one more fine day :)

მაღვიძარა. მერე რა რომ შაბათია. გვიანი მაღვიძარა. ”ზარმაცების მაღვიძარა” :)

ამინდი - საოცარი. განწყობა - ნელ-ნელა რომ ადის ზევით, ისეთი

ბანკი - დაკეტილი

ბარათი - აღდგენილი და ვერ წამოღებული

ღიმილი - უცხოსთვის :)

ქუჩაში - ახლობელი შემთხვევით

ბოდიალი დროის გასაყვანად

დროა. ვარჯიშის დროა

დაღლა - დაცემამდე. თან ძალიან მაგარი და სასიამოვნო

ლანჩი - მსუბუქი. წითელ სავარძლებში

და წავიდაააა.....

ბევრი ბოდიალი. ძალიან ბევრი. ფეხით. ბევრი არომატი. საოცარი. სურნელი. მერე აღრეული და პარფიუმერის მსგავსად უკვე შენით შექმნილი. არა და ამას ვერ იშოვი. შენი შექმნილი ნაზავია და მარტო შენ გრძნობ.
ერთი. ორი. შუალედი. ყავა. ისევ პირველი. ისევ მეორე. იარე. გადადი. გადმოდი. იარე. იარე. იარე. ამ... :) არაა, არაფერ შუაშია :)

ხმაური. ხალხი. ბევრი. ხვალ მოდი. დარეკე და ისე. ქუჩა. ისევ. ისევ ვეძებ. ისევ სურნელი . ბევრი. ვიცი. ეს!

დღე - მზიანი. თბილი. საჩუქრები. საკუთარი და სხვისთვის.

და გაღიმებული. ძალიან დაღლილი. ძალიან კმაყოფილი. კიდევ ფეხით ბოდიალი. სადაც ამდენი გვივლია... :)

"картошка"- უგემრიელესი. მარაგი - ხვალისთვის. ( ნამცხვარი, რომელზეც აბოდებ :) )

საღამო - თბილი.

კაფე - 3.

ბოლო გაჩერება. მოკლე. Stammcafe. მეგობრები.

კომპლიმენტები - ბევრი :)

ტაქსის მძღოლი - ყურადღებიანი.

ყურებში - ჯაზი.
ლიფტის მოლოდინში - ცეკვა. მარტო ცეკვა. ამ ჯაზის ხმაზე.

სახეზე - ღიმილი.

განწყობა - უკვე მაღალი. ძალიან. მზიანი :)

Comments

ketketa said…
დედააა, რა მაგარია, ელის:))

გაახმე რა დღევანდელი დღის განწყობა, დაჩირე და შეინახე:)))))))
© said…
:D :D :D :D

ჰერბარიუმი უნდა გავაკეთო ასეთი დღეებისგან, ან არომატი პატარა შუშის ბოთლებში მოვაქციო და რომ დამჭირდება გავხსნა ხოლმე :)

და მზე დავიჭირო უნდა ჩარჩოში :) ოქროს ჩარჩოში

აუ, არ მინდა ვარლამები და მზის დაბნელების ოსტატები! არააა! :)

უნდა ვიმღერო пусть всегда будет солнце :)
ketketa said…
:)))

მზევ, შინ შემოდიოოოოო:)
Anonymous said…
ხოო, ასწორებს ეგეთი დღეები ცისიელის არა?

;)
© said…
კიიი, ძალიან! :)
Kate said…
ეეეეეეე. რა მაგარია.
© said…
მადლობა :)

ძალიან კარგად და ღიმილით გამახსენდა ეს დღე :)
Kate said…
ძალიან კარგი. :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..