დრო................


ხვალ ისევ გათენდება. უკვე დღეს. რამდენიმე საათში გათენდება. მერე რა? მერე ისევ დაღამდება. ისიც რამდენიმე საათში. რამდენიმეა, აბა, რა.... გგონია რამეა ეს 12-13 საათი? ხო, შედარებითია ყველაფერი....

поворот გამახსენდა. ფილმი. ბოლოს ასე ელვის სისწრაფით იცვლება კადრები. ცა ჩანს. ჰორიზონტი. და დილა. შუადღე. საღამო. ღამე. სწრაფად ცვლის კადრები ერთმანეთს...

”...თენდება,
ღამდება,
ღამდება,
თენდება,
დღეები მირბიან
ფონი კი ერთია
და ბოლოს ამ ფონზე
საათი
ჩერდება....”



ეს ”ბოლოს” არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ ხომ იქნება.... გაჩერდება. ჯერ კი დნება....

და დარბიხარ. სუნთქავ. აკეთებ. აფუჭებ. ნერვიულობ. იცინი. გულით. ისე. გიხარია. აღარ გიხარია. გტკივა. ძალიან. ცოტა. აღარ გტკივა. ისევ დარბიხარ. მიდიხარ. ლაპარაკობ.
რისთვის?

ხანდახან სავსე ხარ. ისე, რომ არ იცი სად წაიღო ენერგია, ვის გაუღიმო, ვის დაახარჯო ამდენი დადებითი მუხტი და რას. ისე, უმიზეზოდ ხარ შეიძლება.

ხანდახან ცარიელი. folder empty.

ეძებ.

რას?

ისე ეძებ, თვითონვე ვერ ხვდები.

უნდა მოასწრო.
რა?

უნდა მოასწრო. რამე. რამე მაინც. მერე მიხვდები რა უაზროა ეს ყველაფერი. ან უკვე მიხვდი. მოგბეზრდება. ან უკვე მოგბეზრდა.

და ისევ ეძებ. ეძებ აზრს. რასაც აზრი ექნება. ცოტა მაინც.

ჩქარობ. არ ჩქარობ?
იჩაქარე. სანამ ბოლომდე დამდნარა. მერე ვეღარ მოასწრებ.

მერე გაჩერდება...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..