ბოლოს წინა პოსტი ამ დროისათვის :D

მალე ალბათ აღარ მექნება comp და შესაბამისად აღარც ინტერნეტი და შესაბამისად აქაც ვეღარ დავწერ ასეთი სიხშირით...

მერე იმედია ისევ მექნება :) და კიდევ იმედია და კიდევ იმედია....
და კიდევ (ამეკვიატა მგონი ეს ფრაზა, 2 დღეა, არა 3! ) - надежда умерает последней! сказала вера и пристрелила любовь :D
მოკლედ, თავის დროზე ერთ მეგობარს რომ არ ეთქვა ეს ფრაზა (საიდან იცის, არ ვიცი), რა მეშველებოდა პირდაპირ არ ვიცი, რა :D

სიახლეებს ველოდები. რაც მთავარია გადაწყვეტილება მივიღე, და ხვალ მოვახსენებ მონათმფლობელური წყობილების უკანასკნელ მოჰიკანს, ტელეფონით, ან უკეთესია - გაფუჭებული ტელეფონით....
და მერე კიდევ უფრო კარგად ვიქნები და დაველოდები რამეს, ისე, რომ არც კი ვიფიქრებ რომ ველოდები (ახალ სამსერს :) )

Comments

Anonymous said…
-დილა მშვიდობის!
უკანასკნელი არაა ”მონათმფლობელი მოჰიკანი” და არც მისი ნება არაა მონათმფლობელობა..ალბათ?
ჩვენი სამსახურის დახურვა ”მონათმფლობელის” ხელით მოხდა, მაგრამ ხარაკირი რომ არ იყო მისი მიზანი, ზუსტად ვიცი...თვითონაც მსხვერპლია...იქნებ?
© said…
დილა მშვიდობის, დილა მშვიდობის!

ხო, ვიცი, არიან ეგეთები... და რა არის იცი, არ დახურულა, ტრანსფორმაცია განიცადა და მე არავინ მკითხა რამდენად მინდოდა და მიღირდა იქ მისვლა კიდევ. ვერ ვიტან ჩემს მაგივრად რომ წყვეტენ რაღაცას, და არც ვუშვებ ამას.
ამიტომ ავდექი და წამოვედი და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი :)
და თვითონ მსხვერპლი? რა ვიცი, ჩემი წამოსვლით რომ არაფერი მიემატა და არ გაკეთდა იქ საქმე ეგ ვიცი და... ბოროტად არ ვამბობ, არ მიხარია ეგეც.

მოკლედ, აღარ გვინდა ამაზე, აღარ ვფიქრობ :) ”მკიდია”

სიმშვიდე რა კაი რაღაც არის, არა?
Anonymous said…
- ...შეიძლება მასე იწყება ”გარემოს გაჯანსაღება”?!
© said…
იცი, სწორედ მასე ვცდილობ მივუდგე საკითხს, მასე შევხედო

მივხვდი რომ ეს ნაბიჯი ჩემი გარემოს შეცვლა-გაჯანსაღებას გამოიწვევდა

და კიდევ, მართალია, რომ ”перемены всегда к лучшему”? თუ ეს თავის დამშვიდებაა ნეტა?! :)
Anonymous said…
-ისე მე შენი გადაწყვეტილებით, სამსახურის ”გარემოს გაჯანსაღება” ვიგულისხმე, შენით :))
© said…
:D :D :D

ეგ უკვე აღარ მოხდება. :) რადგან წამოვედი. ასე რომ სხვამ გაუჯანსაღოთ ახლა გარემო :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..