მიყვარს


მზე მიყვარს!
ძალიან
პერიოდულად ვაცნობიერებ ამას და ვხვდები რომ მზის ენერგიაზე ვმუშაობ :D

ასეთი ამინდი მიყვარს, დღეს რომ იყო
და ასეთი დღეები
праздный და სასიამოვნო

ჩემი მეგობრები მიყვარს
ძააალიიიაააან!
ყველა
ზოგიერთი - განსაკუთრებით ძალიან :) უძალიანესად :)
მათთან ერთად ყოფნა მიყვარს :P

მიყვარს სიცილი
აი , არ ვიცი როგორ მიყვარს :)
გულიანად სიცილი
მეგობრებმა კი იციან როგორც მიყვარს :)

სეირნობა მიყვარს
ბოდიალი
ღიმილი :)

მიყვარს ჩემი დანახვა რომ უხარიათ
მიყვარს რომ ვჭირდები და სიამოვნებთ ჩემთან ყოფნა
მიყვარს ღიმილი მათ სახეზე
ყველა ახლობელის სახეზე

სიმშვიდე მიყვარს

ხანდახან- თავის გაგიჟება :D სხვადასხვაგან და სხვადასხვანაირად

აი, ეს მდგომარეობა მიყვარს, შიგნით რაღაც რომ გიღიტინებს და იღიმები
ხანდახან - ეშმაკურად :)

რამდენი რამე მიყვარს
და რამდენი ვინმე

ცხოვრება?
მიყვარს აშკარად! ოღონდ ხანდახან მავიწყდება ეს!
და რომ ვხვდები - ორმაგად მაგარი გრძნობა ჩნდება :)

და - მრავალფეროვნება მიყვარს :) თუნდაც ელემენტარული, მაგრამ მაინც, გადახალისება

ეს თემა ვატყობ, ამით არ ამოიწურება :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..