цвет печали

теперь я знаю какого цвета печаль

სარკე. ნიღაბი. სახე. წელს ზემოთ ჩანს გამოსახულება. ხალათი. პარასკევი საღამოს ერთ-ერთი განწყობა. იშვიათი - გამონაკლისის სახით სახლში რომ ატარებ და ისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან.
ნელი მოძრაობით იდებ ნიღაბს სახეზე. ხო, კოსმეტიკურს, რა თქმა უნდა. წინ მთელი საღამოა და დილას შეგიძლია გამოიძინო. არა, საღამო უკვე უკან არის. საკმაოდ გვიან გამოხვედი სამსახურიდან. და კიდევ გასანიავებლად ფეხით ამ ისევ ქარიან ამინდში მარტო ბოდიალიც უკან არის უკვე.

სტუმრებიც წავიდნენ. არა შენი. ოჯახის.

ახლა შეგიძლია მწვანე სახითაც იარო.

მწვანე? არა. და უცებ საიდანღაც ჩნდება სიტყვა - печаль, უფრო სწორად ორი სიტყვა, ასოციაცია - цвет печали. და ხვდები, რა ფერის შეიძლება იყოს печаль - შენი ნიღბის ფერი... და რა ფერია შენი ნიღაბი?! - цвета печали, немножко сладкой печали :)

Comments

ketketa said…
This comment has been removed by the author.
ketketa said…
იცი როგორი პოსტია ეს, ელის? კარის გამოხურვა მომინდა და მარტო დატოვება შენი, მომერიდა რო სემოვიხედე...:)
მართლა :)
Anonymous said…
ქეთქეთაც მაგრა გიმუღამებს ხო?
და ეს ცვეტ პეჩალი და სახის ნიღაბი მწვანე რაღაც მეც მაგრა დავამუღამე.

თითქოს მე მკეთებოდეს ეგ ნიღაბი

:)))))

კაი იყო..
გავითავისე

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..