მშვიდად

რა მაგარია ტელევიზორთან ჩაძინება, და მერე გაღვიძება და იმის შეგრძნება და აღქმა, რომ გეძინა
და ეს ყველაფერი - მშვიდად


მანამდე:

ჯერ კიდევ საქმეს აკეთებ, ჯერ კიდევ ბევრი სტუმარია, ჯერ კიდევ ხმაურია, უკვე დაღლილი ხარ და იცი, კიდევ უფრო დაიღლები, მაგრამ დიდი ხნით ადრე ისიც იცი უკვე, რომ მერე, გვიან, როცა ეს ყველაფერი (რაც თავისთავად სასიამოვნო იყო) მორჩება, არსად წახვალ, დარჩები; წამოწვები ტელევიზორთან პულტით ხელში, მარტო, მშვიდად, ცოტა ხნით კომპთანაც დაჯდები, გადახედავ რაღაც-რაღაცეებს ვირტუალურად, მერე ძილის წინ დაწოლილი ცოტას წაიკითხავ და მშვიდად და გაღიმებულს ჩაგეძინება იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რომ ხვალ ჯერ კიდევ კვირაა, ხვალ არსად გეჩქარება, გამოიძინებ (რამდენი დღეა არ გამოგიძინია?! 8!!! )... და ეს ყველაფერი აუჩქარებლად, მშვიდად...
და წინასწარ გრძნობ უკვე ამ ყველაფერს, შეგრძნებებსაც გრძნობ წინასწარ და გიხარია, დაღლაც კი გიხარია, იმიტომ რომ მერე - დაისვენებ, ძალიან გემრიელად და კომფორტულად

მერე....

მერე ტვ-სთან ჩაგეძინება, გვერდზე - პულტით. გამოგეღვიძება - შენს საყვარელ ფილმს უყურებ ისევ, არ დამთავრებულა. კარგი საუნდტრეკი აქვს, ხალისიანჯაზურსაკაიფო... :)

რა მაგარია ტელევიზორთან ჩაძინება, და მერე გაღვიძება და იმის შეგრძნება და აღქმა, რომ გეძინა
და ეს ყველაფერი - მშვიდად

Comments

jaco said…
და ეს ყველაფერი მშვიდად წავიკითხე ეს პოსტი. თუმცა არ ჩამძინებია:))) როგორც წესი ორი საათი მინდა მე რომ ჩამეძინოს, ასე რომ ტელევიზორთან ჩაძინების შანსი ნულის ტოლია ჩემთვის (თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არ მაქვს აქ ტელევიზორი):)
Kalo said…
ori saati ki ara, dilas vegar vixseneb xolme sacolamde rogor mivedi. zilqushi makvs. :-):-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..