...

ეს ზამთარი არ არის. ეს არის გაზაფხული. ვერ ვიტყვი, რომ გაზაფხული მიყვარს. არ მიყვარს პრონციპში. არ მიყვარს რაღაცნაირად რომ თბილა. რბილად რომ თბილა... არც შემოდგომა მიყვარს. ეტყობა მაქსიმალისტი ვარ. ზაფხული და ზამთარი! ! ! :)
მაგრამ ისე, მაინც ”გამისწორდა” ეს ამინდი :)

ხანდახან რამდენ რაღაცას ასწრებ, არა ადამიანი? მონდომების ამბავია . და განწყობის. და მიუხედავად იმისა რომ ადრე არ გავიღვიძე (ეს კი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, რაღაცეები მქონდა მოსასწრები), წყნარად მოვასწარი ყველაფერი.
ავედი. მივიტანე. ცოტა ხანი ვიჯექი.
ჩამოვედი. შევხვდი. გადავეცი. წამიყვანა (ბარემ).
ავედი. შევედი. ვიჯექი. ვიჯექი. ვიჯექი. ვიეჯექი...... მერე შევედი.
ვილაპარაკე. დაბალი ხმით. მშვიდად.
მივხვდი რომ აშკარად კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და მესიამოვნა.
წამოვედი.
ვიყიდე.
გავაჩერე. ჩავჯექი.
წავედი. გადავიხადე.
მიმასწავლეს. შევედი. ავედი. გამოვართვი.
წამოვედი. მოვედი. ველოდები.
ვწერ.
მოვა.
იქნება.
წავა.
წავალ.
და ალბათ დავლევ დღეეეეეს :) გამახსენდა უცებ :) კარგი ღვინო აქვათ ხოლმე იქ ;) ნუ, გააჩნია, ისე რა ხალხი შეიყრება...
მერე - არ ვიცი რას ვიზამ

და კიდევ: გადაწყდება, რა, რაღაც. ნუ, პრინციპში მე გადავწყვეტ. ჩემზეა. და სულ არ ვფიქრობ. არჩევანს გავაკეთებ. ვიქნები. მერე მომბეზრდება :) სიახლე მომინდება. მოუსვენრობა დამეწყება. წინ წინ წინ წინ. ეს სულ უნდა გინდოდეს. არის რაღაცეები ცხოვრებაში, რაშიც არასოდეს უნდა გაჩერდე. სულ იარო. პერიოდული შესვენებებით. მაგრამ არის ადგილები, რომელსაც თუ იპოვი, თუ მართლა იპოვი და დაინახავ, მერე არ უნდა დატოვო. არასოდეს.

და ა.შ.

პ.ს. მძიმე არ მიყვარს, სასვენი ნიშანი - მძიმე. :D

Comments

tamuna said…
გეთანხმები, დღეს ნამდვილად გაზაფხულივით ამინდი იყო, ეს ნამდვილად არ არის ზამთარი. აქამდე გაგრძელებული ნოემბერი გვქონდა, ეხლა კი გაზაფხული მოდის, ზამთარი კი თითქოს არც ყოფილა :)) არადა ზამთარი მეც ძალიან მიყვარს...

შენი კარგი განწყობა ძალიან მომწონს, იმ დღის შემდეგ გამოსწორდა, так держать :))
© said…
”стараемса, создаем настроение” :D




კარგია რომ სტუმრობ ბლოგს :)
Anonymous said…
me mikvars gazafxuli da gazafxulis msgavsi amindi zamtarshi. ragacnairad msubukad da gamchvirvaled rom tbeba haeri da titkos micas erti santimetrit scildeba. mikvars, zalian mikvars zalashi shesuli gazafxuli

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..