აი ასე მინდა, მთელი აგვისტო გავატარო მეთქი, მივწერე მეგობარს და ეს ფოტო ჩავუგდე. ოღონდ წინ გაშლილი ლეპტოპი მხოლოდ არასამუშაო და მხოლოდ სიამოვნების მიზნით უნდა იყოს ჩართული. მთელი აგვისტო კი არა, ისე გადავიღალე, ალბათ ორი თვეც მშვენივრად გავატარებდი ასე. დღეს კვირაა და საერთოდ ვერ აღვიქვამ. იმიტომ, რომ დილიდან ვმუშაობდი. კვირა კი არა, რა დღეა, იმას ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ჩემ თავს ვეუბნები, ცოტაც, ცისია, ცოტაც, ზუსტად 6 დღე და მორჩა, მერე მართლა ყველანაირად უნდა დავისვენო. ახლაც უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ნახევარი დღე და დარჩენილი საღამო მაინც უნდა შევირგო. არ მივეკარო საქმეს. თუმცა, სხვა, ამ ეტაპზე მთავარი საქმის გადადება მაინც არ გამოდის, ცოტა აზრზე მოვალ, ცოტა თავის ტკივილი გამივლის, ცოტა დავისვენებ და წავალ რუსთაველზე ... იმიტომ, რომ შემდეგ დღეებში ვერ წავალ. ისე, ზაფხული ასეთია. სულ ელოდები, ელოდები, ფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა გააკეთო / მოასწრო. ახლაც, მგონია, აი ყველაფერს მოვრჩები და მერე უნდა მოვიფიქრო, რას ვიზამ "ზაფხულში". არა და ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, აღმოვა...
Comments
ჯიგრული თამაში იყო, გოგოებო, you should be proud:)