გუშინდლიდან ვაპირებ დაწერას, გუშინ დილიდან, მას მერე, რაც წიგნი დავამთავრე. იმ წამსვე უნდა დამეწყო. ასეთ რაღაცას თუ გადადებ, შემდეგ ემოცია იკარგება და უნდა ელოდო, როდის დაბრუნდება. ან არ დაბრუნდება. და არის ასე თავში არაერთი დრაფტი, რომლებიც ალბათ მუდმივარ დრაფტად დარჩება. უბრალოდ ახლა ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, სულ ერთია - რა. ხანდახან უბრლაოდ თითებს უნდებათ წერა, უფრო სწორად - ბეჭვდა. ხელით წერა მიჭირს :) გადაჩვეული ვარ, ამდენის ხელით წერას ალბათ ვერც მოვახერხებ. იშვიათი გამონაკლისი ბედნიერი სამი დღეა. დღესასწაული აქვთ აქ და ჩვენი სკოლაც ისვენებს (თითქმის არც ერთ დღესასწაულზე არ დაუსვენიათ, ამიტომ, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ მართლა არ უნდა მემუშავა შემდეგი 3 დღე. ჯიმ კერი ტომარამოკიდებული რომ გაუჩინარდება, დაახლოებით ასე გამოვსქურე ხუთშაბათს საღამოს, თითქოს მეშინოდა, ვინმეს არ მივებრუნებინე და არ ეთქვა, არა, შენ უნდა იმუშავოო :) ისე, ადრევე რომ მცოდნოდა, ადრევე რომ მომფიქრებოდა და მეზრუნა, ახლა მანდ ვიქნებოდი, თბილისში... მხოლოდ გუშინ საღამოს მომივიდ...