imagine....

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ weekend-ზე ერეკლეს ქუჩაზე ღია კაფეში ჯდომისას გაჩენილი ასოციაცია -

(საკუთარი კომენტი გადმომაქვს ქეთას ბლოგიდან ჩემთან, უკვე პოსტის სახით, დამატებებით :) )

სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიყავი სადღაც ისეთ ადგილას, სადაც ცოტა ხანში შემეძლო ავმდგარიყავი და ჰამაკში გადავმჯდარიყავი წიგნით ხელში. ღამე, ან საღამო, ისევ ის დრო და ისეთი განათება, როგორსაც ქუჩის ბოლოში ვხედავდი, საზურგეზე გადაწოლილი რომ ვწევდი სკამს და გავხედავდი ხოლმე ქუჩას.და არსად არ მეჩქარება, არც დღეს და არც ხვალ არსად არ ვარ "წასასვლელი", საღამოები იქნება ასეთი მშვიდი და მხიარული, იქნება ნაცნობი და უცნობი ხალხი, იქნებიან მეგობრბები და იქნება სიცილი, იქნება მუსიკა, და როცა მენდომება, ისევ გადავჯდები ჰამაკში წიგნით ხელში....



სადღაც ახლოს ზღვაა, ძალიან ლურჯი და მშვიდი, პატარა ტალღებით...


You may say that I'm a dreamer
But I'm not the only one...


პ.ს. ფოტოს ვეძებ, ჩემს ასოციაციას რომ შეესაბამება და მოერგება, ისეთს და ჯერ ვერ ვიპოვე... მერე დავდებ. იმედია

Comments

ketketa said…
ციიის, ეგრევე გამახსენდა ასტრიდ ლინდგრენის 'ჩვენც სალტკროკელები ვართ':) საერთოდ სავსეა ეს წიგნაკი (!:)) ძაან თბილი და ადამიანური რამეებით და განსაკუთრებით ეგეთი წარმოსახვებით:)
შენმა პოსტმა კი იცი რომელი ადგილი გამახსენა? ბავშვები ნავით რო ზღვაში ჩარჩებიან, ბურუსი რო ჩამოწვება და მოშიებულები საჭმელზე და სითბოზე რო იწყებენ ოცნებას და ერთ–ერთი მოწყენილი ამბობს:
– ბოდავს:)))))
მე ვზივარ, ვკითხულობ შენს პოსტს და ძალიან ვბაძავ იუხანს წიგნში და ღიმილით ვამბობ: ბოდავს:))))))
ოღონდ ძაან მიყვარს ასეთი ბოდვა:)))))))))
© said…
:))))))

მშვენიერი ბოდვაა, არა?! :) და რაც მთავარია, წარმოიდგინე რა მომივიდოდა, როცა...

დაიცა, დავწერ პოსტად :)
ketketa said…
ხოო, მშუენიერი ბოდვაა, მე და ჩემმა მზემ:))))))))))

მიძი, გარდასახე და დადე ლელო:))))))))))
Anonymous said…
ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია სალტკროკელები, ნებისმიერ ასაკში მახარებს.

რა კარგი გამახსენე ქეთ, გადმოვიღებ, წავიკითხავ კიდევ.
ketketa said…
დოოოდ, როგორ გამიხარდა არ იცი:))
ვგიჟდები ადამიანებზე, ვინც სალტკროკელებზე გიჟდება:)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..