просто улыбнись :)

რა მჭირს დღეს?! არა, რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს და დღეს განსაკუთრებით :)

გქონიათ (ნუ, რა თქმა უნდა გქონიათ) ასეთი შეგრძნება, სავსე რომ ხარ, კი არა და გადავსებული რაღაც დადებითი მუხტით და იმდენად кипит это რომ ფიქრობ რამე არ მოხდეს, ფიზიკურად გრძნობ რომ ეხლა შეიძლება ცოტაც და ან აიწიო ჰაერში, ან რაღაც მოხდეს გარშემო, ან არ იცი, რა... ხანდახან ეს წინათგრძნობაა (ყოფილა ასეც, რაღაც ძალიან კარგის წინათგრძნობა), ხანდახან უბრალოდ ისეა და მერე რა :)

ბრმას თვალებს რომ აუხელენ და ყველაფრის დანახვა უხარია, ყველაფერს ეხება და იღიმება, ასე მჭირს: я вижууууу! :)))))) - ასე :)))

მგონი სიკვდილის წინა ბოდვაააა :)))) предсмертная агония :))))))

ვგიჟდები ჩემი მეგობრის დიიიდ აივანზე და ზაფხულის არჩვეულებრივ საღამოებზე იქ (ეს გუშინდლიდან გამოყოლილი განწყობაა).
გუშინ ღამე იქიდან მოვდიოდი და გზაში ძალიან მომაწვა ემოციები. უცებ მივხვდი რომ მინდა ასე იყოს სულ და ძალიან გული მწყდება უკვე, რომ ბევრი რაღაც ჯერ კიდევ წინ კი არ მაქვს, არამედ უკვე უკან არის... და დაშვებაც კი არ მინდა იმისა, რომ აღარ იყოს ოდესმე ის, და ისე, რაც და როგორც მე მიყვარს ამ ცხოვრებაში...

ვგიჟდები ყველა ჩემს მეგობარზე ერთად და ცალ-ცალკე, ყველა ”ჩემს...”, აი ”ჩემი” რაც არის მართლა და ვინც არის, ყველაზე ვგიჟდები.

ყველა ეს ურთიერთობა მიყვარს და ყველა ამ წამის შერგება მინდა, ყველაფრის. ყველა მომენტის. დილით ძლივს ადგომით და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით დაწყებული...

მერე... მერე სამსახურში ადრე მოსვლები და ”პრივეტ”ები... ახალგაღვიძებული სარკე, მეილების შემოწმება. მერე ქვევით დელისთან ბოდიალი საუზმის მოსაპოვებლად და ისევ ამოსვლა და მერე სამზარეულოს რიტუალები, ნელ-ნელა ხალხი რომ ემატება და უკვე ბევრი ”პრივეტ როგორ ხარ კარგად შენ რას შვები შენც ძალიან ლამაზი ხარ და არა გოგო ჩემი ფერია და კი უკვე ზაგარი მაქვს და სერიოზული და არასერიოზული საუბრები და ა.შ.”ები
მერე ყავა და უკვე ხალხმრავლობა სამზარეულოში და ამბები და ჭორაობები და გარჩევები და მერე ყავის ჭიქით დერეფანში ნელა გამობოდიალება და ოთახებიდან და ოთახებში შეძახილ-გამოძახილები და მერე უკვე კომპთან მოთავსება


ბევრი საქმე შენ რომ სჭირდები ყველას და ბევრი ტელეფონები დამეილები და ცხრილები და თვითრეალიზაციითგამოწვეულიკმაყოფილება და ა.შ. (უარყოფითზე ამჯერად умалчу :D )

შუალედები. შემთვევით დანახული взгляд, ისე შემობოდიალებული ”მეზობელი”, ისე შებოდიალებული შენ. აუ კიდე რამდენი რაღაც... ძალიან მადლობლები და უბრალოდ დადებითად განწყობილები... და ა.შ.........

ხანდახან და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მკვდარი თვე და ცოტა საქმე და ბევრი დრო და უსაქმურობა და ინტერნეტში ბოდიალი

მარტო ჩვენი ოთახისთვის გასაგები ტონკი ხუმრობები და არა მარტო :))))

შესვენებები გარეთ და დიდხანს ბოდიალი კარგ ამინდში

და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

ვარჯიში საღამოს, ჩვენი დარბაზი, სარკეები, ქალები, გოგოები, თან ვარჯიში და თან ლაპარაკი, женские разговоры, თან მაიმუნობა და თან ძალიან სერიოზულად და მონდომებით ”საქმის კეთება”, იქიდან ძალიან მსუბუქად და კარგ ხასიათზე გამოსვლა და ფეხით ბოდიალი...

საღამოები. საღამოები მეგობრებთან, ახლობლებთან, გარეთ, შიგნით, სადმე, არსად, მარტო, ბევრნი, ცოტანი, ვიწრო, ფართო, ხანდახან - სახლში, მონატრებულად სახლში, ტელევიზორთან, წიგნით, სავარძელში, ტახტზე, ოჯახში, ხან - კომპი, ხან - შორეული კონტაქტები...


ეზო, ჩემი ეზო, გარშემო... ”აქ მე ყველა მიცნობს” :))) მეზობლები, ეზოელები, უსაქმური, ძველი, მაგრამ შენს დანახვზე მაინც ძალიან გათავაზიანებული ბიჭები, აფთიაქების და მაღაზიების ნაცნობი გამყიდველები, ”საპოჟნიკი”, შესვენების კაფეს ნაცნობი ოფიციანტები...

ხან ერთფეროვნება და ხან მრავალფეროვნება. ხან ერთი და იგივე და ხან სხვადასხვა...

ხან უცხოო, სულ უცხო, სულ ახალი და თუნდაც ძალიან ხანმოკლე...

მერე შაბათ-კვირა, რომ ვაფანატებ, ისეთი.... ზაფხულის - განსაკუთრებით....

და ჩემი საყვარელი ქუჩა, ჯერ კიდევ რომ არაფერი იყო იქ და ცოტა ვინმემ რომ იცოდა, ჯერ კიდევ მაშინ რომ ვაფანატებდი და დავსეირნობდით კიდეც იმ ქუჩის გავლით... ის ქუჩა...
აუუუუუ.... ეხლა კი ოფიციანტებიც კი ნაცნობი იმ ქუჩაზე... და კიდევ...

აი ყველაფერი, რა. ელემენტარული მომენტები. ასეთი ახლობელი ადამიანი ასე ახლოს რომ ცხოვრობს და სამსახურში ტაბელის მიწკაპუნების მერე შემიძლია ჩავირბინო და დამეხმარონ, ეზოში რომ ერთი მხვდება და მეორე ჯერ კიდევ სახლში, ეს...

უბრალო და თან ძალიან ღრმა ურთიერთობები

თქმა რომ არ უნდა ისეთი რაღაცეები, ისედაც რომ ვიცით

просто что-то переполнило меня. это - лето и предвкушение моря, это просто жизнь, это тепло к близким и радость от того что ты - живешь, чувствуешь и улыбаешсья :)

Comments

Anonymous said…
აუუუ, რა არი ეხლა ესა, ავქვითინდი ქალი! :)) ჰარც
რა კაი გოგო ხარ,ეს რო დაწერე, ეე, ძაან კაი გოგო ხარ, იმიტომ რომ წავიკითხე და მეც ეგრე გავხდი, როგორც შენ ხარ, მე კიდე ვგიჟდები ეგრე ყოფნაზე და რაღაც ვეღარ მოვიფიქრე ჩემით ამ ბოლო დროს (კაი ხანია), რომ ეგრე ვყოფილიყავი.
Я ясно выразилась? ნუ, არა უშავს, შენ კი გაიგებდი ყველა ვარიანტში და..
კაია, უფ, კაია ეგ ყველაფერი, ძაან კაია მზე და ცხოვრება, предвкушение моря და ელემენტარული დეტალები, რომლებიც გვიყვარს, die uns an diesem Leben haften, gellll...
წავალ ეხლა მოდი და წესდების თარგმნას გავაგრძელებ.. უხ, რა კარგია ცხოვრება! :)
დიახაც, და რო მოვრჩები თარგმნას, ერთი ორად უფრო კარგი გახდება.
გკოცნი ჩემო ელის. Viel Spass auf der Hochzeit heute!
ketketa said…
სულ თან გდევდეს ასეთი განწყობა, ცის, რა მაგარი იქნება:)
აი ყოველთვის!
და არასოდეს არ ჩაევლოს ასეთ დეტალებს და არცისედეტალებს უემოციოდ, და ყოველთვის გაეღიმებინე და აეჩქროლებინოს შენთვის გული, ძალიან კარგი იქნება:)
გისურვებ, რომ ასე იყოს ყოველთვის:)

ბოლო დროს გამოშტერების ფაზაში ჩავრჩი და ახლა იმდენ რამეზე დავფიქრდი, ეს რომ წავიკითხე...:)
თურმე მთელი ეს დრო ისე ჩაუვლია ამ ყველაფერს, რაზეც შენ წერ, რაღაცნაირად გულს გარეთ... და მე ეს დავუშვი, дура дура я...
ადამიანური სიხარულები, სიცოცხლით გამოწვეული უბრალო ბედნიერებები.. ები, ხო:)

რაღაცნაირი ხარ, ჰაეროვანი თითქოს:)
გკოცნი:)
© said…
ორივეს დიდი მადლობა იმისთვის რომ არ დაგეზარათ და წაიკითხეთ, იმისთვის რომ მოგეწონათ, იმისთვის რომ გაიგეთ...

და მიხარია რომ თქვენც შეგიცვალათ ამან განწყობა, უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა :)


აი, ასეა, ვინც აქ შემოდის, არ წააგებს, პირიქით, არა?! ;)

მიყვარხართ და გკოცნით ორივეს! :)
sabaha said…
ააააააააააამ გავგიჟდი
სერიოზულად გავგიჟდი
ასეთი დადებითი პოსტი რამდენი ხანია არ წამიკითხავს
აიიიი აიიი
მიხვდი
რომ თითოეულ დეტალს, პატარა ქცევას, ამბავს რამხელა აზრის ტარება შეუძია
წოწ
დიდი მადლობა :)))
Tiko said…
ძალიან დადებითი პოსტია :)

კარგ და ოპტიმისტურ ხასიათზე დავდექი :)

კარგი გოგო ხარ :)
© said…
:) :) :)

კარგია :) კარგია ეს ყველაფერი... :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..