწონს ის, რომ ყოველ დილას უნდა ადგე ადრე, მოხვიდე ფორმაში და წამოხვიდე სამსახურში, ეკონტაქტო ბეევრ ხალხს, ყველა საკომუნიკაციო საშუალებით, რაც კი გამოუგონია სამყაროს, ბევრი საქმე აკეთო, ძალიან ბევრ კითხვას გასცე პასუხი, იყო საქმიანი, შენზე იყოს ბევრი რამ დამოკიდებული, ხელში შემოგყურებდეს ბევრი, შენ გელოდებოდნენ, შენ აგვარებდე უამრავ რაღაცას და ამით სიამოვნებას იღებდე, იმით, რომ შენ ეს შეგიძლია და რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ...
და ასე გრძელდება გარკვეული ხანი, და არ გაქვს სისულელეებზე ფიქრის დრო და ხარ დაკავებული, ახალგაზრდა საქმიანი ქალი, რომელსაც რჩბა დრო და შესაძლებლობა ხალისის...

მაგრამ მერე, უცებ, როცა ისე მოგიშლიან ნერვებს, ისე დაგაწყვეტენ, ისე განერვიულებენ და სტრესულ სიტუაციაში მოგიწევს საქმის კეთება, როცა წამები წყვეტს ყველაფერს, სამი კაცი ერთ საკითხზე სხვადასხვა რაღაცას გეუბნება, საჩქაროა და ყველა გიმტკიცებს რომ ისე უნდა გააკეთო, როგორც ის გეუბნება, და ამ დროს შენ სულ სხვა აზრის ხარ, და აქედან ორთან ტელეფონით აგვარებ, აქედან ერთი შვებულებაშია და არ ასვენებ, აქედან ერთს არ უნდა მოსმენა და არაფრის გაგონება, აქედან ერთი უკვე ისტერიკაშია და შენ ცდილობ ამ ყველაფერთან ერთად მოაგვარო 1000 სხვა საკითი და მოუგვარო ამათაც, და თან შეინარჩუნო სიმშვიდე, და არ გაფუჭდეს საქმე

და ამ საქმის გარდა ძალიან ბევრი სხვა რაღაც არის, ყველას ახლა მოუნდა ყველაფერი, შენს ტერმინკალენდერში ადგილი აღარ არის, შენს მაგიდაზე პატარა ყვითელი ფურცლების გროვაა, პასტა წაიღეს და აღარ დაგიბრუნეს, პროგრამა იხურება და შენ უნდა ეხვეწო და შენი კარგი დამოკიდებულება გამოიყენო რომ ამათ არ დაერხეთ; ირბინო 2 სართულზე ზევით ქვევით. შენ რაც არ გეხება იმასაც შენ გეკითებიან და ისიც შენ უნდა შეუმოწმო (შენი მეწყვილე შვებულებაშია ჯერ კიდევ და მარტო ხარ ამ საგიჟეთში), ყველა ტელეფონი ერთად რეკავს, თითო ტელეფონზე ორი ზარი შემოდის, ორივე მეილზე წერილები მოდის, სასწრაფოდ საპასუხო, კარი იღება საოცარი სიხშირით და უკვე არ იყურები, ისე ეკითხები რომელია და რა უნდა, სკაიპში საქმიანი მიმოწერა, მეგობრის ამბები, რომელიც სიხარულით გწერს ძალიან მაგარი წარმატებების შესახებ, თან შორიდან და შენ იმის დროც არ გაქვს, რომ ”რა კარგია” უპასუხო... მერე საგიჟეთი რჩება ცოტა ხნით, და შენ გადიხარ საჭმელად, მარტო, არავის დანახვა არ გინდა და მიდიხარ ამოჩემებულ კაფეში, სადაც გიცნობენ და სიხარულით გხვდებიან დიდი ხნის პაუზის მერე.

ისევ ტელეფონზე საუბარი. უყვები ამ საგიჟეთის ამბებს, შიგადაშიგ უცენზურო სიტყვებს ხმარობ და უცებ ხვდები, რომ აქ შეიძლება ზევით ვინმე შენი თანამშრომელი იჯდეს და არ არის სასურველი, გაიგოს ეს ყველაფერი. მერე მშვიდდები ცოტა, ჭამ, ეწევი და ბრუნდები
მერე შედარებით წყნარ საგიჟეთში აგრძელებ საქმეს. მერე ისევ ქვევით ჩადიხარ, ამჯერად მშვიდად და უკვე მშვიდად და დაბალი ხმით უყვები იმას, ვინც ასევე დილიდან ჩაბმული იყო ნაწილობრივ შენთან ერთად, რა ხდებოდა... და ბჭობთ, რომ ასე არ შეიძლება...
მერე ისევ საქმე. ცუდად ხომ არ ხარ? - უცებ გეკითხება ერთი. მერე სამზარეულოში გადიხარ და კიდევ ერთი გეკითება ამას. ფერი არ გადევს, თვალები გაქვს წითელი...
ხო, მერე ხვდები რომ აშკარად ცუდად ხარ, მაგრამ ამის მიხვედრის დრო არ გაქვს, გულისცემას დესკტოპზე გრძნობ უკვე, თავი გისკდება. სვამ გამაყუჩებელს, ცოტა ხანი საზურგეზე გადაწვები, თან გრილდები, მერე შოკოლადის დოზას იღებ და აგრძელებ...
და დღის ბოლომდე არ ჩერდები...

მერე გგონია რომ აი მორჩი, და ისევ ზარი... აუ ჩემი ეს გრძელი ნომერი ვიღაა... იღებ და... სიხარულისგან შეჰკივლებ, ორმაგი სიხარულია - იმის, რომ ეს არ არის შენი არც ერთი დირექტორი, არც ერთი დამკვეთი, არც ერთი კონსულტანტი და არც ერთი თანმშრომელი, ეს არის მეგობარი, რომელმაც ძალიან დროულად დარეკა და მერე შემდგომი ნახევარი საათი კიბეზე და პლაშჩადკაზე დგახარ, დადიხარ და ლაპარაკობ უკვე გაღიმებული და კმაყოფილი, უსმენ გახარებული და პერიოდულად ნახვამდის და პრივეტ-ს ეუბნები გაოცებულ მრავალრიცხოვან თანამშრომლებს, რომლებიც ზევით-ქვევით დადიან და ზოგი ვერ გიბედავს შეგაწყვეტინოს და ისევ საქმეზე დაგელაპარაკოს...

დაიმუხტე დადებითად და შემოხვედი. მაშინვე ზარი შიდაზე - შემოვალ! და ისევ...
დღის ბოლოს აღმოჩნდება რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დაგრჩენია, და არავინ მიხედა... კიდევ კარგი გაიგე. აი, რას ნიშნავს კარგი ურთიერთობები სხვა ორგანიზაციებთან, ვისთანაც თანამშრომლობ, ანუ მათ თანამშრომელთან... ახლა უკვე სხვა ორ სართულზე. ზევით ადიხარ - ბიჭებო, სასწრაფოდ უნდა დამეხმაროთ... ბიჭებიც საბედნიეროდ გვიანობამდე არიან აქ და დაგეხმარებიან... გამოდიხარ და ერთი წამით ჩერდები - უნდა ავიდე თუ უნდა ჩავიდე? უცებ ვერ იხსენებ რომელ სართულზე ხარ :))) ჩამოდიხარ და ზარს ელოდები, თან ბოლო მეილებს აგზავნი უკვე მშვიდად. და აი ზარიც. ხო, კასეტის წამღები აღარავინაა, დაცვასთანაც შენ ჩადიხარ და ამასაც წარმატებით აგვარებ.
მორჩა. ახლა სმს-საც გავაგზავნი და წავედი...

ხო, პასტა დავუბრუნო, რა დამიშავა, დღეს მერამდენედ ვართმევ...

მორჩა, მგონი მორჩა. ორშაბათის გრაფა ტერმინკალენდერში ივსება... ორშაბათს ამ ყველაფერს დაამთავრებ, მშვიდად გადააბარებ შვებულებიდან დაბრუნებულ თანამებრძოლს დროშას და მშვიდი სინდისით წახვალ... ზღვაზე... იმედია იქ მაინც გამოთიშავ ტვინს და მერეც, იქიდან ჩამოსულსაც რაღაც ინტუიტიურად და არა მარტო, ფიქრობ რომ კარგი პერიოდი გელოდება...

ხო, დასკვნა? რა ჯობია? მუშაობა თუ ბევრი ფული და არა მუშაობა?! :)

მისურვეთ მშვიდი და კააარგი, თან მზიანი და ხალისიანი და სვე ნე ბაა! ! !

Ведь я этого достойна :)

პ.ს. არ გადამიკითხია და არ მაინტერესებს, რამდენი შეცდომა დავუშვი და დავუშვი თუ არა და საერთოდ, რა მიწერია. ერთი ამოსუნთქვით შემომეპოსტა :)

Comments

Anonymous said…
დავიგრუზე, სისხლი ამიჩქარდა კითხვისას, ისე დავიძაბე მეც :დ

კი ნამდვილად იმსახურებ ყველაზე მზიან და მშვიდ დასვენებას : )))
jaco said…
წავიკითხე და ერთი ბიტლების სიმღერის ტექსტი გამახსენდა:

It's been a hard days night,
and I've been working like a dog...
ketketa said…
დედაა, რა დღეში ხარ, ელის, შენ მოგიკვდი:))

ტვინიც გამოთიშე ზღაზე და რაც მთავარია ტელეფონი:))))

კარგად დაისვენე, გენაცვალე, გემრიელად, გკოცნი ბევრს:)
და ჩემი წილიც იცინე რაა:)))))))))
© said…
გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ! დიდი მადლობა! :)

2 კვირაში დაგიბრუნდებით ვირტუალურად :)
Marika said…
ჰარც, რა მაგარი და მზიანი შვებულება იზო, არა ელის :))
ჯანდაბა ამათ თავს, ჯანდაბა!
© said…
კი, არაჩვეულებრივი, სასურველია ყოველ წელს ასეთი შვებულება მქონდეს. მომავალ წელს პირდაპირ ავირჩევ რამე ცხელ წერტილს და იქ წავალ, გარანტირებული რომ მქონდეს.

ჯანდაბა....

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..