ნუ, მიყვარს, და რა ვქნა :)

მმმმმმმმმმმმმმმმმმმინდა ძალიან, აი ეხლავე, не отходя от кассы აღმოვჩნდე სადმე მზიან ლამაზ ქუჩაზე, ან პარკში, თუნდაც აქვე, გელოვანის ბაღში, ერეკლეზე აღარ ვოცნებობ :) სკამზე, სკამეიკაზე, ოდნავ ჩაცურებული ვიჯდე, ფეხები გაშლილი და გადაჯვარედინებული, თავი ოდნავ უკან გადაგდებული, მზეს მიფიცხებული და ხელში ოქროსფერი ალპენ გოლდი, გვერდზე კი ერთჯერადი ჭიქით ყავა ან ცხელი შოკოლადი... მმმმმ... :)

ეს ბოლო ორი ინგრედიენტი მაქვს, მაგრამ ორივე სამუშაო მაგიდაზე მიდევს, კომპის აქეთ იქით და უკვე იმას ვფიქრობ, რომ დამთავრდება ეს ალპენ გოლდი, მერე რა მეშველება მეთქი... :)

Comments

ketketa said…
შენ თითი რო გაიჭრა, შოკოლადი გამოგივა:))))))))))
© said…
:)))))))))))))))))))))

ხო, როცა მაღაზიაში ჩასვლა მეზარება ხოლმე, აქეთ-იქეთ გავიხედავ ჩუმად, ვინმე ხომ არ მიყურებს და მერე ვითომ შემთხვევით რამეზე ვიჭრი თითს - უიიიიიი და მერე..... :)
ketketa said…
ჰააააააარც:)))))))
გიჟუნია:)))))))))))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..