ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი. უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე. დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი. გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კ...
Comments
მანდ წესით რა შეიძლება, იცი, ჩაწერო როდის გადიხარ შვებულებაში და ის ყოველ დღე გიჩვენებს რამდენი დღე დარჩა :)))
მაგრამ რატომღაც გაჭედა ნასტროიკებმა და ვერ ჩავწერე :)))
შარშანაც მქონდა ეგ დაყენებული, და ეხლა გამახსება ერთმა მეგობარმა ამ საიტის არსებობა და ისევ აღვადგინე
თუ არ დაყენდა, ვაპირებ კედელზე ჩამოვხაზო 13 ხაზი და ყოველ დღე თითო-თითო გადავხაზო :)))