ვპოვე და პოსტად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები

კალოს ბლოგზე ბოლო პოსტმა ჩემი კომენტარი გამოიწვია, რომელიც მერე მომინდა პოსტად გადმომეკოპირებინა ჩემთან:

”გუშინ მქონდა ეგ განწყობა, უძალიანესად არ მინდოდა ოფისის სავარძელში ჯდომა, თუნდაც კომფორტულში
ეხლა იცი რას ვაკეთებ? ვზივარ სავარძელში, კომპში ჩართული მაქვს პროგრამა, რაშიც ვმუშაობთ, ეს იმ შემთხვევისთვის, ვინმე ისეთი რომ შემოვიდეს, რომელსაც უნდა ეგონოს რომ ვმუშაობ :)))) ოღონდ უბრალოდ ჩართულია. ცალ ხელში მიჭირავს ცხელი ჩაი და მეორეში - წიგნი, თანამშრომელმა მომიტანა, ბრედბერი :) და ვკითხულობ :))))

პერიოდულად, როცა თვალები კომპისგან ისვენებს, ვუბრუნდები ისევ ეკრანს და ქვემოთ ჩაკეცილ ფანჯარას ვხსნი, ახლა უკვე იქ ვკითხულობ. იქ - ”пикник на обочине”-ს. მერე, თვალები რომ მეღლება ვასვენებ, გავდივარ, ვეწევი, ყავას ან ჩაის ვისხამ და ისევ ხელშესახებ წიგნს ვუბრუნდები და ა.შ.

ოთახში ძალიან თბილა. სიმშვიდეა. პერიოდულად ვიღაც რაღაც თემას წამოჭრის და ცალი ყურით ვუსმენ და კომენტარს ვურთავ. პერიოდულად ვინმე შემოივლის, ან თავისთან მ/გვეპატიჟებადა ა.შ.

მიყვარს ასეთი მშვიდი დღეები, თან იმის შეგრძნება, რომ პარასკევია :) ეს ყველაფერი ალბათ ცალკე პოსტად უნდა დამწერა ჩემთან :) პოსტ-კომენტი გამოვიდა. გადავიტან მერე იქ, როცა თვალებს დავასვენებ კარგად :) ”

კომენტარები:
1. ბრედბერი-ს "450 по Фаренгейту" არ მაქვს წაკითხული და მომიტანა გიომ. აქ არის ასევე "Марсианские хроники" და მოთხრობები. რა თქმა უნდა მოთრობებით დავიწტე, ვგიჟდები ამ კაცის მოთხრობებზე და რამდენიმეა აქ, რომლებიც არ მაქვს წაკითხული
2. ”Пикник на обочине” - ძმები Стругацкие-ს წიგნი, რომლის მიხედვითაც დაიწერა ”სტალკერი”ს სცენარი და შემდეგ გადაიღეს "Сталкер"... ამაზე არ დავწერ მეტს. ვისაც ნანახი გაქვთ, წაიკითხეთ. ვისაც არა - ნახეთ, ან არ ნახოთ....
3. სახლში კიდე სხვა წიგნი მელოდება, ამობეჭდილი ინტერნეტიდან... Вышневский-ს ”Одиночество в сети”
ამაზე ალბათ დავწერ. ცალკე. ბევრს. ან ცოტას. იმიტომ რომ... იმიტომ რომ ცოტა შოკშიც კი ვიყავი, კითხვა რომ დავიწყე, სხვადასხვა მიზეზების გამო. იმიტომ რომ არანორმალურად მიხარია, რომ ვიცი - მელოდება და უნდა წავიკითხო

და საერთოდ, ვგიჟდები კარგი წიგნი რომ მაქვს წასაკითხი და предвкушаю это :)

ვასო კეჟერაძის თქმის არ იყოს, ”მოსალოცი რომ ვარ” ხოლმე, ეს მიხარია :) მიხვდით, ალბათ :)

Comments

Anonymous said…
ყველაზე მეტად მიტყდება წიგნს რო იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, იმდენს კი არა და მგონი თითქმის ვეღარ, რატოა რ ვიცი...
არადა, ერთ დროს ხამივით ვკითხულობდი, ყველაფერს, მთავრია დაბეჭდილი ყოფილიყო და წიგნი რქმეოდა, აკრგი ცუდი, საინტერსო უინტერესო, იმენნა ყველაფერს ვკითხულობდი...
© said…
მეც ეგრე ვიყავი და ვფიქრობ რომ იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ
ხალხმა და ინტერნეტმა წამართვა დარჩენილი დრო
არა და როცა ვახერხებ, რა მაგარია, მახსენდება ის შეგრძნებები და ვამუღამებ ისევ, რა მაგარია კარგი წიგნის კითხვა

ხოდა ამ ბოლო დროს ღამე, რა დროსაც არ უნდა დავწვე დაძინებამდე ვკითხულობ ხოლმე და ისე დამერხა თვალებზე (ნუ, პლუს კომპის დიდი დამსახურებაა ეს), რომ გუშინ ვამპირის სახემ რომ გამომხედა სარკიდან, მივხვდი - ასე არ შეიძლება, დაწოლილი კითხვა მაგრა მირხევს და ასევე, კომპ დიდი დოზით და ღამე გვიანობამდე

მინდა ისევ გავხამიჩოკდე....
Anonymous said…
მე ძილის წინ კინო...

,,დასალევად არ დავდივარ, აღარ მათრობს ღვიიინო....
წიგნის კითხვას მირჩევნია ღამე ვნახო კინო...'' 33ა.

ხოდა მე კინოს ვრთავ ძილის წინ..
კარგი კინო და კარგი წიგნი მაგარია, მარა დროის ჩქარმა ტემპებმა და უაზრო აჩქარებამ გააჩინა ის რო კინო მირჩევნია, იმიტო რო მალე იწყება და მთავრდება ...
და ერთ საღამოში ეტევი...

წიგნი კიდე...


ეხ.............

დამენძრა

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..