გუშინდელი პოსტი

Проспала! Впервые в жизни проспала! :D

არა, რა впервые :)))) რამდენჯერ დამძინებია! :) მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებულად ამეკიდა ეს ფრაზა დილიდან, იმ წამიდან, თვალები როგორც კი გავახილე დილას მეხუთედ: პირველად - მაღვიძარამ რომ დარეკა, მეორედ - კიდევ რომ დარეკა, მეოთხედ - დედაჩემმა რომ შემოიხედა და მეხუთედ - თვითონ რომ გამეღვიძა და საათზე 09:37 რომ იყო :))) ხო, სამსახური 10 საათზე მეწყება და მართალია ჩემი სახლიდან ოფისამდე 5 წუთიც არ მჭირდება, მაგრამ გამოფხიზლება ხომ მინდა, თან ამ ზამთარში, როცა ნაცრისფერი ჩანს ფანჯრებს მიღმა და სიცივეში ჩემი მოძრაობები შეზღუდულ-შენელებულია დილაობით... ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება

ხო, ეს გუშინ იყო და გუშინვე უნდა დამეწერა, მაგრამ ან დამავიწყდა და ან დამეზარა, იმდენად ვზარმაცდები ზამთარში, სანამ კარგად შევეჩვევი და ახლიდან შემიყვარდება ეს დრო. და ყოველ წელს ერთი და იგივე. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... გაზაფხული, ზაფხული, შემ... (გოგონა და შადრევანი გახსოვთ?! იქ რომ იძახდა მძიმე და შეწუხებული ხმით გამხმოვანებელი ამ ფრაზას. ასეა, რა :D )

Comments

OTO said…
И ТЕПЕРЬ ТАК ТЫ БУДЕШЬ ВЫГЛЯДЕТЬ ВСЕГДА ? : D D D
© said…
:))))))))))))))))))))))))))))


ოთო! საღოლ! ! ! დაგლიჯა კომენტარმა! :))))))

da, atnine ja budu vigljadit vsegda tak! :))) (დამეზარა რუსულად დაწერა :) )

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..