'მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია, ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს, ყველა სირაჯი მამაჩემია და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.' დიდია ეს ლექსი. მთელის დაპოსტვას არ ვაპირებ. უბრალოდ გამახსენდა. ნუ, მთლად უბრალოდ - არა. უფრო იმიტომ, რომ ალკოჰოლის არც ისე მცირე დოზა მაქვს მიღებული :) მრავალსახეობა ეკრანისა... რა კარგია გადახალისება ხანდახან, ყველაფერში. მრავალფეროვნება... ადამიანებში. სხვანაირი საღამო. მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან კარგი საღამო იყო ძალიან კარგ ხალხთან ერთად. ძველი ნაცნობი - "გამარჯობა და ღიმილი" - ასეთი ნაცნობი საახეები, ცოტა უფრო მეტად ნაცნობი, კიდევ უფრო ახლოს, თითქმის დამეგობრებული, მეგობარი, და ახალი სახეებით. და საინტერესო და სასიამოვნო და... და ბევრი საერთო ნაცნობი და ბევრი საერთო ინტერესი. ახალგაცნობილ ადამიანებთან საერთო ენის სწრაფად პოვნა და საღამოს ბოლოს თავის ახლობლად გრძნობა. მოკლედ. რამდენ რაღაცას არ ვწერ, ისე... :( მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა ედემია... პ.ს. ერთ დროს ამ ლექსს ყველგან ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი. ვისაც მეგონა, ეცოდინებოდა...