ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)
შესავალი: ისტორია ძველია, სამყაროსავით არა, მაგრამ მაინც :) ბევრმა მეგობარმა უკვე იცის, მონაყოლიდან, ბევრს წაკითხული აქვს - ფორუმზე. გამახსენდა და გადავწყვიტე აქაც დამედო, მათთვის, ვინც ამაზე თავის დროზე მაგრად იხალისა და მათთვის, ვინც არ იცის ჯერ :) თბილისი 2005, ოქტომბერი (ან ნოემბერი). ახალი აკრძალულია სამარშუტო ტაქსების (შემდგომში ”მარშუტკები”ს) მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე/ში. საღამოა, მოვდივართ მე და ჩემი მეგობარი გაბრიაძის ბარიდან. მე ჩამსვა სადღაც ბარათაშვილის ხიდთან. თან იქიდან მარშუტკები ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა მხარეს მიდიან, ნუ მაშინ ასე იყო, ამიტომ თავი დავიზღვიე და ვკითხე დელისთან ხომ ნამდვილად მიდის მეთქი. დამიდასტურა და ავედი. გვერდზე ვიღაც გოგო მიზის და მეკითხება: "ხომ არ იცით ეს მარშუტკა სად მიდის?!" !!! (ნუ, ალბათ იგულისხმა რა გზით მიდისო, რადგან წინასწარ მართლა ვერ გაიგებდი, ისეთ ტრაექტორიებს ახორციელებდნენ ). აზრზე არ ვარ მეთქი (ჩემთვის მთავარი იყო რომ დელისთან მივიდოდა და რა გზით -ეგ უკვე აღარ მაინტერესებდა), ვუპასუხე და ზრდილობიანად გავუღიმ...

Comments
მეორე ფოტოც ჩასვი, სადაც ამთავრებს ამ ლოუდინგს თორე 'გეილია სული მოლოდინში':))))))))
ჰააარც
მაგაზე არ მიფიქრია, ხო იცი...
თავისთავად გამოვიდა რომ ჩავსვი - დიდი ბოლდი წერტილი იყო მაგის შედეგი :) და კიდე რაღაც იყო
რაც არის, არის, ჩავსვამ სხვა შესაფერის ფოტოსაც და ამით ამოიწურება იმედია ეს სერია კი არა და...
კაროჩე, რა :)
არ შემიძლია სენტიმენტები :) და გოგჩოური ბლოგები და გოგჩოური ნაწერები, ამას ვერ დავამსგავსებ აქაურობას ნამდვილად :)
ხოდა მოკლედ ლოუდინგის მერე წერტილი იყო ი ვსო :)