უბრალოდ. ისევ გავიღიმე :)


აი. ეს არის განწყობა, რა. ისე მიდის და მოდის, ისე იცვლება....

დღეს კარგი ამინდი იყო. დღისით შევიგრძენი. ვიყავი საქმეზე, რომელზეც წასვლა მეზარებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში კარგ ხასიათზე დაბვრუნდი უკან.

ხალხი, ნაცნობები, ძველი. საქმე. მსჯელობა. გაზიარება. გეგმები. ამჯერად ნერვების მოშლის გარეშე დამთავრა. +შოკოლადი საჩუქრად, ...ქვეყნიდან ჩამოტანილი ...

სოციოთერაპია :) დასვენება კარგია, მაგრამ საქმეც კარგია...
შორს წამოყვანს ახლა ამაზე ლაპარაკი. ახლა არ მინდა

მერე? სადილი.ერთი ჭიქა გემრიელი ღვინო

მერე მეგოვბართან. მოკლე, მაგრამ სასიამოვნო ვიზიტი. და ისევ ”შედიხარ ფორმაში” უცებ. ისევ ხუმრობ შენებურად. იცინი.

და მერე გახსენდება -


Но если есть в кармане пачка сигарет,
Значит все не так уж плохо на сегодняшний день....

მერე ისევ მეგობრებს ეკონტაქტები. უკვე ვირტუალურად. კიდევ უფრო დამშვიდებული. და ხვდები რომ ამ ცხოვრებაში არაფერი ღირს ნერვების მოშლად. მით უმეტეს, როცა არ იცი რაზე გაქვს ნერვები მოშლილი :)

ისევ გახსენდება რომ ბევრი წვრილმანია, რომელიც გახალისებს. ბევრი სასიამოვნო, თითქოს უმნიშვნელო მაგრამ სასიამოვნო დეტალია. და ეს ყველაფერი თავისით მოდის, არ გჭირდება დაძაბვა და ბევრი ფიქრი.

მერე გახსენდება როგორ აცინე დღეს ძველი თანამშრომლები და როგორ დააბნიე ახალი (ძველი ნაცნობი) :)

და მერე ისევ გაიღიმებ :) და დაიძინებ :)


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..