Posts

Showing posts from 2025

ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან

Image
05.09.25  ≈ 12:30 მატარებელი თბილისი-ბათუმი ჩანაწერი კატიან ბლოკნოტში  "მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი მატარებელი მიჰქრის ბინდებად,  ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?" წიფის გვირაბი უკან მოვიტოვეთ/ ფანჯარაში დიდად არ ვიყურებოდი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს გავიხედე, როცა წარწერა "წიფა" გამოჩნდა. მატარებელი იდგა. გადაღება მოვასწარი. მალევე დაიძრა.  ეს ბლოკნოტი 8 წლის წინ მაჩუქეს. ერთად ერთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული აქამდე: "კატას 9 სიცოცხლე აქვს. მე ჯერ-ჯერობით 1 გავხარჯე". ამ ერთი სიცოცხლის გახარჯვიდან მალევე მაჩუქეს და ეს ჩანაწერიც მალევე გავაკეთე.  არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვკიდებდი ხელს. ალბათ რამე განსაკუთრებულს ველოდი, ან მინდოდა, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა. ან იქნებ უბრალოდ ციფრულ ერას ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე კლავიატურაზე, პირდაპირ ბლოგზე წერას და ისე გადავეჩვიე ხელით ასოების გამოყვანას, რომ ამანაც განაპირობა.  პრინციპში, რომ დავფიქრდე, კი არის ახლა ეს წასვლა მეტ-ნაკლებად განსაკუთრე...

☀️

ბოლომდე გამოვწურე ზაფხული, აი ღვინის ბოთლს რომ გადმოატრიალებ და ბოლო წვეთამდე ჩამოასხამ, ისე. მზისგან დამცავი კრემი და ზაფხული ფაქტობრივად ერთად დამთავრდა. ხვალ კარგად თუ ვეცდები, ბოლო წვეთებს გამოვადენ ტუბიდან.  დღეს აუზში ცურვისას გამახსენდა, რომ ჩემი ზაფხულის წიგნი ამჯერად არ წამიკითხავს. არა და დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა, ყურსასმენები გამეკეთებინა და ცურვისას მომესმინა. მაგრამ ბოლომდე ვერ მოვასწრებდი. ხვალ ზაფხული მთავრდება. ამიტომ, უბრალოდ ბრედბერის აუდიოწიგნები დავძებნე და მართალია სავარაუდოდ ყველაფერი წაკითხული / მოსმენილი მაქვს, მაინც ჩავრთე ვარაუდით ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც მზე მთავარ როლს თამაშობს, მაგრამ რომელიც საკმაოდ არამსუბუქია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, გავწყვეტ მეთქი, რადგან მახსოვდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მერე შევეშვი. მოკლეა. იყოს, ეს მე ვერ დამამძიმებს. ვიფიქრე. მერე კი შემდეგი მივაყოლე, ასევე ბრმად, არ მახსოვდა, რომელი მოთხრობა იყო და აი, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ვერ ვიხსენებ, ეს მოთხრობა მართლა მოთხრობად მაქვს წაკითხული, თუ სწორედ იმ...

დროოო გადის ძალიან ნელა ... ხან - ჩქარა

Image
სერიალებში ყველაფერი მარტივად არის. ფილმებშიც. ნუ, მთლად ყველაფერი არა და ფილმს და სერიალსაც გააჩნია, მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ, ის ყველაფერი მარტივი ჩანს ასე ეკრანიდან. სირთულეებსაც რა მარტივად უმკლავდებიან გმირები, ურთიერთობებიც როგორ მარტივად ეწყობა. გამოივლიან ქარტეხილებს, კონფლიქტებს, დაშორდებიან, გამოიცვლიან 1-2  სხვა ურთიერთობას და ბოლოს მაინც პოულობენ გზას ერთმანეთისკენ.  განსაკუთრებით ისეთ სერიალებში, პატარა ქალაქებში რომ ხდება მოქმედება, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ეხმარება. ყველა კეთილია და მხარში მდგომი. ვინც არ არის კეთილი, ისიც კეთილშობილდება ბოლოს.  და დროც თითქოს მეტი აქვთ ყველას. საქმისთვისაც, თავისთვისაც და ერთმანეთისთვისაც. თითქოს იქ უფრო ნელა გადის დრო, ან დღე-ღამეში მეტი საათია. ყველაფერს მშვიდად ასწრებენ და ახერხებენ. არსაც ჩქარობენ. იქნებ მართლა მეტი საათია ციფერბლატზე ასეთ ადგილებში?  ხვდები, ხომ, როგორ სერიალებზე ვლაპარაკობ? ერთი ოდესღაც გადაღებული და დღემდე პოპულარული სერიალის გადამღერებაზე. პერსონაჟებიც კი რომ ერთმანეთს ჰგავს, ...

ასოციაციები ... 1, 2, 3, 4 ...

Image
 ჯერ მზემ გამაღვიძა. მზის სხივები პირდაპირ სახეში მეცემოდა. ისეთი სასიამოვნო იყო, არა და არსად მეჩქარებოდა და საათს რომ დავხედე, ჯერ საკმაოდ ადრე იყო კვირა დილისთვის. ამიტომ ავდექი, წყალი დავლიე, ფარდები ჩამოვაფარე და ისევ დავწექი. ცოტა ვიფიქრე, ცოტა რაღაცეები გავაანალიზე და ცოტაც წავთვლიმე. მაგრამ ღრმად აღარ დამიძინია. თუმცა, ამის გამო მზეზე ვერ გავბრაზდები. მზე ხომ ჩემი ენერგიის წყაროა, ჩემი ბატარეის დამტენი.  ეზოდან ძაღლის ყეფა ისმის. მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ხმაც ისმის, მაგრამ მე ძაღლის ყეფაზე ვაჩერებ ყურადღებას. ასოციაციურად მახსენდება სხვა ხმა, უფრო სწორად სხვა ძაღლის ყეფა. ეს ყეფა უკვე რამდენჯერმე შევამჩნიე რუსთაველზე. დგახარ ასე შენთვის და სადღაც უკნიდან ან გვერდიდან, ოღონდ ცოტა შორიდან გესმის მოგუდულად ძაღლის ყეფა. თითქოს რეალურად იმ ქუჩაზე კი არ დგას, არამედ საიდანღაც მოდის ეს ყეფა. ამ ხმაზე ასოციაციურად, ყოველ ჯერზე მახსენდება Jay-Jay Johanson-ის სიმღერა  Everything I own , რომელიც ასე იწყება, ძაღლის ყეფის შორეული ხმით, ასეთივე მოგუდულით. ამ სიმღერაზე ...

სხვების ცხოვრება

სახლში მოსვლა და ტანსაცმლის გახდა უნდა შეიტანონ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. რა, რითია სხვა ძეგლებზე ნაკლები?  ხანდახან განსაკუთრებულად მძაფრად გრძნობ სახლში დაბრუნების სიხარულს და სიამოვნებას. ასე იყო დღესაც. თან ორჯერ. მაგრამ ახლა არ მინდა, იმაზე წერა, რა ხდებოდა დღეს. მთავარია, ახლა სახლში ვზივარ, ჩემ სახლში, ჩემ საყვარელ ტახტზე, ფეხები ჩემ საყვარელ დაბალ, ხის მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი, მუხლებზე - ლეპტოპი და ვწერ. არა და, ჯობს დავიძინო. უკვე 01:27, მე კი 11 საათზე უკვე დაწოლა მინდოდა. მაგრამ ჰა, შევყევი, შევყევი და ... არასტანდარტული გზით დავბრუნდი საღამოს სახლში. ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე ფარდები გადაწეული ჰქონდათ და ადამიანები ჩანდნეn, უფრო სწორად, ერთი ადამიანი გამოჩნდა რამდენიმე წამით და მერე ნახევრად ჩამოფარებული ფარდის მიღმა მიიმალა.  გამახსენდა, ბავშვობაში როგორ მიყვარდა საღამოს, მშობლებთან ერთად ხელჩაკიდებულ სახლისკენ მიმავალს სხვების ფანჯრებში შეხედვა და ფიქრი, ნეტა რა ხდება იქ. ყველა სახლიდან განსხვავებული შუქი გამოდიოდა, ეს მაშინდ...

სამი სიტყვა ცისიასათვის

Image
 რაზე ვაპირებ იცი, დაწერას? სიყვარულზე. ხო, სიყვარულზე. უფრო სწორად, სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ". არ დაიძაბო, ვინც არ უნდა იყო შენ, არ დაიძაბო. წარსულ დროში / წარსულ ამბებზე ვყვები. ისე, რა უცნაურია, რატომ უნდა დაიძაბო, თუნდაც ახლანდელზე ვყვებოდე და თუნდაც შენ გეხებოდეს, ვინც არ უნდა იყო. წესით ხომ უნდა გვიხაროდეს, ადამიანს რომ ვუყვარვართ, და ან ვუყვარდით მაინც. ესეც რა უცნაური გამოცდილებაა, რატომ დავწერე "არ დაიძაბო?"  მართალი გითხრა, არ ვიცი, საიდან წამოვიდა, რატომ მომინდა, ამაზე დამეწერა.  ზოგადად, იმდენად არ ვწერ ასეთ ამბებს, ასეთ პირადს, რომ მე თვითონ მეუცნაურა. უბრალოდ დღეს დილიდან მაქვს აკვიატებული, თავში მიტრიალებს, მწიფდება, მოლოდინის სიხარული მაქვს, რომ უნდა დავჯდე, და დავწერო. ახლა კი უკვე ღამეა. 12 საათი დაიწყო. ახალი მოსული ვარ სახლში და აივანზე ვზივარ (აგარაკზე). კალიის თუ ჭრიჭინის ხმა ის მის მარტო და შორიდან სიმღერის. ამჯერად ბავშვები მღერიან, აშკარად. ბავშვები აღარ ეთქმით ამასობაში :) და კიდევ ბურთის ხმა.  შემეძლო, კიდევ დავრჩენილიყავი იმ ხალხმრავლო...

სავსე მთვარისას და-წერილი

 არაჩვეულებრივად მეძინა. ძალიან გემრიელად. და დაძინებამდე რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სავსედ და ბედნიერად. და რაღაც სიმშვიდის თუ კარგის მოლოდინის შეგრძნებაც ახლდა ამას თან.  მაშინვე მინდოდა დაწერა, იმავე საღამოს, სანამ დავიძინებდი, მაგრამ დავიძინე. გემრიელად. ახლა თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, შეგრძნებების დონეზე აღვიდგინო და მოვლენების დონეზეც. არა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უფრო სწორად კი მოხდა ამ დღეს, მაგრამ არა პირადად ჩემ ცხოვრებაში.  ახლანდელ დროში რომ მოვყვე. დღეს თბილისში ვარ. გუშინაც აქ დავრჩი. ცხელა. საშინლად ცხელა. ხალხი სახლიდან არ გადის, მე კიდევ ისე მოვახერხე, რომ ამ ორ დღეში ყველაფრის მოგვარება-გაკეთება ავიკიდე. სამაგიეროდ, ამას მერე კმაყოფილების გრძნობაც სდევს თან. გუშინ შევპირდი მეგობარს, ხვალ გამოვალ მეთქი. ჩემი ნათლული, რომელიც იმდენი თვეა არ მინახავს, და რომელსაც დედამისივით აპრილში ჰქონდა დაბადების დღე, ამასობაში გაცვლითი სემესტრით მიემგზავრება საზღვარგარეთ. და სანამ მეორე დაბადების დღემაც და დაბადების დღეს ვინ დაეძებს, ლამის ქორწილი...

დრო. რეცეპტები და აგვისტო, როგორც კვირის საღამო

Image
 აი ასე მინდა, მთელი აგვისტო გავატარო მეთქი, მივწერე მეგობარს და ეს ფოტო ჩავუგდე. ოღონდ წინ გაშლილი ლეპტოპი მხოლოდ არასამუშაო და მხოლოდ სიამოვნების მიზნით უნდა იყოს ჩართული. მთელი აგვისტო კი არა, ისე გადავიღალე, ალბათ ორი თვეც მშვენივრად გავატარებდი ასე. დღეს კვირაა და საერთოდ ვერ აღვიქვამ. იმიტომ, რომ დილიდან ვმუშაობდი. კვირა კი არა, რა დღეა, იმას ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ჩემ თავს ვეუბნები, ცოტაც, ცისია, ცოტაც, ზუსტად 6 დღე და მორჩა, მერე მართლა ყველანაირად უნდა დავისვენო. ახლაც უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ნახევარი დღე და დარჩენილი საღამო მაინც უნდა შევირგო. არ მივეკარო საქმეს. თუმცა, სხვა, ამ ეტაპზე მთავარი საქმის გადადება მაინც არ გამოდის, ცოტა აზრზე მოვალ, ცოტა თავის ტკივილი გამივლის, ცოტა დავისვენებ და წავალ რუსთაველზე ... იმიტომ, რომ შემდეგ დღეებში ვერ წავალ.  ისე, ზაფხული ასეთია. სულ ელოდები, ელოდები, ფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა გააკეთო / მოასწრო. ახლაც, მგონია, აი ყველაფერს მოვრჩები და მერე უნდა მოვიფიქრო, რას ვიზამ "ზაფხულში". არა და ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, აღმოვა...

სამი მამაკაცი და გვიანი საუზმე

რამდენი ხანია, რამის დაწერა მინდა. ხან რის, ხან რის. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა იდეა თუ იმპულსი მოდის. მაგრამ აი ახლა, როგორც იქნა მივეცი ჩემ თავს დრო და უფლება, რომ ლეპტოპი არა საქმის გასაკეთებლად, არამედ საწერად გამეხსნა, გავხსენი ბლოგი, ახალი გვერდი და .... სუფთა ფურცლის დანახვამ უცებ შემაშინა. და რა თქმა უნდა, ცისია რისი ცისიაა, რამე ციტატა რომ არ გაახსენდეს, ფილმიდან, წიგნიდან, სიმღერიდან, ლექსიდან. ხოდა აჰა - "კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და არ მახსენდება, სხვა დროს თავგზა დაებნია. ეტყობა, სანამ წინა ნაბიჯები გავიარე და ეს ფურცელი გავხსენი, რაღაცეები გაიფანტა.  რაც იქნება - იქნება. რაც გამოვა - გამოვა. ვითომ სხვა დროს ხვანაირად ვწერ, რა :) როგორც წესი, თვითონ იწერება რაღაცეები და ხშირად, დაგეგმილს სრულიად გადავუხვევ ხოლმე.  სანამ ამას ვწერდი, ამ მშვიდ და მყუდრო კაფეში სამი მამაკაცი შემოვიდა, აი მამაკაცი - ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამებოდა. არც უარყოფითს ვამბობ ამით რამეს, არც დადებითს. მაგრამ ძალიან დაარღვიეს სიმყუდროვე. მაგრამ შემოვიდნენ, შეუკვეთეს და გ...

soul days

ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ იმ პერიოდში ერთი ჩანაწერი მაინც მექნებოდა გაკეთებული. დაახლოებით განწყობაც ვიცოდი იმ ჩანაწერის . არა და - 7 წლის წინანდელ დროზე ვლაპარაკობ, უფრო სწორად, თითქმის, 7,5 წლის.  ბოლო დღეებში მახსენდება ის განწყობა რატომღაც. ბაქოში უკვე მესამედ ჩასული. ჯერ სამსახურში არ გავსულვარ, რამდენიმე დღე ტრენინგები მაქვს და იქ დავდივარ. სექტემბერია. აღარ ცხელა ძალიან. სასიამოვნო ამინდია. გარემოც რაღაც ისეთი, რომ არ გაჩქარებს, ნელ-ნელა რომ შეგიძლია გადახვიდე ახალ მოუდზე და ცხოვრების ახალ ეტაპზე. რაღაც პერიოდის მერე ახალ სახლშიც გადავალ, სადაც შემდგომი თითქმის ორი წელი ვიცხოვრებ. მანამდე კი ამ სახლში და ამ დიდ საძინებელში ვატარებ დიდ დროს. საღამოს სახლში დაბრუნება მსიამოვნებს. ამ უზარმაზარ საწოლზე და საოცრად კომფორტულ მატრასზე წამოგორება და კითხვა. მერე ადრე დაძინება. ხან გაღვიძება და ისევ კითხვა. თითქოს ნახევრად სიზმრისეულ სამყაროში ვარ. ნახევრად წიგნისეულში. ზუსტად მახსოვს, მურაკამს ვკითხულობ. რას - ეს ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ აჰა, კიდევ ერთ ჩანაწერს მივაგენი, უკვე ოქტ...

წერილები ვენიდან: ნაპოლი. ბაბა. ოცნება მწერლობაზე

ზუსტად თვენახევარი გამომივიდა აქ ყოფნა. უფრო სწორად, ამ თვენახევრიდან 4 დღე ჩეხეთში დავყავი, 4 იტალიაში. 3 დღით წასვლას გერმანიაშიც ვფიქრობდი, მაგრამ აღარ გამოვიდა. ბოლოს უკვე ძალიან მომინდა სახლში. და აი უცებ, ავდექი და გადავწყვიტე, მივდივარ. ლამის მეორე დღის ბილეთი ვიყიდე.  ისე, ეს მოქნილობა კარგია, კონკრეტულად რამე თარიღზე რომ არ ხარ დამოკიდებული. უბრალოდ, უკვე ისე ვცმუკავდი, როცა გადავწყვიტე, რომ მორჩა, მივდივარ, აღარ მინდოდა რამდენიმე დღე დაცდაც კი. მოკლედ, პარასკევს და ორშაბათს შორის ვარჩევდი და საბოლოოდ სულ სხვა რეისით და ავიაკომპანიით, პირდაპირ თბილისში მივფრინავ ხვალ, კვირას.  აქ ჩემმა გონებამ რა თქმა უნდა ამოაგდო რაღაც არქივიდან - სასო პავლიაშვილის სიტყვები - მორჩა, თბილისში მინდა! ერთი სოსოსიც ... მაგრამ მე მინდა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს სიმშვიდე იქ არ იქნება, შეიძლება მალევე მომენატროს კიდეც. მაგრამ ამ ეტაპზე ის ქაოსი მენატრება, ჩემები მენატრება, მეგობრები მენატრება, ჩემი ბინა მენატრება, ჩემი საწოლი, ჩემი ცხოვრება შინ.  ამჯერადაც ისე მოხდა, წამ...

წერილი ნაძვებს

 აი ასე, დიდი ხნის მერე წერა მომინდა უეცრად. ან მოწერა. ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, სურვილს დავემორჩილე, რომელიც ჯერ კიდევ სახლში შემოსვალმდე, უფრო ზუსტად კი ეზოში შემობიჯებულს გამიჩნდა, როცა დათოვლილ გზაზე პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული მოვაბიჯებდი, თან თოვლის ხრაშუნს ვუსმენდი და შიგადაშიგ ვიდეოებს ვიღებდი. 12 ხდებოდა, სახლში რომ შემოვაბიჯე და 5 წუთიც არ იყო გასული, ახლა უკვე სხვა მეგობრება დამირეკეს, რომლებიც აქციიდან მოდიოდნენ და მანქანით გამოვლა და ერთ-ერთთან წასვლა შემთავაზეს. მაგრამ საღამო უკვე ისედაც კარგად იყო დატვირთული ემოციურად, დადებითად და უკვე სახლში მინდოდა, თან წერა მიხმობდა. ხოდა ჯერ, რა თქმა უნდა ჩემებურად მოვწესრიგდი, ღამის რუტინაც ჩავიტარე, სახლი ახალ დალაგებული რომ დავტოვე გასვლისას, მაგის გამო საკუთარ თავს მადლობაც გადავუხადე, მერე ცოტა ხანი აივნის კარიც გავაღე და თოვლი ვისუნთქე, უფრო სწორად წინდებით გავედი აივანზე და უკან თოვლიანი შემოვედი :)) აბა რა მეგონა :) და თოვლ ნასუნთქი მოვკალათდი ბოლოს ტახტზე, ჩემ საყვარელ ირმებიან პლედს ახლიდან შევძინე...