как ежик в тумане :)




სანამ დასაძინებლად წავიდოდე, მინდა დავწერო, ვთქვა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები! ძა ლი ან!

:)

და კიდევ, მიყვარს, მშვიდად რომ ვარ, რაღაც, რაც მანერვიულებდა позади რომ მაქვს უკვე, იმიტომ რომ გადავჭერი და დავისვენე. თან კმაყოფილი რომ ვარ საკუთარი თავით.

:)

და მიყვარს ასე მშვიდად, ოპტიმისტურად, რეალისტურ-ოპტიმისტურად განწყობილი რომ ვუყურებ ცხოვრებას, მოვლენებს და და ”სიცილის ხალისი” რომ მაქვს (რა სიტყვათშეთანხმებააა?! :D )

და საინტერესოდ გატარებული საღამოები მიყვარს :)

და ასე მგონია... არ ვიცი რა მგონია :) რაღაცნაირი განწყობა მაქვს, სიტყვით ვერ გადმოვცემ. აი, ისეთი, ბუნდოვანი, თითქოს რაღაც ბურუსში ხარ გახვეული, სასიამოვნო ბურუსში, არ არის ისეთი სქელი რომ ვერ ხედავდე, ყველაფეს ხედავ. და იცი რაღაცეები თითქოს, წინასწარ იცი, და თან სახელებს ვერ არქმევ და არ იცი რა რა არის და რა იქნება, მაგრამ მშვიდად ხარ და არ ღელავ, როგორ ვთქვა...

თითქოს იცი რომ ყველაფერი, რა თქმა უნდა კარგად იქნება, ზედმეტი აღელვების გარეშე, იცი რომ რაღაც უნდა იყოს, და ეს რაღაც შორი არ არის. როდის? რა? - არ იცი
მაგრამ სასიამოვნო გაუგებრობის, გაბრუების და თან ფარული ცოდნის ბურუსში ხარ
ალბათ როგორც ежик в тумане :))))

ხოოოოო! ხო! გამახსენდა. ამას წინათ ვუყურე, პირველად, ბავშვობის მერე, და ის ხმა გამახსენდა, რომელიც ახმოვანებს და უცებ ის შეგრძნება წამოვიდა... ეგ არის, რა :) მართლა.
упоение-ა რაღაცნაირი.

და ვიცი რომ რაღაც გარკვეული დრო გაგრძელდება ეს, სანამ ქაოსში ჩავერთვები ისევ და სანამ სხვა გრძნობა და განწყობა, შეიძლება ასევე კარგი, მაგრამ აქტიური და გიჟური (რაც ხშირად მემართება :) ) შეცვლის ამას

და ვირგებ... :)


პ.ს. პოსტის სათაურის შერჩევა და დასურათება - ბოლოს მოხდა, როცა მივხვდი, რა სახელიც ერქვა ამ ყველაფერს :)

Comments

Van Gogh said…
mec mikvars ezik v tumane. magari multikia
© said…
ხოოოოო!!!!!!!!!!

მეეეც!

და მაგ ფრაზაზე :))))

ხო, ბავშვობა....
კაია, მაგრამ აღარ მინდა..
© said…
აირენ, ჭილაძის ლექსი გამახსენდა შენს კომენტარზე:

”ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და მაგრად უნდა მიაბა იგი
მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი...”

დაბერება არც მე მინდა, საშინლად არ მინდა, მინდა მოვკვდე ახალგაზრდა. :D არა და სიკვდილიც არ მინდა :) ჯერ, ყოველ შემთხვევაში.

დიიიიდხანს მინდა ვიყო ახალგაზრდა :)
Anonymous said…
chto za marazm ally? გინდა მოკვდე ახალგაზრდა არა ის.

უნდა დატკბე ახალგაზრდობით და მერე სიბერითაც. მთავარია მშვიდად იყო და ნებისმიერ ასაკში კარგად იგრძნობ თავს ალბათ. ნუ რა თქმა უნდა სიბერეს ახალგაზრდობა ჯობია, მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს.

ის ბავშვობა ყველაზე ნათელი, უპრობლემო და სასიამოვნო ხანაა ადამიანის ცხოვრებაში
© said…
კი, ნინო, რა თქმა უნდა უნდა დატკბე, თუ ამის საშუალება მოგეცემა და იმედია რომ მოგვეცემა.

ხოდა ახალგაზრდობა რომ მიხარია და ვტკბები, რა უცნაურიც არ უდნა იყოს :D :))) იმიტომაც არ მინდა დაბერება :)

არა, ტრაგედია არა :)

ან: ”არა, სიბერე მერე” :))
ან: si certo ახალგაზრდობა :)

სწორად დავწერე ნეტა? :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..