gewaltige Melodei :)

მივხვდი, რატომ ვერ ვწერდი ამდენი ხანი. ერთ-ერთ მიზეზს მივხვდი. მუსიკას არ ვუსმენდი და იმიტომ. მაქვს უმუსიკობის პერიოდები. არა და არ შემიძლია ცხოვრება მის გარეშე :)
დღეს ”გამოსასვლელი დღე” მოვიწყე. საღამო, უფრო სწორად. ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენე. მხოლოდ ერთი სტუმარი, ხანმოკლე სასიამოვნო ვიზიტით. მერე უარი ვთქვი მიპატიჟებებზე, ჩეთზე, ფორუმზე, კაფეზე, სტუმრად წასვლაზე და თან ხელისშემწყობი სიტუაცია - სახლში მარტო. მუსიკა ჩართული, ამ ფონზე ლაგება მეხალისება კიდეც.
და წამოვიდაააა... თან როგორ და რამდენი. აიშალა აზრები, ფიქრები. ფურცლები იშლებოდა თავში. ისე, რომ დაწერას ვერ მოვასწრებდი. კადრები... სიტყვები... შეგრძნებები...
მუსიკამ აშალა. და სხვადასხვა მუსიკას, სხვადასხვა რაღაც მოჰქონდა.
ხო, ვერ დავწერე და არც დავწერდი. ამდენს ვერ გადმოვიტანდი. საიდან დამეწყო. რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა დამეწერა. არა. არ ვახარისხებ. პირდაპირ ვწერ. მოდის და ვწერ. მაგრამ ახლა არ გამოვიდოდა.
წერას კი არა, ფიქრსაც მართავს აშკარად. რაზეც არ ვფიქრობდი, ისიც ამიშალა და ამიწეწა. რაც არ მახსოვდა - ისიც. კარგიც. ცუდიც. ავივსე. დავიმუხტე. საბოლოო ჯამში მაინც დადებითად. უბრალოდ ძალიან მეშლება ნერვები, რომ ვეღარ ვწერდი. ძალით - არ მინდა. არ ვწერ. უბრალო დღიურად და ყოველდღიური საქმიანობის ჩანაწერებად კი ვერ ვაქცევ აქაურობას.
უნდა გრძნობდე. ძალით არაფერი გამოდის. რაღაცას მაინც უნდა გრძნობდე.

მე არ მახსოვდა და ერთმა მეგობარმა მითხრა, შემოდგომაზე მითხრა - ვაჟა იცი რას იძახდაო? ”ღმერთო, მამყოფე შეძრძწუნებული” - ეს იმისთვის, რომ დაეწერა. რომ ეწერა. ცუდად ყოფნას ითხოვდა.
ხანდახან მართლა ვგრძნობ რომ ასეა. სულ - არა. ძალიან მძიმე პერიოდებში დამიწერია ის, რაც ყველაზე მეტად მომწონებია და მოსწონებია
თუმცა ასეც ყოფილა - რაღაც რომ ხდებოდა ცხოვრებაში, რაღაც რომ მომხდარა, დიდი, მნიშვნელოვანი, კარგი ან ცუდი, დავუდუმებივარ და სიტყვა ვერ დამიძრავს :)

ხოდა რა ვქნა?! ვითხოვო ახლა შეძრწუნება თუ არ ღირს?! :) იქნებ ჯობდეს შევინარჩუნო ეს კაცმა რომ არ იცის საიდან მოსული და სადღაც არაადეკვატურად კარგი განწყობა :)

Comments

ketketa said…
:)
არ გინდა შეძრწუნება, ცის:)
იყავი ხალისიანი და ბედნიერი, და ისეთებს დაწეეეერ :)
Anonymous said…
shezrcunebuli ara isa:) kargad unda iko kaco:)

ise, me mgoni cer mashin roca grznoba arsebobs da emocia, romelsac gamoxatva chirdeba. iseti grznobac arsebobs, sitkvebit ro ver gamoxatav, amitomac verasodes dacer. kvelaze mzapri momentebi albat zustad is asinia, romelzec ver dacer verasodes. ise neta arsebobs rame, razec aravis araperi dauceria, imitom rom VER?

balamutia exla xo es?:)))

rogor xar ise?
© said…
ხო, არ მინდა შეძრწუნებულობა, ცხადია :)

იცით რა არის, მართლა არის რაღაცეები, რაზეც უბრალოდ ვერ დაწერ. ხოდა ვერ ვწერ, რა, კაკ რაზ ძალიან ბევრი რომ არის სათქმელი და დიდია, იმიტომაც ვერ ვწერ. და პირდაპირ არც არასოდეს დავწერ ალბათ. სხვანაირად. როგორც აქამდე :) ან აღარასოდეს :)

ხოდა კიდევ ის, რომ ხანდახან გაქვავებაც გემართება ადამიანს. გაქვს რაღაც ემოცია, გრძნობა, განცდა რაღაცის და იმდენი ხანი გაქვს და ისეთი მძლავრია, რომ ბოლოს საჭირო მომენტში, თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ძალიან რომ არ გეტკინოს, და რომ არ დაგაზიანოს, იმისთვის, და ისეთი ხდები, რომ გიკვირს შენი თავის. ცივდები (და სინამდვილეში არ ხარ ცივი), რაღაც ემოციები ქვავდება თითქოს (არა და არ ხარ უემოციო), არ გრძნობ არაფერს, არც გტკივა და არც გაწუხებს (არა და თუ მოეშვი, იცი რაც მოგივა :) )

ხოდა ასე, რა.

ესეც კაი ბალამუტი გამოვიდა :D

ისე კარგად ვარ, ქეთი :)))) შენ როგორ ხარ?

ქეთ(ქეთ), ვეცდები, ვეცდები "сама не хочу" :))) სად შემიძლია კაცო შეძრწუნებული ყოფნა, არ მინდა და არც ვიქნები და დავწერ, ჯერ კიდევ დავწერ ”ისეთეებს” :)
Anonymous said…
ragacnairad ise ro daiglebi emociebisgan ro carieli xar.agar nerviulob da papu emociebi. prosta xar. carieli da cota gakvirvebuli, ro ra pontshi agar gtkiva/ganerviulebs/grznob...

xoda, isa... chemi megobrebi menatrebit:) chashechka chaya i nemnojko filosifii:)
© said…
:))))

ხო, ზუსტად მიმიხვდი, აი ზუსტად მაგას ვამბობ ხოლმე/ვწერ ასეთ დროს, იმდენად გადაღლილი, რომ დაცლილი ხარ უკვე და ის რაც გტკიოდა, უკვე გაბუჟებულია, იმდენი ხანი გტკიოდა და უბრალოდ ეხლა ვეღარ გრძნობ ტკივილს

ჩაი და ფილოსოფია?! :)))

ხო, არა და ელემენტარულია ეს ყველაფერი, ბევრი ფილოსოფიის გარეშე
Anonymous said…
არასდროს არ დავწერ, ოღონდ არ ვიყო შეძრწუნებული. თუმცა მეც მაშინ მინდება წერა, როცა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებს დავწერ, მით უკეთესი :-):-):-)

საზიზღარო ქეთი, მომენატრე :-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..