Posts

Showing posts from 2024

ნაბიჯები

Image
 რაღაცეები დაიძრა.  ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი.  წიგნის გამოფენა-ბაზრობაზე არ მახსოვს, მოვყევი თუ არა. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას ვიყიდე აბონემენტი, რომ როცა მომინდებოდა და მოვახერხებდი, მაშინ მივსულიყავი. ორჯერ მოვახერხე. კარგი იყო, მშვენიერი. ჩემი უფროსი (ავსტრიის საგამოცდო ცენტრიდან) და კიდევ ერთი თანამშრომელი ვნახე ორივე დღეს. რეალურად, მაგათგან ვიცოდი ამ გამოფენის შესახებ, გავიგე, რომ ჩამოდიოდნენ და მეც ვიყიდე ბილეთი. დღეს ბოლო დღეა, მაგრამ პროგრამაში ისეთი არაფერია, რაც ისევ დამაინტერესებდა და ალბათ დღეს აღარ წავალ.  ახლა თომა დავტოვე საკვირაო სკოლაში და იქვე წავედი, რომ მენახა, სად არის ავსტრიის საგამოცდო ცენტრის ცენტრალური ფილიალი, სადაც მისვლას და თავის წარდგენას ვაპირებ იმ კვირაში. გამარჯობა, მე ვარ ცისია და მე მზად ვარ, ვითანამშრომლო :)) ვნახოთ, რა გამოვა. აქვე ყოფილა.  აქვე აღმოჩნდა ასევე ის კაფეც, რომელიც ერთ-ერთ კვირა დღეს უმიზნო ბოდიალისას აღმოვაჩინე და გარედან, ვიტრინიდან მომეწონა. ზოგადად ფანჯარასთან გრძელ მაგიდებიანი კ...

წერილი ნაძვებს

Image
ზუსტად ორი თვე გასულა ბოლო პოსტიდან.  და 2 კვირა და 2 დღე გავიდა, რაც ვენაში ვარ. ხო, ვენაში ვარ. იმ დღეს მეუბნებოდნენ მეგობრები, ერთი-ორი ფოტო მაინც დადე, ხალხმა გაიგოს, რომ მანდ ხარო. ხო, ვინც ასე პირადად ჩემგან არ იცოდა, ვერც მიხვდება, რომ აქ ვარ უკვე. რაც ჩამოვედი, ველოდები, რომ მოვიდეს წერის სურვილი და დავწერო. მაგრამ რაღაცნაირად გარბის დრო და აი დღეს კიდევ ერთხელ რომ ვიარე ლეპტოპაკიდებულმა, იმის იმედით, რომ დღეს მაინც დავწერდი, ქალაქში 4 საათიანი სიარულის მერე ბოლო გაჩერება სტარბაქსი ავირჩიე, რაც ძალიან არაავსტიული და არავენულია, გეთანხმები. მაგრამ ეტყობა ჩემი ექსპატური ცხოვრება გამახსენდა ბაქოში, სადაც მინიმუმ კვირაში ერთხელ, ხან ორჯერაც ანტრედან ან სტარბაქსიდან ვწერდი "ბაქოს ქრონიკებს". ტრადიციასავით მქონდა. სტარბაქსში ჩემი საყვარელი ადგილიც მქონდა, ფანჯარასათან. ყველაზე გემრიელად იქ "იჯდომებოდა" და იწერებოდა. ხოდა ახლაც ასე გადავწყვიტე. აქ არავის უკვირს ლეპტოპგახსნილი ჯდომა.  მგონი წერითი ბლოკადა მაქვს. უამრავი რამე მაქვს თავში და საერთოდ, შიგნით. უამრავი რ...

ჩამოსასხმელი ზაფხული

Image
ზაფხული და წიგნი (ეს უკანასკნელი უკვე მერამდენედ) ერთად დავამთავრე. ზაფხულის წიგნი. ბოლო სიტყვები იყო: ამ სიზმართან ერთად დასრულდა ზაფხულიც... ხოდა აი, ვწევარ მზეზე, აუზი იცლება, ბოლო თუ არა ერთ-ერთი ბოლო შაბათ-კვირაა ასეთი ცხელი და მზიანი ალბათ ამ სეზონზე. შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო წვეთამდე გამოვწურე ზაფხული. მართალია, ბოთლებში ვერ დავაყენე, მაგრამ ფოტოებით და ვიდეოებით შევინახე. ამ ფოტოებს იმ ბოთლებივით გავხედავ ხოლმე მზეზე და გამახსენდება, ის, რაც შეიძლება ისე ამომივარდეს თავიდან. ეს ჩიტი რაღაც საყვარელ ხმებს გამოსცემს და თვითონაც ძალიან საყვარელია და ლამაზი. თითქმის მთელი ზაფხულია, ვცდილობ, ობიექტივში მოვიქციო, მაგრამ გამირბის. პეპლებს ვიჭერ ობიექტივით და ამ ჩიტს - ვერ :) ხმა მაინც ჩავიწერო, არა? გუშინდელი საღამო იქვე ეზოში შემწვარი მწვადებით დაიწყო, აქგე, გვერდზე ეზოში. მწვადი, ღვინო, არაჩვეულებრივი ხალხი და გემრიელი ურთიერთობა. მერე ჩვენთან გადმოვინაცვლეთ ჩაიზე და ჩემი გამომცხვარი კექსით, ჩაით და საინტერესო სასმელით განვაგრძეთ, სხვებიც შემოგვიერთდნენ და ისევ ეს გემრიელი ურთიერთობ...

უმისამართო ასტრო-წერილი N...

Image
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ზედმეტად ბევრსაც. ალბათ იმიტომ, რომ როგორც იქნა მომეცა ფიქრის დრო. ამდენი დრო ბოლო... მმმ... 2,5 წლის მანძილზე ერთად აღებული არ მქონია ალბათ. ხოდა ავდექი და ავიღე ეს დრო და მაქსიმალურად შევირგე გონების განიავება, სხეულის მოდუნება, დასვენება... მაგრამ რაღაც ეტაპზე ფიქრები წამოვიდა. საღამოობით განსაკუთრებით. უფრო სწორად ღამე.  ჯანდაბა რუსებს, მაგრამ ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: უტრო ვეჩერა მუდრენეე. და ასეც არის. ის, რაზეც საღამოს გვიან "იგრუზები", ის რაც ამ დროს რთულად გეჩვენება, გაწუხებს, დილის და დღის შუქზე სულ სხვანაირი ჩანს. უფრო მარტივი და ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი. ან სულაც ქრება და არაფერია მოსაგვარებელი რეალურად.  ვიცი, სრულიად გაუგებრად ვწერ. უფრო სწორად, რაზე ვწერ, ვერ მიხვდები. და საერთოდ, მივხვდი, რომ როცა რაღაცაზე ბევრს ვფიქრობ ან როცა რაღაც მაწუხებს ან მაფიქრებს, იმაზე არ ვწერ. უფრო სწორად - არ / ვერ ვყვები. ხოდა ახლაც ასეა. უბრალოდ ემოციების დონეზე ვცდილობ გაზიარებას. დღეს კი საკმაოდ ემოციური დღე იყო.  შემიძლია, გ...

before and after party

Image
ჯერ სამადლობელი პოსტის დაწერას ვაპირებდი. უფრო სწორად, დაბადების დღის მოლოცვის სამადლობელოს კი არა, უფრო გლობალურს თუ მასშტაბურს, თუ რაც არის. მოკლედ, ქვემოთ მიხვდებით, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე. მერე ვიფიქრე, ამას მოლოცვებისთვის მადლობას მივაბამ მეთქი. მერე კიდევ რაღაც აზრები მიემატა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმხელა გამოდიოდა, ბარემ ბლოგზე დავწერ და ლინკად დავდებ მეთქი.  აქ წერას რომ ვიწყებ, ძირითადად არ ვიცი ხოლმე, რას დავწერ. ან რამე ერთი მომენტი, განწყობა, ფაქტი ან შეგრძნება ხდება ბიძგის მომცემი და მერე იწყება და ებმება ბევრი რამ. და მერე, შეიძლეა აჯაფსანდალიც გამოდის, მაგრამ შეძლებისდაგვარად სტრუქტურირებული და ნაწილებად დაყოფილი.  ახლაც ასე გამომივა, ალბათ. უბრალოდ ამჯერად, ვიცი ერთი-ორი რაღაც, რაზეც მინდა, დავწერო და ვეცდები, ძალიან არ გადავუხვიო და ბევრი არ ვიბოდიალო :)) აი ამ წამს უნებლიედ მოვისმინე მინი ლექცია თემაზე ტრანს-ცხიმები. სასაუზმედ ჩვენ კომპლექსში არსებულ ძალიან საყვარელ კაფეში "ნიბლე" შემოვედი (ლილისი ვინც იცის, ლილისს ეკუთვნის ეს კაფეც). ვისაუზმე, ახლა ყავას ...

დღეს რა დღეა? :)

Image
 ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?  არ მომიწერია რამდენი ხანია.... ეს ლექსი იცი? :)) თუ იცი - წესით გაგეცინება. ერთი პერიოდი ძალიან ატაცებული იყო და ყველა შესაძლო და შეუძლებელ სიტუაციაში ტრიალებდა, რა თქმა უნდა ხუმრობის მიზნით. და რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მეგობრების ხუმრობის და ციტირების საგანიც არა ერთხელ გამხდარა.  ისე, ხუმრობა იქით იყოს და წერილი დიდი ხანია არ მომიწერია. თუ არ დამიწერია. რეალურად ხომ უმისამართო წერილებია ეს.  ზღვაზე ვარ, კერძოდ კი - კვარიათში. ოჯახთან ერთად. არაჩვეულებრივი დასვენება გამოვიდა, რამდენადაც ეს აქ, საქართველოში შესაძლებელია. მართლა დავისვენე და განვიტვირთე. ცოტა ხნის წინ მეგობრებს ვწერდი, კი ბოლო დროს "ლაითი" რეჟიმი მქონდა და აგარაკიდან მაგ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ მართლა არაფერი რომ მეკეთებინოს, არც ერთი გაკვეთილი, არაფერი სამეცადინო და საფიქრალი, ასე გადაბმულად მთელი კვირა ბოლოს როდის მქონდა, არ მახსოვს. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი დასვენება.  ერთი-ორი დღის წინ მემორიში წავაწყდი საკუთარ სტატუსს. ვციტირებ:  "ბუ...

ჩემი Blueberry Nights

Image
ღამის ხმები. ხო, ძირითადად ღამე ვ/გწერ. აი დიასახლისები ყველაფერს რომ მორჩებიან, ბავშვებსაც დააძინებენ და მერე დაღლილებს ჯერ არ უნდათ დაძინება, რომ ამ 24 საათს ცოტა დრო თავისთვისაც გამოსტყუონ, დაახლოებით ასე. ჩემთან თითქოს რა შუაშია, მაგრამ მაინც.  ღამის ხმები აივნიდან. ღამის ხმაა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაც, რომელმაც მამცნო, რომ მუშაობა დაასრულა. კლავიატურის ხმაც სხვანაირად ისმის ღამით. ხვალ დიდი დღეა. უფრო სწორად, უკვე დღეს. არის ასეთი გამოთქმა - "ბურთი მრგვალია". ხოდა სულელურია თუ როგორიც არის, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და რომც არ მოხდეს, მაინც დიდი დღეა და შინაგანი ფორიაქი.  ერთ-ერთ ჩათში წინასაფეხბურთო განწყობაზე იყო ლაპარაკი, ვიდეოების, სტატუსების, ფეხბურთელებისადმი მიძღვნილი ლექსების გაზიარება. ხოდა მეგობარი მწერს, შენ ადექი და ბლოგი მიუძღვენი, არ იმსახურებენო? როგორ არ იმსახურებენ, მაგრამ იმდენად მიხარია ხვალინდელი თამაში, რომ ვერაფერს ვწერ. უფრო  - ვმოქმედებ. შეიძლება ცოტა არაადეკვატურად გეჩვენოს ეს ქმედებები, მაგ...

ბაბუაწვერას ღვინო, ფეხბურთი, ასკეზა და

Image
ღამეა. აივანზე ვზივარ. აგრილდა. ბოლო 1 კვირაა ალბათ, რაღაცნაირად ძველ რეჟიმში ვარ, ფაქტობრივად ყოველ საღამოს სადღაც გავდივარ. მგონი უწყლობის ბრალია. დაახლოებით საღამოს 7-ზე წყვეტენ წყალს. და მერე ვდგები და გავურბივარ ამას.  ნუ უწყლობას დაემთხვა ფეხბურთის ყურება სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ერთი მეგობრის შვებულებაში დაბრუნებად, უკვე შემსუბუქებული გრაფიკი, ზაფხული და და და... დღეს გზადაგზა გადავაკეთე გეგმები და დავაქენსელე შემოთავაზებები. საბოლოო ჯამში, ჩემებთან მივედი, იქ ვუყურე ფეხბურთს. ერთს ვიტყვი - სხვა რაღაცეებთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ იმისთვის ვარ მადლობელი, რომ ამას მოვესწარი - საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრობას ჩემპიონატზე - ეს რაღაც სხვა ყოფილა... მერე ისევ დავაქენსელე სხვადასხვა ვარიანტები და წამოვედი სახლში. ხანდახან კი არა და ძირითადად არაჩვეულებრივად ვგრძნობ აქ თავს. განსაკუთრებით კარგია ხოლმე დაბრუნება, და კიდევ უფრო განსაკუთრებით - როცა დილიდან გასული ვარ და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს შემოვაღებ ჩემ კარს და ნაცნობი სურნელები და ფერები მხვდება. სამაგიეროდ არ და...

(გა)ზაფხულის ღამის სიცხადე

Image
არ არის ეს სიზმარი. ეს ყველაფერი ცხადია. ცხადად ვზივარ სიმშვიდეში ჩემ აივანზე. როგორც იქნა, დადგა ეს ნანატრი სიმშვიდე და თავისუფლება. ნანატრი და დამსახურებული. მართალია, ვინ დაგაცადა შერგება და სიამოვნება. აქ მთელი რიგი მიმდინარე მოვლენები იგულისხმება, რომლებზეც აქ არ შევჩერდები. საკმარისად ვწერ და ვლაპარაკობ სხვა სივრცეში და ამ სივრცეს ერთგვარ გასაქცევად თუ თავშესაფრად ვიტოვებ. აქ ვითომ პარალელური რეალობაა.    ხოდა ვზივარ აივანზე. სადმე წასვლის და შეხვედრის შემოთავაზებებზე უარი ვთქვი. თავის ტკივილს და მორეულ ძილს ვებრძოდი. საბოლოოდ, ორივე დავამარცხე. არა და ამ უკანასკნელის დამარცხება სულ არ მაწყობს. პირიქით, მინდოდა ადრე დამეძინა. მაგრამ იმდენად კარგი იყო ასე ჩემთვის მშვიდად ჯდომა და რაღაც აღმოჩენილი მინი სერიალის ყურება, რომ ძილიც გამიკრთა ამასობაში. რაღაც მომენტში იწვიმა. ახლა აღარ წვიმს. უბრალოდ ჟოლობში დარჩენილი წყლის წვეთების ხმა ისმის. და ღამის ხმები. ღამის ფრინველები ჯერ არ გააქტიურებულან. ალბათ უფრო ზაფხულის დასაწყისში გაიღვიძებენ. ან ჩამოფრინდებიან. ციოდა აქამდე. მაგ...

სანამ წვიმა გადაიღებს

Image
 შემოვედი და დრაფტი დამხვდა. გავხსენი - ცარიელი ფურცელი. თითქოს რაღაცის დაწერა გინდა და ფიქრობ, სად დაწერო და უცებ დაინახავ, ცარიელი ფურცელი დევს და ბარემ აიღებ და გამოიყენებ.  დღეს წვიმს დილიდან. და გრილა. არ ცივა, გრილა, ოღონდ სასიამოვნოდ. სუფთა გაზაფხულის ამინდია. სინაცრისფრეც ისეთია, გამჭვირვალე, არა მძიმე. მე, მზის ენერგიაზე რომ ვიტენები, მეც კი მესიამოვნა. მაღვიძარა არ მქონდა დაყენებული. ჩემით გამეღვიძა, ვისაუზმე, მერე ცოტა ხანი აივანზე ვსვი ყავა, პლედით და ჩემი საყვარელი ჟაკეტით (დედაჩემის მოქსოვილია, ასეთი შედევრი არაფერი მოუქსოვია, ვფიქრობ). ჩიტების ჭიკჭიკში და წვიმის ხმაში. ნელა წვიმს რაღაცნაირად. და სიმშვიდეა. ისეთი ამინდია, ახლა სადმე ლეპტოპაკიდებული კაფეში უნდა მივდიოდე, იქ ვწერდე ამ პოსტს, თან ყავას ვსვამდე და რამე გემრილობას ვჭამდე. მერე რომელიმე მეგობარი, ან მეგობრები შემომიერთდებოდა. არსად რომ გეჩქარება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ასეთი დილები. ცოტაც, ცისია, ცოტაც... ცოტაც კიდევ მოითმინე ლამ... ცისიაა... და ნანატრი მთა-გორებიც იქნება :)) ეს წამღერებით, თუ ...

ბოლო უმისამართო წერილი

Image
ვფიქრობდი, ეს ბოლო წერილი იქნება მეთქი. ხო, წუხელ ვიფიქრე, ჩაძინებისას. ხვალ ბოლო წერილს დავწერ მეთქი. მაგრამ არა, ბოლო წერილი არ იქნება. ზოგადად, ეს ჟანრი თუ სტილი მომეწონა, რაღაცნაირად უფრო მარტივად გადმოვცემ თუ მარტივად ველაპარაკები თითქოს მკითხველს. ამიტომ, წერილები სავარაუდოდ გაგრძელდება. ისევ გაუგებარი იქნება, ვის მივმართავ, ან მივმართავ თუ არა ვინმეს. ხან იქნება ისე, რომ მივმართავ ერთს, ორს, სამს, არავის. ხან ერთდროულად რამდენიმეს. უბრალოდ, შენ - ბოლოჯერ გწერ.  ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვი. გამათავისუფლე. არის ამაში რაღაც შვებაც და მტკივნეულიც. ვერ ვხვდები, მიხარია, თუ არა. მგონი უბრალოდ მჭირდებოდა რაღაცის მოსმენა/წაკითხვა.  და ასეც მოხდა. როგორ? აი ასე: არ ვიცი, ვის გაეცინება, ვინ სერიოზულად მიიღება, მაგრამ ჩემი ინტუიცია მუშაობს. დღემდე მუშაობს და პრინციპში, მიხარია. რომ გითხრა, რამეში ვიყენებ მეთქი, არა. ხანდახან ცოტა მაშინებს კიდეც. მაგრამ ნუ, რაც არის, არის. ცოტა "კუდიანი" ვარ. რამდენჯერ მითქვამს, ადრეულ საუკუნეებში რომ მეცხოვრა, შეიძლება კოცონზე დაწვაც კ...

შავი ტკბილი ჩაი, სანქტ გალენი და ახდენილი ოცნებები

Image
ჩემთვის ვიდექი ესკალატორზე, სახლში ვბრუნდებოდი და უეცრად, არსაიდა მოვიდა ჩაის სურნელი. ოღონდ იცი როგორი, აი ბავშვობაში შაქრიან ჩაის რომ გვასმევდნენ, საკმაოდ დამტკბარს, გასაგრილებლად ლამბაქზე რომ ვასხამდით, აი მაგ გაგრილებული შავი, ტკბილი ჩაის სუნი. კი, გაგრილებულ ჩაის სხვა სუნი აქვს, მით უმეტეს, შაქრიანს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჰქონდა. ხომ არ გადავამოწმო, ისევ შერჩა თუ არა, თუ შევეშვა, არ ჩამოინგრეს ეს სურათი :) არა და ჩაიში კი არა ყავაშიც დიდი ხანია აღარ ვიყრი შაქარს. თუმცა, როცა რამე მაწუხებს, უფრო სწორად თუ რამე საჭმელი მაწყენს და დიეტის დაცვა მიწევს 1-2 დღე, აი მაშინ მინდება ხოლმე ტკბილი შავი ჩაი. რა უცნაურია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ასეთ დროს. ხოდა როგორც ჩანს, ბავშვობის სუნი აქვს მაგ ჩაის. მაგრამ დილით, მეტროში საიდან გაჩნდა, არ ვიცი :) სახლს ვალაგდებდი და თან ყურსასმენში წიგნს ვუსმენდი, 2 კვირა უცხო ქალაქში - ასე ქვია. ნუ, ალბათ ასე თარგმნიდნენ ქართულად. და იქ ერთგან იძახის ერთ-ერთი გმირი: არის ქალაქები, რომლებიც ერთი ნახვით გაყვარებენ თავსო. რომზეა თვითონ შეყვარებული, ადრეუ...

ნელი ტალღა

Image
გავხსენი ცარიელი ფურცელი და ყველაფერი, აი სულ ყველაფერი დამავიწყდა, რისი დაწერაც, თუ მოყოლაც მინდოდა. არა და, სპეციალურად შევიარე სახლში, რომ სავარჯიშო ზურგჩანთა დამეტოვებინა, ლეპტოპი მეორე ზურგჩანთაში ჩამედო და სამი სავარაუდო ლოკაციიდან ერთ-ერთი ამერჩია, სადაც გემრიელად დავჯდებოდი, ვისაუზმებდი და თან დავწერდი. პრინციპში, თავიდანვე ვიცოდი გულის სიღრმეში, სადაც დავჯდებოდი, მაგრამ ერთ ახალს მივეცი შანსი, შევიარე, რომ მენახა, მენდომებოდა თუ არა გაჩერება, მეორე, უკვე ნაცნობს გვერდზე ჩავუარე და შევიხედე და ბოლოს ამ მოვლითი გზით თავიდანვე არჩეულ მესამეში წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა არ შემაწუხებს, უფრო სწორად ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ამ გარემოს, ამინდს და განწყობას შეესაბამება და მესიამოვნება.  სანამ ბენედიქტს მომიტანენ, ყავის სმას ვიწყებ და თითები, როგორც ყოველთვის, თვითონ წერენ სათქმელს.  ვფიქრობ, უკან თუ დგას მიმტანი, ალბათ წაკითხვასაც მოახერხებს. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი, ახალი მკითხველი შემოემატოს იქნებ აქაურობას. მე ხომ ისიც არ ვიცი, ვი...

აწ უკვე მართლა დამდგარი ახალი წლის პირველი (?) წერილი

Image
მარტო წიგნები არ გაფიქრებს ცხოვრებაზე. ფილმებიც გაფიქრებს. და აუცილებელი არ არის, ეს კანის კინოფესტივალის გამარჯვებული და ოქროს პალმის მფლობელი, ან თუნდაც ნომინანტი იყოს.   აი, მაგალითად, ფილმი, რომელშიც მარგო რობი არც ისე მთავარ როლს თამაშობს, ხოლო მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი რაღაცით ახალგაზრდა ტომ იორკს მაგონებს. ალბათ თმით? apropos ტომ იორკი: The Smile (ბენდი, რომელიც radiohead-ის წევრებისგან შედგება და რაც მთავარია, აქედან ტომია) ევროტურნეს ფარგლებში აგვისტოში ვენაში მართავს კონცერტს. ჯერ არავისთვის მითქვამს ამის შესახებ, მარტო ჩემ ძმასთან ვილაპარაკე, პრინციპში, ვილაპარაკე კი არა, იმან შემატყობინა. ხოდა ვფიქრობ... :) მესამე და სამართალიო, ხომ გაგიგია? :) საიდან დავიწყე და რაზე გადავედი. ასე ვიცი ხოლმე, სხვადასხვა თემა უნდა განვავითარო.  რაც შეეხება იმ ფილმს, მოდი, თვითონ მიაგენი აბა, რა ფილმზეა ლაპარაკი. ვნახოთ, თუ გამოგივა. და თუ ნანახი არ გაქვს, ნახე. არ ინანებ. პირველად არ მინახავს. შეიძლება ამჯერად ცოტაოდენი კონიაკის ბრალიც იყო. არა, ბრალი არა, უბრალოდ ხე...

In a sentimental mood

Image
სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. არა, ცუდ ხასიათზე არა, არც მოწყენილი. აი უცებ დადგა სენტიმენტალ mood.  დასვენების და სადღესასწაულო დღეები დასასრულს უახლოვდება. ხვალ ჯადოსნური ღამეა, ხვალ ღამე უკვე შობაა. 7 იანვარს ასე ვთქვათ "შეიკვრება" სხვადასხვა ამქვეყნიური და არაამქვეყნიური მოვლენებით ეს არდადეგები და ეგ არის. მერე, 8 იანვრიდან ისევ გაჩვეულებრივდება ყველაფერი...   დილიდან გარეთ ვიყავი დღეს. ამ წელს პირველად წავედი ვარჯიშზე. ამ სეზონზე სავარაუდოდ ბოლოჯერ გავისეირნე ორბელიანზე და დავლიე glühwein. არასოდეს მაწუხებს ხოლმე საშობაო მუსიკა და სიმღერები. მაგრამ დღეს რომ ვსეირნობდით, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საკმარისია, საკმარისად მოვისმინეთ და კარგადაც "დავამრგვალეთ" დღესასწაულები.  ეს გაციებაც რაღაცნაირად უხდება ამ ამინდს და განწყობას. ხანდახან თავი რომ არ მტკივდებოდეს ცხვირით სუნთქვის გართულების და ჟანგბადის მიუწოდებლობისგან.  კიდევ? ბევრ ფილმს ვუყურე. ძალიან მიხარია, შტეფსელი როგორც იქნა, რომ გავაკეთებინე და ტელევიზორი ისევ მუშაობს. ვუყურე არა მხოლოდ საშობაო ფილმებ...

meet me in...

Image
არა და სულაც არ მიყვარდა. მართლა. და საერთოდ, თავიდანვე ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. რომ მხოლოდ მოკლევადიანი იქნებოდა ეს ყველაფერი და მაქსიმუმ, ჩემ თბილისურ არდადეგებს და ზაფხულის 1-2 ცხელ თვეს სასიამოვნოდ გადამატანინებდა. ვინ ვინ და ამაზე მართლა თავიდანვე ვიცოდი, რომ არ იქნებოდა ხანგრძლივი ურთიერთობა. არც რამე სერიოზული და მყარი გამოვიდოდა აქედან. ხო, ვიცი, არ უნდა გასწირო ჯერ კიდევ ახლად დაწყებული ურთიერთობა ასეთი განვითარებისთვის, მაგრამ ჰა, როცა იცი, რასაც (არ) უნდა ელოდო? და მიუხედავად ამისა, დღეს რატომღაც ზუსტად  და მაინცდამაინც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მეფიქრება. მეფიქრება, რომ შეიძლება, კარგი ყოფილიყო. ყველაფრის, ანუ გამოცდილების მიუხედავად მეფიქრება ასე.  ვფიქრობ, რატომ მე არ აღმოვჩნდი იქ, სადაც ის სხვა აღმოჩნდა? და არ მაქვს პასუხი. რატომ მე არ აღმოვჩნდი ის ბოლო ადამიანი, ქალი, ვისზეც შეაჩერებდა საბოლოო არჩევანს?  არ ვიცი. არ მაქვს პასუხი. არც იმაზე მაქვს პასუხი, რატომ მეფიქრება და რატომ მგონია, რომ  მე უნდა ვცხოვრობდე ახლა იმ ცხოვრებით, რომლითაც ვიღაც სხ...