old. actual. immer noch

თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია
ეცემა. ეცემა. არ ყვირის
ვეღარ ვგრძნობ. არ მტკივა. აღარც მიხარია
დანახვა შორეულ ნაპირის
თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია
ეს ვარდნა არასდროს მთავრდება
ოდესმე მივაღწევ, მაგრამ ჯერ არ ვიცი
ნაპირზე ვინ და რა დამხვდება
ვიღაცამ ზეცაში ოცნება დახია
ზევიდან გვაფერთხავს ნაფლეთებს
შენ თოვლი გგონია. არავის უჯერებ
”ოცნება! - ეს როგორ გაბედეს!”
და თოვლში დაწოლილს ოცნების ეტლები
გვივლიან ზედ შუშის ბორბლებით
თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია
ჩვენც ამ სიჩუმეში ვშორდებით...
Comments
შენია, არა?:)
:)
irina var
უდიდეს გრძნობას აქსოვ ყველაფერში და ალბათ მაგიტომ გამოდის შენი ნაწერები ასეთი ზებუნებრივად კარგი, ლამაზი, თბილი... გულში რომ ჩაგივარდება და სულ თავში გიტრიალებს.
ვგიჯდები შენს ამ პატარა სამყაროზე :)
დაბრუნდი?! welcome back :)
მადლობა! :)
პ.ს. და მომენატრე, ისე :)