იანვრის ჩანაწერი, ანუ ვითომ მონატრება ივლისის სიცხეში

ჯერ ყრუდ ჩაესმოდა საუბარი, მხოლოდ ალაგ-ალაგ სიტყვები ხვდებოდა ყურს გასაგებად. მერე გამოიკვეთა. თვალები გაახილა. ფანჯარასთან ჰაერი რაღაცნაირად შემღვრეული იყო. გამჭვირვალე და თან ხილული, თითქოს ხელშესახები. ’ეტყობა გამათბობელი ჩართეს’ - მოუძებნა ახსნა. ცოტა ხანიც იწვა გატრუნული. შეკითხვებს მხოლოდ უსიტყვოდ - ”უჰუ”-თი და თავის ქნევით პასუხობდა. ბოლოს წამოდგა, ხალათი მოიცვა და ტანსაცმელი გამათბობელზე მიაფინა. თვითონაც იქვე დადგა, ფანჯარასთან.

ქვევით ქუჩაა. სახლები. მზიანი თუ არის დილა, ამ სახლების სახურავები განწყობას ქმნის. აუცილებლად მოგაგონებს... მმმმ... რომელიღაც ”ფიქჩერზის” ... კადრს... ”...” ფიქჩერზ სავმესტნა ს ... პრედსტავლიაეტ J ქალაქი რომ ჩანს, მზით განათებული, ზემოდან. переливающий свет на крышах. და ძალაუნებურად გეღიმება.
ასეთი დილა იყო :)

უფრო ზემოთ, ამ სახლებს მიღმა, ქუჩაა. გრძელი, ”traffic-voll”. სახლებს შორის ქუჩის მოზრდილი მონაკვეთი და ასახვევი ჩანს. იქ ძირითადად საკუთარი სახლებია.

’ქალია? კი, ქალია აშკარად. გრძელ წითელ ხალათშია გახვეული. ეტყობა იქვე ცხოვრობს. აი, ახლა ბუნკერთან მივა და იმ პარკს ჩააგდებს. მერე აბრუნდება.’ მართლა ჩააგდო, მაგრამ არ აბრუნებულა აღმართზე და არც ხალათი ეცვა. ალბათ სპორტული შარვალი და ჟაკეტი იყო. წითელი. თვალისმომჭრელად წითელი. პარკი ჩააგდო და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. შორს არ წავა ალბათ. მაღაზიაში? слишком уж она по дамашнему выглядит.

მერე სხვები გამოჩნდნენ. ზოგი დგებოდა და ტრანსპორტს ელოდა. ზოგი მიდიოდა. ’ისე იხედება უკან-უკან, თითქოს მისდევენ და თან კი არ მირბის, მიდის, ჩქარა.’ სციოდა აშკარად. ადგილზე დგომას სიარული არჩია, “გზაში წამომეწევა”-ს პრინციპით.
ცოტა ხანი კიდევ გაჰყურებდა ქუჩას. მერე გამთბარი ტანსაცმელი ჩაიცვა და ფანჯარას მოსცილდა; თითქოს გულდაწყვეტილი. ქალი წითლებში აღარ ბრუნდებოდა...

’3 დღეა ტანსაცმელი არ ჩამიცვამს. მგონი გადავეჩვიე’. გაეღიმა. ლოგინი აალაგა. ’მორჩა, კარგად უნდა გავხდე, უნდა გამოვჯნმრთელდე’ - გაიფიქრა და აბაზანიკსენ აღებული გეზი რატომღაც შეცვალა. ფანჯარასთან მივიდა. ქალი წითელ სპორტულებში უკან ბრუნდებოდა... ისევ პარკი ეჭირა ხელში. ამჯერად უფრო პატარა. სახე გაუნათდა. ქალი აღმართს აუყვა ჩქარი ნაბიჯით. ’ელოდებიან. ეხლა ისაუზმებენ’. ჩაეღიმა და გამობრუნდა. აქაც საუზმეს შლიდნენ...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..