სარკეში

საღამოა. მაგრამ მზე. ალბათ კვირაა. ან შაბათი. არ მახსოვს. ან შეიძლება შვებულების ერთ-ერთი ბოლო დღე. ცალ ხელში ღვინის ჭიქით, რა თქმა უნდა წითელი ღვინის, სარკის წინ. ჩემს თავს ვათვალიერებ გასვლის წინ. და უცებ კადრი იცვლება. ფილმიდან მოდის კადრი სარკეში. კაბა ჰგავს ძალიან, და ამან გამიჩინა ალბათ ასოციაცია. და კიდევ - იქაც ასე დგას ქალი, ხელში ჭიქით და ასეთი კაბით. სტუმრად არის ისიც (მე ახლა მივდივარ). სარკესთან უკვე მერე მიდის. სახლში. იქიდან ადრე წამოსული. სარკესთან რომ მიდის უკვე გამოცვლილი აქვს ტანსაცმელი.... თმას იშლის, გრძელ თმას, იჭრის თვითონ, დიდი მაკრატლით და მერე.... მერე გასროლის ხმაა. თავს იკლავს....

მანამდე კიდევ ტექსტია (სულ ერთი წინადადება), რომელსაც ამ ქალს ეუბნება მისი... ნუ, ვთქვათ, რომ ახლობელი, ორივეს ახლობელი :) და რომელიც მე მითხრეს დღეს... სიტყვასიტყვით არა, მაგრამ თითქმის, და აზრი ის იდო ზუსტად... და ისევ გამახსენდა ეს ფილმი და უკვე ის მომენტი, ის წინადადება...

ეს დრაფტი რამდენიმე დღისაა. დაუწერელი. თავში სადღაც ფოლდერში მეგდო, და დღეს საღამოს, გვიან, ისევ სახლიდან გასვლისას და ისევ იმ კაბაში სარკეში ჩახედვისას ამომიტივტივდა. და დღეს დაემატა კიდევ მოვლენები და ეხლა კიდევ, წერის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ ემთხვეოდა. მიზეზები. მოვლენები. ადამიანები. მიმართებები.

ფილმს არ დავასახელებ. არც ტექსტს. არ მინდა, ბანალურად მოეჩვენოს ვინმეს. ფილმი გრძელია. კარგია ძალიან. ქალი (პერსონაჟი) - сюзана. კაცი -..... :)


ოოო, არაააა! ! ! :) თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ :) უბრალოდ სარკეში დავინახე ეს რაღაცეები :) მე ხომ ალისაც ვარ, ყველაფერთან ერთად, iz zazerkalja :)

პ.ს. სარკეში გადაღებული სურათები უნდა დავდო

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..