განწყობა - გვირილა

ორი ამოჩემება მქონდა ბოლო დროს, ბოლო რამდენიმე დღე, ალბათ - თეთრი კაბა, რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ მაგრა მოუხდებოდა ჩემს რა უცნაურიც არ უნდა იყოს და მაინც მიღებულ ზაგარს, რომელიც თავის მხრივ მე მიხდება (სკრომნასწიუ ნე ბალეიუ) და ყვავილი თმაში გასაკეთებლად, სასურველი იყო - გვირილა, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ რომ მოუხდება მზისგან გახუნებულ ჩემს თითქმის ქერა თმას :))) ჯიუტი აჩემება. ხანდახან ძალიან ჯიუტი ვარ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზომა არც თუ ისე ადვილი საშოვნელია, და რაც მომეწონა ყველაფერი დიდი მქონდა, რა თქმა უნდა, მაინც მივაგენი და ვიყიდე, გადავრჩი ბამბინოში წასვლას :) და გვირილაც - გვირილა ხვალისთვის შემპირდნენ :) ორივე საჩუქარი გამოვიდა :) და მიხარია

მიყვარს სარკეში ჩახედვისას რომ მეღიმება

ნარცისი არ ვარ, არა :)

პ.ს. ასე უცებ და მარტივად რომ მისრულდებოდეს ყველა სურვილი, რა მაგარი იქნებოდა :)

Comments

Marika said…
გენაცალე შენ მე!
დედას გიჟო :)
© said…
მეც გენაცალე, მეც :)

რა ვიგიჟეთ გუშინ?! მი ვერნულის’! :) რაღაცეები გამოტოვე სამწუხაროდ, მაგრამ ფოტომასალა ხომ მიიღე მთლიანად :)))

დავდებ მიმოხილვას აქ ;)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..