და ისევ სხვა თემა! ! ! :)

ხალხო, მეგობრებო....

რაც ეს ამბები დაიწყო და საერთოდ, რაც ეს საშინელი აგვისტო დადგა და ყველაფერი ერთმანეთს გადაება (არა და როგორ მიყვარს აგვისტო, ჩემი დაბდღის გამო, თუნდაც), ამდენი არ მიცინია.... :))))

დღეს შუადღისას რომ დაიწყო მეგობრის მანქანაში, მერე ერთ ბარში, მერე ქალაქში, მერე მეორე კაფეში, მერე სხვა მეგობართან და ეხლა ჩეთში..... არააა, იუმორი არის სამყაროს გადამრჩენელი ძალა! მე მჯერა ეს! იუმორი რომ არა, და უნარი, ასე შეხედო მოვლენებს (აღარ მინდა, აღარ ვწერ იმ საშინელებებზე, რაც მოხდა და ხდება. აქ, ამ ბლოგზე დავხურე თემა), ალბათ ძალიან ძნელი იქნებოდა ცხოვრება.

მინდა რომ ერთი ფანჯარა ჩეთის ავიღო, და ჩავაკოპირო აქ მთლიანად :)))) როგორც პარალელურად ვაკოპირებ სხვა ფანჯარაში. თან ჩუმად ვიცინი, მოგუდულად, ლამის ბოთლში ვიცინო და მერე აივანზე გავიტანო და გავუშვა... :))))))) გავსკდები ალბათ, ასე თუ გავაგრძელე :)
ამაღამ რა დამაძინებს, ისე ვარ აჟიტირებული :)

არა, არ შეიძლება, აქ ვერ დავაკოპირებ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება ამის წაკითხვა, მე მაპატიეთ :P უბრალოდ განწყობა მინდოდა გადმომეცა :) სცენარის წერას მივყოფ ხელს, რომელიც ბესტსელერი იქნება ;)))))))) i film budet asnovan na realnix sabitiax :)

მე დავბრუნდი!!! :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..