Carpe diem/მიყვარს!!!
დღეს დილით დაიწყო, нахлынула რასაც ჰქვია, ტალღა. და სანამ ეს ტალღა გადაივლიდეს, სანამ გულის კოვზთან რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობ, თუ შეიძლება ითქვას - "სასიამოვნოდ гложет", სანამ ისე სავსე ვარ, რომ გადმოდის დადებითი ემოცია, მინდა carpe diem მოვახდინო :) მინდა ეს "пугающий приступ счастья" რაღაცნაირად სიტყვებადაც ვაქციო ნაწილობრივ და აქ ჩავიჭირო, დავტოვო, მინდა დავწერო, რომ მიყვარს მიყვარს მზე და მზის ენერგიაზე ვმუშაობ მიყვარს ზაფხული და ზამთარიც მიყვარს (როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს) გვირილები მიყვარს! სითბო მიყვარს. სიცხეც. და სინათლე! მე მზე მიყვარს მიყვარს "გემრიელად" როცა მაცვია მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, რომელიც კარგად გამომდის და შედეგს ვხედავ მიყვარს, ჩემი დანახვა რომ უხარიათ მიყვარს, რომ ვუყვარვარ მიყვარს ჩემი მეგობრები! ვგიჟდები, ისე მიყვარს :) ყველა! ყველა სხვადასხვანაირად (მეტად და ნაკლებად-ს არ ვგულისხმობ). ძალიან მიყვარს! მიყვარს სიცილი. ვგიჟდები, ისე მიყვარს. სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ხუმრობა მიყვარს და იუმორი, მიყვარს, როცა ესმით და ...