ასეთი ჩვევა მაქვს, თუ თვისება, უნიკალური :))) ყველა სიტუაციაში, ან თითქმის ყველაში მომდის თავში და ენაზე ციტატები სხვადასხვა ფილმებიდან და არა მარტო ფილმებიდან... ხშირად ეს რუსულ ენაზე ხდება. და დღეს დღის ბოლოს (ეტყობა განსაკუთრებით ენაციტატაწყლიანი ვიყავი) მკითხა ერთმა, ქართული სკოლა გაქვს დამთავრებულიო? კი, რა იყო, ქართული სკოლის გავლენა მეტყობა მეთქი? არა, პირიქით, რუსულთან ძალიან კარგად ხარ და იმიტომ, გამიკვირდაო. ხო, რა ვქნა... არის რაღაცეები, რასაც ვერ იღებ გულიდან, რაღაცნაირად გაქვს შეთვისებულ შეხორცებული თუ რა ქვია, არ ვიცი. და რომც გინდოდეს შეიჯავრო, ამოიღო გულიდან, საბოლოოდ ხვდები რომ არ გამოგდის. ასე დამემართა რუსულ ენაზე... იყო პერიოდი თავიდან, რომ ქუჩაში ზურგი მეძაბებოდა რუსული ლაპარაკი თუ მომეჩვენებოდა. ახლა ისევ დამიბრუნდა... just პოსტია, რა. შემოდგომა დადგა. არ მინდა ზამთარი... Уж небо осенью дышало, yж реже солнышко блистало...
Comments