სანამ დასაძინებლად წავიდოდე, მინდა დავწერო, ვთქვა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები! ძა ლი ან! :) და კიდევ, მიყვარს, მშვიდად რომ ვარ, რაღაც, რაც მანერვიულებდა позади რომ მაქვს უკვე, იმიტომ რომ გადავჭერი და დავისვენე. თან კმაყოფილი რომ ვარ საკუთარი თავით. :) და მიყვარს ასე მშვიდად, ოპტიმისტურად, რეალისტურ-ოპტიმისტურად განწყობილი რომ ვუყურებ ცხოვრებას, მოვლენებს და და ”სიცილის ხალისი” რომ მაქვს (რა სიტყვათშეთანხმებააა?! :D ) და საინტერესოდ გატარებული საღამოები მიყვარს :) და ასე მგონია... არ ვიცი რა მგონია :) რაღაცნაირი განწყობა მაქვს, სიტყვით ვერ გადმოვცემ. აი, ისეთი, ბუნდოვანი, თითქოს რაღაც ბურუსში ხარ გახვეული, სასიამოვნო ბურუსში, არ არის ისეთი სქელი რომ ვერ ხედავდე, ყველაფეს ხედავ. და იცი რაღაცეები თითქოს, წინასწარ იცი, და თან სახელებს ვერ არქმევ და არ იცი რა რა არის და რა იქნება, მაგრამ მშვიდად ხარ და არ ღელავ, როგორ ვთქვა... თითქოს იცი რომ ყველაფერი, რა თქმა უნდა კარგად იქნება, ზედმეტი აღელვების გარეშე, იცი რომ რაღაც უნდა იყოს, და ეს რაღაც შ...