მესმის, ხო, მე მესმის

მე მესმის. ხო, მესმის. ის, რომ შეიძლება ადამიანით აღფრთოვანებული იყო, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი მოგწონდეს, გიჟდებოდე კიდეც ხანდახან, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც იხიბლებოდე, მაგრამ არ გიყვარდეს
და პირიქით - არ მოგწონდეს ბევრი რაღაც, ხან - ძალიან ბევრი, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, მაგრამ გიყვარდეს. შეიძლება ხანდახან გიჟდებოდე კიდეც. შეყვარებული შეიძლება არ იყო მასში, მაგრამ გიყვარდეს, მშვიდად. შეყვარებული უფრო პირველ შემთხვევაში უნდა იყო. ალბათ. ან ამ შემთხვევაშიც - რაღაც ეტაპამდე. განსხვავებას ვგრძნობ ამ ორ სიტყვას შორის.
მე მესმის. მე ბევრი რამე მესმის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ - ეს უკვე აღარ ვიცი.

თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. დავიკიდე, ბევრი რაღაც დავიკიდე, იმიტომ რომ არ დავირღვიო ეს არაჩვეულებრივი განწყობა :)

Comments

ketketa said…
ვაიმეეე, რა მაგრად დაარქვი სახელი ყველაფერს, ელიიიის:)
გავგიჟდი:)

ისე მეცნო განწყობა, შევიშალე:))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..