მეტამორფოზა

არა, რა სიგიჟეა ახლა ეს? ოთხის ნახევარი ხდება. აღარ ვაპირებდი აქ შემოსვლას. და საერთოდ, დავწერე წეღან და მერე ვიფიქრე დავწვებიმეთქი, მაგრამ მივხვდი რომ არ მეძინებოდა და შევბოდიალდი სხვაგან. იქაც დავწერე. მერე იქიდან კიდევ სხვაგან გადავედი, იქიდან კიდევ სხვაგან და ა.შ. და ერთი-ორგან კიდევ დავწერე...

გავაფრინე მგონი

და საერთოდ, ასე თუ გაგრძელდა, ვინმე დაწერს კიდევ ერთ ”მეტამორფოზა”ს. და იქ იქნება აღწერილი როგორ გადაიქცა ახალგაზრდა ქალი (? ასეა, მგონი, ამ შემთხვევაში :) ) ღამის არსებად. ღამურად მეთქი ვერ დავწერ, ვერ ვიტან...

ან მე თვითონ დავწერ მოთხრობას в стиле "Аксолотль”... ;)

წერა შველის. ათავისუფლებს. ამსუბუქებს.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბევრი რაღაცისთვის და მიხარია რომ აღმოვაჩინე....

ახლა კი მართლა უნდა დავიძინო. არ შეიძლება საკუთარი დროისა და რესურსების ასე ბოროტად გამოყენება.

ბევრი ძილი მინდა. ბეეევრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი (პერსპექტივაში რომ პატარავდებოდეს ეს ასო ”ი” კარგი იქნებოდა :D )


Comments

Anonymous said…
მე ვიცი შენ რადაც გადაიქცევი თუ დადგება ჟამი მეტამორფოზისა. შენ კატა გახდები:-)

ბევრ ძილს რაც შეეხება, გეთანხმები. მეც მინდა ბევრი და გემრიელი ძილი. განსაკუთრებით დილაობით, მაშინ როცა მაღვიძარა გულისგამაწვრილებლად რეკავს. როგორ მინდა ხოლმე გამოვრთო, გადავბრუნდე და ძილი განვაგრძო. ყველაზე ძალიან დილით მიყვარს ძილი, რომ გაიღვიძებ, საათს დახედავ, წყალს დალევ და მერე ისევ დაიძინებ. ამ დროს შეიგრძნობ ძილს, თორემ ღამე რომ გძინავს რამეს იგებ თუ რაა. უბრალოდ ძალებს იკრებ მომავალი დღისთვის. მემგონი მე ძილისმოყვარეობის საზვერეს (თუ არსებობს ასეთი) ვერ გავივლი:-)
ნუ, მცონარობის საზვერე ხომ მაინც იქნება და იქ ქვეპუნქტად ძილის სიყვარულიც იქნება წარმოდგენილი:-)
ამ ბოლო დროს რა მჭირს იცი? შაბათ-კვირას ადრე თუ ვიღვიძებ, ნერვები მეშლება დასვენების დღეს ამ დილაადრიან რამ გამაღვიძა თქო და თუ გვიან ვდგები, მაინც ნერვები მეშლება, რომ დასვენების დღის ნახევარი ძილში გავატარე. ყოველივე ამის შემდეგ დასკვნა გავაკეთე - ძალიან ცოტაა კვირაში ორი დღე დასვენება. არა?

რაც შეეხება დაღლას და იმის შეგრძნებას, რომ გააფრინე, ეგ ვის არ მოსვლია. გადაღლილი ხარ ემოციებით. გაივლის. take it easy.
© said…
ხოოო, რა მიხვედრილი გოგო ყოფილხარ ნინოოოო )
მართლა თუ ოდესმე რამედ ვიქცევი, ალბათ კატად :D თან კატები ხომ ღამე აქტიურდებიან და თან კარგად ხედავენ.

ფოტოზეც ხომ მეტყობა რომ არის ჩემში რაღაც კატისეული?! ;)


და ძილს რაც შეეხება, აქაც გეთანხმები 100%
შენი არ იყოს მეც დავაყენე ერთხელ შაბათს მაღვიძარა, რომ მერე გამომერთო და ბედნიერს შემებრუნებინა ძილი :)
მაგარი რამეა.

და მოკლედ "ვეთანხმები აქ შეკრებილ ამხანაგთა აზრებს, შენიშვნებს და კომენტარებს" :D

კვირა ხომ იცი როგორიც უნდა იყოს? პარასკევი შაბათი კვირა შაბათი კვირა შაბათი კვირა...
ეს არის იდეალური კალენდარი :)
და პარასკევიც იმიტომ რომ ხელფასის ჩარიცხვა მოხდეს იმ დღეს :D

ხო, გადაღლილი ვარ, მართალი ხარ და არაფერია გასაკვირი იმაში, რაც მჭირს.

თუმცა საქმეც... არა, ამაზე სხვა დროს და სხვა პოსტში :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..