რემონტი დასასრულს უახლოვდება


ხო, რა, ევრორემონტი მქონდა :) თუ რაც არის. სინათლე და ყვავილები დავამატე :) არ მომწონდა ის ფონი და საერთოდ შეცვლა მინდოდა და განათება. ნუ, კაპიტალური ნაწილი მორჩა და ისე ცვლილებები იქნება პერიოდულად, ისე ვერ მოვისვენებ :) როგორც ქვემოთ, კომენტარებში აღვნიშნე, შუა რემონტის დროს ვიღაც უცხო ბლოგერი მომადგა: მალიარი ხარ, გოგო-ო?! :) ვარ, როცა საჭიროა ვარ :) ვერ ხედავდით ფანჯრებზე გაზეთები რომ მქონდა აკრული და საღებავის წვეთები ჩანდა? ახლაც ცოტა დასალაგებელია, მაგრამ შემოისვლება, ტვორჩესკი ბესპარიადაკ ასატანია :)

რამდენი რაღაცის დაწერა ვერ მოვასწარი და რამდენი განწყობის გადმოცემა


ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი - მხატვარი რომ ვიყო, ჩემს შემოქმედებაში ეხლა ”ოქროსფერი პერიოდი” იქნებოდა მეთქი. ოქროს ხანის პონტში არა, უბრალოდ ოქროსფერი პერიოდი. აი როგორც მაგალითად... მმმმ... მაგალითად პიკასოს,კადნინსკის - ცისფერი პერიოდი :)

რაღაც ასე ვგრძნობდი თავს :) ოქროსფერებს ვგრძნობდი ჩემს ცხოვრებაში, და მზის ფერებს. და ამის დაწერა ვერ მოვასწარი. ახლა ვწერ :)


კიდევ არის რაღაცეები, რასა ვერ ასწრებ კი არა არ წერ. კიდევ არის, რომ არ იცი როგორ გადმოსცე, კიდევ არის, რაც ჯერ არ გიგრძვნია და შესაბამისად ჯერ ვერ წერ :)



ხო, ნახატი კი კლიმტის არის, იმიტომ რომ ოქროსფერიააა :)

Comments

ketketa said…
დედაა, რა საღებავის სუნი დგას, ციიის:)))) მე ხო ვგიჟდები საღებავის სუნზე:))) და ექო ისმის კიდე :)))))))))))
კომბინიზონი და გაზეთის ქუდიც ძაან გიხდება:)))))))))

დაბრუნება და თან ოქროსფერი, რა მშვენიერია, ელის:)
© said…
შემოესიე ბლოგს, ქეეეთ?! :) მიხარია, მიხარიააა :)

უკაცრავად, ხელები დასვრილი მაქვს (მაჯას გიწვდი ხელის ჩამოსართმევად :))))))))))))))))), თან გასაშლელი კიბის შედარებით ქვედა საფეხურზე ვინაცვლებ) :)
ketketa said…
ბჟიიიიიიიიიიირ:)))))))))))))))))))))

იყავი იყავი, არ შეგიშლი, რამე საქმე მომეცი ოღონდ:))))))))))
© said…
:))))))


საქმე? დაიცა.

სლავიიიიიიიკ! მიდი რა ამ გოგოს ერთი შკურკა მიეცი და ”სპალნაში” შეუშვი, კედელი დამრჩა იქ გასაშკურკი :))))))


ქეთ, საძინებელში იმიტომ რომ შენ სიზმრებს ყიდი და ვიცი, კაი ფეხი გექნებააა.... :)
ketketa said…
:))))))))) ვაიმე რა მაგარია:))))) მარჯვენა ფეხს შევგამ პირველად, მაიც საძინებელია, რა ვიცი ემანდ...:))))))))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..