ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი. უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე. დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი. გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კ...
Comments
mokled aka var mec da gkitxulob!:)
добро пожаловать в клуб анонимных блоггеров :D
კარგი გოგო ხარ რომ დატოვე კომენტი,თორე აბა საიდან?
ჩაგამატებ რომ შემოვიხედო ხოლმე.
არა, მართლა :) welcome
rogor mikvarxart kvela netavi icodet
და მეც ძალიან მიყვარხართ ყველა და მიხარიხართ! აქ და საერთოდ :)
და მიხარია: ”auu, ra kargia sheni blogi”
:)
ბუშტების გახეთქვის ხმა მესმის :)