ჩემთვის უჩვეულო ფოტო-სენტიმენტალური გადახვევა
სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი. იმის, რაც გროვდება უკვე რამენიმე დღეა და მეტი, თავში. იმის, რომ ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია, როგორც ბოლო დროს ვგრძნობ და ამ სიმშვიდეზე და სილაღეზე, ასევე მოვლენებზე. და დავწერ კიდეც წასვლამდე. უბრალოდ ახლა თემიდან უნდა გადავუხვიო. რაღაც типа სპეც-გამოშვება თავი დავანებოთ იმას, სად და რამდენი ვიბოდიალე დღეს, რა ვიყიდე, სად ვიჯექი, ვის შევხვდი, ვისთან ვიყავი და ა.შ. იმას, რომ ძალიან დავიღალე დღის ბოლოს და მოკლედ, ცოტა სენტიმენტალური პოსტი გამოვა. საერთოდ, ვთვლი, რომ თითქოს ემოციურად გავზერელდი ბოლო დროს. შეიძლება არასწორ ფორმულირებას ვაკეთებ. ანუ არ მეტირება მაგალითად ფილმებზე, რომლებზეც ტირიან, არ ვიგრუზები, არაფერზე მეშლება ნერვები. პრინციპში კი არ გავზერელდი, უბრალოდ კარგად ვარ :)))) ხოდა. დღეს "პლაშჩადკაზე" გასულს მეზობელმა ამომხედა ქვედა სართულიდან და მითხრა - დედას და მამას უთხარი, კოტე მოკვდაო. ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი "ბატონო ვასო თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო" - იქ მყავს ნახსენები მეზობელი, არა მოხუცი, მაგრა...