ძველი ღამეული ბოდვა

თვალდახუჭული თითქოს ხედავ სილუეტებს ნაცნობ საგნების
იმასაც ხედავ, როგორ შემოდის შუა ოთახში ქარის თითებით მოფრიალე ფარდა. და შენ არ გძინავს

ამ სიფხიზლეში არის რაღაც ველური და ამ სტრიქონებშიც აზრი უაზროდ გადმოცემული და ჩაქსოვილი;
არ ეკარება შენს თვალებს რული და ”დახუჭული ფართოდ თვალებით”
აგრძელებ წერას

შუა ქალაქში რა უნდა ამ ხმას?
ასე ნაცნობი, არეული მანქანების ღამეულ ხმებში ჭრიჭინის ხმაა... ჩაქსოვილი ქარის ტირილში.

და უფრო მაგრად თუ დახუჭავ თვალებს, იცოდე, რწევით წაგიყვანს ეს ჭრიჭინი სულ სხვაგან
შენ ცოტა შეკრთი: ირეალობის ხიბლი უეცრად ქრება, როცა პირისპირ ეჯახები მას რეალობაში.
და რჩება შიში
თან გული გწყდება, რომ კიდევ ერთხელ ვერ დაძლიე და დარჩი აქვე, სადაც ისევე ხელშესახები და ისევე ჩვეულებრივი გხვდება საგნები.

ის კადრი კი ფერმკრთალდება
და ბოლოს ქრება...

Comments

jaco said…
მაგრად მიყვარს ღამე და მესმის ეგ განწყობაც... იმ სიმღერას რაც შეეხება, მეილზე გამომიგზავნე თუ არ შეწუხდები: jacodonpepsi@yahoo.com
© said…
კარგია :)

არ შევწუხდები და გიგზავნი სიმღერას :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..