მზეო, ამოდი! ამოდი!

საოცრად გამოცარიელებული ვარ. სიცარიელეში ვარ, როგორც სოსო იტყოდა. და მიპასუხებს ვინმე ვაჟა ზაზაევიჩის დარი - ძალიან კარგიო.
ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობას. ვერ ვიტან. ცუდადაც კი არ ვარ. მირჩევნია მართლა ცუდად ვიყო და მაწუხებდეს რაღაც კონკრეტული, ვიდრე ასე...

წინა პოსტები გადავიკითხე და საკუთარი თავის შემშურდა. რა მაგარ განწყობაზე ვიყავი. როგორ დავფრინავდი. ისე, უმიზეზოდ. და თან ბევრი მიზეზით. ყველაფერში ვპოულობდი მიზეზს ასე აღფრთოვანებულ-აღმატებულ ხასიათზე ყოფნისას.

ხო და როგორც ყოველთვის ერთი ხელის მოსმით მოეღო ბოლო ამ ყველაფერს. საერთოდ ასე არის ხოლმე. ძალინ რომ კაშკაშებს, ძალიან მაღალი ძაბვაა და მერე ვერ უძლებს და ბჟუტვას კი არ იწყებს, უბრალოდ ქრება, ერთად და ერთბაშად ქრება ყველა ნათურა. მერე თვალს აჩვევ ამ სიბნელეს და უბრალოდ გახსოვს, რომ გაბრდღვიალებული იყო ცოტა ხნის წინ ყველაფერი და იცი, რომ ისევ მოვარდება დიდი ძაბვა და ისევ განათდება შიგნით ყველაფერი. მაგრამ მანამდე თვალს აჩვევ. მერე შეაჩვევ და შიგადაშიგ ინთება, ქრება, ინთება, ქრება. მოკლე შუალედებით. და ეს ყველაფერი უმიზეზოდ. და ცუდად არ ხარ. კარგად ხარ მაინც.

და მერე უცებ ინთება სადღაც გვერდზე, ოღონდ არა შენთან, მაგრამ ისე ახლოს და ისეთი ძალით, რომ ფანჯრებს გიმტვრევს და უკვე სახელი ერქმევა ამ ყველაფერს. ქარი შემოდის. ორპირია. ყველაფერს ააფრიალებს. შენს დალაგებულს და თვითონ დალაგებულს. ნათურებსაც კი ამსხვრევს, ისე, რომ გამოცვლა გჭირდება და სანამ აზრზე მოხვალ, იქნება ასე ჩამსხვრეული ყველაფერი და გამოცარიელებული, დაორპირებული, არა ბნელი, მაგრამ უკვე არც მზიანი (არა და ეს ნათურები ელექტრო ხომ არ არის, მზის არის ყველა, მზის ენერგიაზე ვმუშაობ...).
და ეს უკვე მიზეზია.

არ მინდა ბრძოლა. არა. უბრალოდ მინდოდა მქონოდა ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. ახლა უკვე ისიც არ ვიცი რა მინდა.

ახლა ვიქნები ასე ცოტა ხანი და მერე ამოვა ისევ მზე, აზრზე არ ვარ რომელი მხრიდან, რა დროს, რატომ, რა მიზეზით. ბუმ! და ამოდის. აღმოსავლეთიდან არ ამოდის აქ. უფრო სწორად არ არის აუცილებელი. არც დილაა ამისთვის საჭირო. და არც არანაირი პირობა.

ახლა მეზარება ხელის განძრევა ამ ყველაფრისთვის. საკუთარი თავისთვის ქეჩოში ხელის მოკიდება. მივხვდი, რომ ისედაც ძლიერი ვარ და ავტომატურად მოხდება ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან. უკვე - ადრე. ამ ბოლო დროს ადრე ხდება. ავტოიმუნური სისტემა.

მაგრამ მეშინია, ეს მზე ხელოვნური არ იყოს... რაღაც აკლია ხოლმე ყოველთვის, რაღაც, რასაც მარტო მე ვამჩნევ...

ბოდვა. რომელიც მინდა რომ გაიგონ(?)

Comments

ketketa said…
ელის:)

პირველი, რამაც თავში გამიელვა არის სე ლა ვი...
რაზეც წერ, არის განწყობა, რომელიც როგორღაც ახერხებს და ყოველთვის ყველაზე დიდხანს პარპაშებს ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, მონაკვეთებად, მაგრამ რომ შეაერთო, ყველაზე ხანგრძლივი გამოდის, ვერაგი ჩვეულებრივობა, რარაცნაირი უგმირო ამბები ირგვლივ...

რათქმაუნდა გაივლის, ცის, და მზეც ამოვა, აბა რა, სხვანაირად არ ხდება, ამას მივხვდი...

ხელოვნურს და ნამდვილს გაარჩევ ერთმანეთისგან, უკვე არჩევ ისედაც :) ხოდა ნამდვილიც ამოვა, შეიძლება შეყოვნდა სადღაც, მაგრამ მაინც ამოვა, და მაშინ იქნება ყველაზე ხანგრძლივი მშვიდი სიხარულის პალასა, რო გეკუთვნის და ეს რომ კარგად იცი აი ისეთის:)

– შენ როგორი ხარ და კარგი! :გრიშაკეჟერაძე:

:)) გკოცნი, საყვარელო:)
© said…
ქეთ, აი შენი კომენტი რომ დამხვდა მზე ვიგრძენი :) ასეთი რაღაცეებისგან/ვიღაცეებისგან შედგება მზე, სხივებია, რა :)ხომ გესმის?! :)

გამეხარდა რომ გამოჩნდი! :)

ხო, მეკუთვნის იმედია, და იმედია მოვა... :)

ეხლა ცოტა სხვა პალასაა, მაგრამ არა უშავს, გადავლახავ :)
jaco said…
არ ვიცი რა გიყოთ ეხლა მე თქვენ (შენ და KეტKეტას). აბა დროზე მორჩით ეხლა დეპრესიობანა-მელანქოლიკობანას და დაადექით მხიარულების გზას! ზის იზ ენ ორდერ!:)))
ketketa said…
:))))
ცისკარა და ქეთქეთა დაძმობილდნენ და გაუდგნენ მხიარულობის გზასა:))
ჯაკო არი მხიარულობის გურუ, შემოძახებების ოსტატი:))))

ძაან საყვარელი ხარ, მირო:))
© said…
ხო, ჟაკო, აბა რა! ძირს მელანქოლია! ქეთას ბლოგზეც გამოვედი ამ ლოზუნგით! ვერ ვქაჩავ კაცო მე ცუდ ხასიათზე დიდხანს ყოფნას, ესეც აღვნიშნე და მელანქოლიკობას ხომ საერთოდ :) ხოდა ეხლა ეს ქალიც ავაწრიალოთ და ავიყოლიოოოთ!

დამიძმობილდი, ქეთ, ხო, დამიდობილდი! :)))))
jaco said…
ketketa, შენც საყვარელი ხარ და მხირულობის გურუ მომეწონა:)))
ally: ვსიოო, ავიყოლიეთ და ეგ არი!
P.S.ჩემს ბლოგზე შენმა რეზიუმემ დაგლიჯა! ალბათ რაღაცნაირად ეგეთი ვარ:) ყოველ შემთხვევაში ჯერ ჩემი მეგობრის შეფასებებზე კომენტარს არ ვაკეთებ, ვაცდი ხალხს:) და მერე ვნახოთ... თუ გაინტერესებს გამომთქმელთა აზრის 85 პროცენტს ვეთანხმები - სრული სიმართლეა!:)))
© said…
:))))

budem jdat'! :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..