განწყობა. მოგონება. თოვლი

ყურებში ნაუშნიკები. მუსიკა წყნარი. განწყობა ცოტა მოწყენილი (ბევრ სიცილს ასე მოსდევს ხშირად). თვალები ძირითადად საათს უყურებს. 5 წუთიც და ლომთა ხვედრი თავისუფლება ჩემია!

უცებ რატომღაც ძალიან მომინდა - თოვდეს. არ ვიცი რამ მომანდომა. თოვდეს. ბნელოდეს (ბნელა). არ ციოდეს ძალიან. ის პერიოდი იყოს, სემინარები უკვე დამთავრებული რომ არის და ჯგუფს ავსტრიაში წასვლისთვის რომ ვამზადებთ. სასიამოვნო პერიოდი. მე გამოვდიოდე სასტუმრო საქართველოს ერთ-ერთ ნომერში განლაგებული ჩვენი ყოფილი ოფისიდან (და ჩემი ყოფილი სამსახურიდან). ჯერ ლიფტით. მერე ჩამოვდიოდე დიდ კიბეებს, მელიქიშვილზე გამოსასვლელს. სითბოდან სიცივეში გამოსულს სუფთა ჰაერი სასიამოვნოდ მეცემოდეს სახეში და აუჩქარებლად მივდიოდე ფეხით. ცოტა ხანი - ფეხით. ყურებში - ნაუშნიკები და შესაბამისი მუსიკა. განწყობის და ამინდის შესაბამისი. და...

არ ვიცი. რამ გამახსენა ეს განწყობა?! ის დრო? ალბათ ჩემი ახლანდელი სამსახურის ოთახის ფანჯრიდან ღამე და ბევრი მანქანა, ფარები და შუქები რომ ჩანს. სიცივეს რომ ვხედავ თითქმის და მუსიკა რომ შესაბამისია... ალბათ ამან. რა ვიცი :)

Comments

jaco said…
თოვლი. მმმმმმმ. მალე მოვა ალბათ აქ:)
© said…
დიალოგი კ/ფ-დან ”სიყვარული ყველას უნდა”

- აუ როგორ მიყვარს თოვლი!
- მოვა!

:D :D :D

მოვა მაგრამ როდიიიის... აქაც კი მოვა, რა გგონია შენ! :P
მაგრამ კიდე რა მოვა, საკითხავი აი ეს არის...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..