7 ივნისი, ანუ ერთი ჩვეულებრივი(?) შაბათი

შაბათი დილა. 10 საათიც არ არის ჯერ და შენ უკვე საქმეზე იყავი და ახალი გამოსული იქიდან, ოდნავ შესამჩნევად იღიმები და არ ჩქარობ, მშვიდად ფიქრობ სად წახვიდე. უკვე არ გეშლება ნერვები იმაზე, რომ შაბათს ადრე მოგიწია გაღვიძება. სამაგიეროდ ეხლა გრძნობ რამდენი დრო გაქვს კიდევ და კიდე იმ ხიბლს გრძნობ, ასეთ დილებს რომ აქვს.

ცოტა ზარმაცი, ახალგაღვიძებული, сладостный განწყობა ჰაერში. გიყვარს შაბათ-კვირას დილით და დღისით ქალაქში მოძრაობა. არა, რა დროს სახლია და გახსენდება წვრილმანი საქმეები, რასაც კვირის მანძილზე ვერ აკეთებ და ეხლა კი - სიამოვნებით.
გზად შენი საყვარელი სასუსნავის ”დირკა”. ყველაზე გემრიელი ”კარტოშკა” თბილისში. მარაგს იღებ და ავტობუსიგნორფეხითსიარულმინდაგადაწყვეტილებით მისეირნობ.

ჰმ. კიდევ ერთი ”ისტორიული მომენტი”ს მომსწრეც გახდი. ამოვიდა ეს ისტერიულ-ისტორიული მომენტები ყელში. ზედმეტად ისტორიულ დროში მოგვიწია ცხოვრება. საშინლად ისტერიული ხალხი ვართ და საშიბლად გაღიზიანებს ეს ისტერიულობა.... აი, ამას რა უნდა ამ დროს აქ? მოცლილია... მეზარება ნახვა. და გზას აგრძელებ. ”ისტორიული მომენტი” ზურგს უკან რჩება.

უცებ ხვდები რომ დილით ტაქსში მოსმენილი სიმღერა აგეკიდა. არა, Dido-ს "here with me" 2 დღე შეიძლება ნამეტანი იყო, მაგრამ ამით ჩანაცვლებააა... არა...



და სასწრაფოდ რთავ რადიოს და ფორთოხლის წვენის გემოს გრძნობ. წითელი გიყვარს, მაგრამ ამ გადაცემაზე რატომღაც ყოველთვის ჩვეულებრივი ფორთოხალი გახსენდება. ყვითელი, ბანალური ფორთოხლის წვენი :)
ხოოო... ეს მიწისქვეშა გადასასველები. რატომ აქვთ ქართველებს მიდრეკილება ყველაფრის არმოწონებისკენ? სულ რაღაც გვაწუხებს: ან ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა, ან ზედმეტად კარგია, ან ზედმეტად ცუდია. აი, რითია ცუდი ეს გადასასვლელები? სიბნელეს და კედლებზე ვიღაც ლაწირაკების სახელებს სინათლე და ვეფხისტყაოსნის გმირების სახელები ნამდვილად მირჩევნია. სამწუხაროდ ცისტიტიანები დიდხანს ვერ შეიკავებენ თავს და მალე ისევ დადგება შარდის სუნი. ეს ნეტა ეროვნული დაავადებაა თუ რა გვჭირს?

все, მიხვედი დანიშნულების ადგილას. ნელა და სიამოვნებით არჩევ და ახალგაზრდა გამყიდველიც მოთმინებით და ღიმილით გეხმარება...

გზაში ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს, რასაც ხედავ, ფიქრობ და გრძნობ, პირდაპირ ტვინიდან რომ ბლოგავდე რა კარგი იქნებოდა. გაიფიქრო და დაიპოსტოს ”ჩერნავიკებ”-ში. მერე დაამუშავებდი. სამაგიეროდ განწყობა იქნებოდა შენარჩუნებული. უცებ ხვდები რომ მობილურს შეუძლია გაგიწიოს ნაწილობრივ ეს ფუნქცია და გახარებული ადიხარ ამოჩემებულ უზარმაზარ ყვითელ ავტობუსში, ჯდები ამოჩემებულ ადგილას ფანჯარასთან და იწყებ წერას...

ნელ-ნელა სხვა ასოციაციებიც გიჩნდება. პატარა ქართულ მაღაზიაზე და არაუშავსზრდილობიან გამიდველის მონაკვეთზე მისულს ვენა გახსენდება. და აშკარად ლათინოამერიკელი ძალიან სიმპატიური გამყიდველი ბიჭი. სად იყო? ან Belvedereს და ან Schönnbrunnის სასახლის პირველ სართულზე ტურისტებისთვის გაკეთებულ მაღაზიაში. რაღაც ელემენტარულს ყიდულობდი. პატარა რიგი იყო და შორიდანვე შეამჩნიე. იმანაც. და რა იყო ეს?! არაფერი. 2 წუთი ურთიერთობის, ორიოდ სიტყვა ორივესთვის გასაგებ ენაზე, ოდნავი შეხება და სულ ცოტა ხნიანი აი ისეთი, რა, სხვანაირად მომღიმარი მზერა, თან რომ ფუთავს და თან რომ გიყურებს და გიღიმის. ხო არაფერი, მაგრამ ისეთი ისეთი სიტუაციური და განწყობისეული იყო ეს, ისეთი არამოყოლადი და მარტო საგრძნობი და არ არსებობს არ გაგეღიმოს რომ გაგახსენდება, ისეთი :)

ხოდა ეს გადახვევა იყო, ლირიული და იქაურობამონატრებული... :)

დავბრუნდი ყვითელ ჰოლანდიურ ძროხა... უკაცრავად, ავტობუსში. ყურებში მუსიკა და თან წერა.
მერე ადრე ჩამოდიხარ რომ კიდევ გაიარო ფეხით, კიდევ ერთი დავიწყებულ-გახსენებული საყიდელი და...



კარგი შაბათი იყო, ბოლო მომენტამდე. თითქმის ბოლომდე. გვიან სახლში დაბრუნებულს ეზოში რკინაზე რომ არ ამეხია ფეხი :) მაგრამ არა უშავს. и это пройдет :)

Comments

ketketa said…
რა კარგი წასაკითხია, ცის:) მშვიდი და სასიამოვნო, გონებამახვილური:)
© said…
მადლობა, ქეთ :)
Anonymous said…
cisia, daxvecili xar da zalian "aragoimi" :)magaria :). magra mikvarxar!!!!
© said…
ირო, მეც მაგრა მიყვარხარ და მიხარიხარ :)
sabaha said…
ააა აღფრთოვანებული ვარ შენი ბლოგით
© said…
მადლობაა :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..