Когда женщины на грани нервного срыва

да, я на грани

ოღონდ აზრზე არ ვარ რატომ

ასე, ნელ-ნელა მივედი

და რაღაცეები ხდება შიგნით

ის პერიოდიც დიდი ხანია აღარ მქონია, არანორმალურად კარგ ხასიათზე რომ ვიყავი ხოლმე უმიზეზოდ და თან ყველაფერში რომ შემეძლო მენახა ამის მიზეზი....

და საერთოდ, მინდა ვინმემ გააღოს რკინის კარი და დაიყვიროს მაგრად! დამიყვიროს. შემაჯანჯღაროს. გამომაფხიზლოს. მითხრას რა ხდება. რომ ასე არ შეიძლება.
გამახსენოს რომ მე ასეთი არ ვიყავი. რომ მე სხვანაირი ვარ. მკითხოს სად გაქრა ის ხალისი. და დამანახოს რომ არ გამქრალა, რომ სადღაც მიმალული მაქვს. restore გაუკეთოს ჩემს ძველ ”-”ს. რას, არ ვიცი. რაც მომწონდა. რაც კარგია. იქ შემიყვანოს სადაც სიცილი შემიძლია. სადაც ისევ გულით ვიცინებ. სადაც ხალისი დამიბრუნდება. და ეს უსახელო მარაზმი გაქრება.

ან იქნებ დრო მოვიდა უბრალოდ გადაფასების? ყველაფრის გადაფასების ცხოვრებაში. იქნებ დრომ მოვიდა მიხვედრის რომ სხვა რაღაც უნდა ვაკეთოთ უკვე.

ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

и это пройдет......

Comments

Anonymous said…
ვინმე მოვიდეს? გადაუხდი რამეს? ფულს, ენერგიას, ყურადღებას, სიყვარულს, დროს, ზრუნვას.... რამეს
რატომ მოვიდეს? რომ გეჭიდაოს? რომ შენი შიშების და უნდობლობის პარადი ჩაიბაროს? რომ ბევრი უცბად არსაიდან მოსული პასუხისმგებლობა აიღოს და საპასუხოდ არაფერი მოითხოვოს? მოგიაროს? გაგართოს? თუ რა ქნას
შეჯანჯღარებას ვინ დაგაყვედრის, აგერ მოვალ თუ გინდა. მეხერხება
ოღონდ მერე ისევ წავალ და არ მითხრა რომ კიდევ უნდა მოვიდე
ან
იცი რა?
შემიძლია მოვიდე. თან ბევრჯერ. ოღონდ ხარ მზად?
მერე არ თქვა ამდენიც არ მინდოდაო. ცოტას ვთხოულობდიო, ისეო, საყვარლადო...

lol არ დაიძაბო
უბრალოდ გეხმარები გაარკვიო რა გინდა
მაგრამ ისიც ვიცი, შეიძლება ესეც უკვე იმაზე მეტი იყოს რაც მართლა გინდა
© said…
This comment has been removed by the author.
© said…
მდააა... ничего себе კომენტარი! თან პირველი.

და საიდან ამდენი აგრესია?
ჩემი წუთიერი განწყობა რომ გადმოვეცი, და შეიძლება არა წუთიერიც, ეს არ ნიშნავს რომ ვინმესგან რამეს ვითხოვ. მით უმეტეს მოვლას და გართობას. რაც შეეხება გადახდას. ეს სერვისი არ არის. მომსახურება არ არის. და დანახვაც შემიძლია, მიღებაც და გაცემაც.... სწორად გამიგე :D

რაც შეეხება შიშებს და უნდობლობას, მოდის ერთი პოსტით ნუ იმსჯელებ ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ და შეიძლება კი არა ვიცი რომ მცდარი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა. სუსტი, ნერვებდაწყვეტილი არსება, რომელიც დახმარებას მოითოვს? ფუ, ნუ ნერვები ამეშალა უცებ. ა რა სო დეს!

იცი შენ რა არის eiserne lady? :D ნუ, ერთი-ორმა იცის ეს ;) და მიხვდებიან თუ წაიკითხავენ. ნუ, ისინი მიცნობენ.

ხო, ისე, არ ვიძაბები. ასეთ რაღაცეებზე რომ ვიძაბებოდე კარგად იქნებოდა ჩემი საქმე :)

ისე, გმადლობთ კომენტარისათვის ;)
Anonymous said…
რა აგრესიულ-ნერვიული კომენტარი გაუკეთებია ანონიმურ მკითხველს. რატომ მკითხველო? რამ აგაღელვა? თავადაც ხომ არ ყოფილხარ მსგავს მდგომარეობაში? რამე ხომ არ გაგახსენა ამ პოსტმა? კაი ხო, ვხუმრობ:-) მარა ანონიმურო, შენც არ უნდა იყო მთლად გაწონასწორებული, ჰა? რას იტყვი?:-)
Anonymous said…
ასეა ჩემო კარგო,ხან ცუდად იქნება ყველაფერი,ხანაც კარგად.ძირითადად კი ”არანაირად”.და ეს ”არანაირად”ყოფნა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგვიღრღნის სულს და ბოლოს ბოლოსაც მოგვიღებს.

მე მომეწონა ანონიმის აგრესიულ-იმპულსურუ კომენტარი.
შენც უნდა მოგწონებოდა და გეთქვა სილნეიე,სილნეიე!!!
Anonymous said…
სილნეიე კი არა სილნეი, ჯერ ერთი
მერე მეორეც რაღა სილნეი შენი ჭირიმე, ამაზეც ისე დახია უკან, კინაღამ სიჩქარეების კოლოფი ჩაშალა ;DD
© said…
ირეეენ!
გამეხარდი მაგრა! :)

თქვენა და... ”რა უნდა ზაქარას” ხომ არ იცით?! :)

დააკვირდით გთხოვ კარგ ხასიათზე დაპოსტილ და დადებით პოსტებში კი არ შედის და დადებით კომენტარებს კი არ აკეთებს :D

იცი რას ვიზამ? გადავხედავ ერთი როდის ვყოფილვარ ძალიან ცუდ ხასიათზე,აღვიდგენ კარგად, მერე задним числом დავპოსტავ და მეტი გასაქანი ექნება, იქაც შევარდება სიხარულით :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..