ივლისი. 1996
ვწევარ და ვუსმენ, ვუსმენ სიჩუმეს
სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები
ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს
ვერ გაუგია რატომ გცილდები
მინას აწყდება წვეთი მრავალი
მემუდარება სარკმლის გაღებას
დავიწყებია წვიმას თავშალი
და საწვიმარი ქოლგის აღებაც
გარეთ დარჩენილს დასველებია
გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები
ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი
და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები
ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას
და გასაშვებად არ ვემეტები
მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ
მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები
წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის
ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე
და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი
როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე
ც.მ.
სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები
ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს
ვერ გაუგია რატომ გცილდები
მინას აწყდება წვეთი მრავალი
მემუდარება სარკმლის გაღებას
დავიწყებია წვიმას თავშალი
და საწვიმარი ქოლგის აღებაც
გარეთ დარჩენილს დასველებია
გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები
ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი
და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები
ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას
და გასაშვებად არ ვემეტები
მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ
მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები
წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის
ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე
და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი
როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე
ც.მ.
Comments
ნიჭიერკავ:) თავმდაბლად ნიჭიერკავ შენ:)
გკოცნი:)
გკოცნი მაგრად! :)