Österreich. Wien. Prater. Riesenrad

რა დავწერო? რომ მაგრად მენატრება იქაურობა ხანდახან?!
რომ ჩასვლის წუთიდან შოკირებული დავდიოდი ქალაქში, და ვერ ვხვდებოდი, როგორ შეილძება ასეთი არაჩვეულებრივი ყოფილიყო გარშემო ეს ყველაფერი?!
არა, ხამივით არა :))) ევროპაში მაშინ მეორედ ვიყავი და ასე რომ ”საქართველოს იქით ყველაფერი მაგარია” ნამვილად არ დამმართნია :)
უბრალოდ მართლა საოცარი ქალაქია, უზარმაზარი და თან ძალიან... არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო. აი მაშინვე მიმიღო თითქოს. მაშინვე ჩემი გახდა. ცივი არ არის (რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ სხვა ასევე ძალიან შთამბეჭდავ, მაგრამ რა ვიცი, მე რომ იქ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქალაქებზე ;) )
დავდიოდი და ეხლა გადავირევი მეთქი ვიძახდი. სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც მანამდე მენახა (ბევრი არ მქონდა ნანახი შეიძლება, მხოლოდ გერმანიის რამდენიმე ქალაქი, მაგრამ თუნდაც რაც არა მარტო პირდაპირ, არამედ ფოტოდან ან თუნდაც ტვ-ში მენახა, ასეთი არაფერი იყო მანამდე).
ულაპარაკოდ დავრჩებოდი დიიიდხანს

და რაც მთავარია, მეორე ჩასვლაზეც არ გამნელებია ეს გრძნობა. მაშინ კიდევ უფრო ჩემი იყო თითქოს.

სხვა ქალაქებზე არ მინდა შევჩერდე აქ, და საერთოდ იმაზე, რომ ავსტრიაზე გადარეული ვარ ზოგადად, უბრალოდ არ ვლაპარაკობ ამაზე, ეხლაც ჟაკოს პოსტმა გამოიწვია :)

ხო, კიდე ის გამახსენდა... არა, ეს დავწერე მგონი სადღაც ქვევით, და სურათიც დავდე ველსის... მთელი გულით რომ ვინატრე ერთხელ, აი წამიერი განწყობის მოძალების წუთს (!!!ეუf), როგორ მინდა კიდევ ერთხელ, თუნდაც კიდევ ერთხელ მოვხვდე იმ პატარა ქალაქის იმ უსაყვარლეს ქუჩაზე მდებარე იმ პატარა სასტუმროში მეთქი... და მოხვდები აუცილებლად, წახვალო - მიპასუხ(ეს)... მაშინ ჯერ იდეაშიც კი არ იყო მეორედ წასვლა და...
მოკლედ, წავედი და მოვხდვი. ხანდახან საოცრად სრულდება ასეთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სურვილები...

ხოდა რაზე ვლაპარაკობდი? (ლირიული გადახვევა გამომივიდა :) )

რაზე და, ყველაფერს და ყველა შთაბეჭდილებას ხომ არ დავწერ, ყველა დიდ და მცირე დეტალს ხომ არ მოგიყვებით, ერთად და ცალ-ცალკე აღებული საოცარ განწყობას რომ ქმნის. მარტო იმაზე შევჩერდები, რის გამოც დავიწყე საერთოდ ამ პოსტის წერა: მეორედ ჩასულებმა მოვახერხეთ და წავედით პრატერში. პრატერი ეს უზარმაზარი პარკია, ატრაქციონებითა, კაფეებითა და ა.შ. უსაოცრესი. და იქ დგას ძალიან ძველი და უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი - ჩემი სუსტი წერტილი :) და იქიდან ჩანს მთელი ვენა. თან ღამე, წარმოიდგინეთ ეს რა საოცარი სანახავი იქნებოდა...

ერთი გოგო იჯდა, რომელიც ვერ მივხვდი რატომ ამოვიდა - ძალიან ეშინოდა სიმაღლის (ხო, მართლაც ძალიან მაღლა ადის და ქვემოდან როგორ ვერ მიხვდა ამას, არ ვიცი) და მთელი გზა იჯდა შუაში, სკამზე, მოხრილი და თავი ჩარგული ჰქონდა მუხლებში, ხელები კი თავზე შემოხვეული. აი ამას ქვია მართლა ეშმაკის ბორბალში ჯდომა, რააა :))))

ჩვენი ვაგონი ჩვეულებრივი იყო, დიიიიდი, დასადგომიც და დასაჯდომიც, ხის სკამებით. მაგრამ ფანჯრიდან ჩანდა სხვა - ალბათ VIP ვაგონები.


ლინკებზე თუ შეხვალთ, იქ შეგიძლიათ დეტალურად ამ ყველაფრის დათვალიერება.

მოკლედ, თავი რომ არ მოგაბეზროთ ეხლა, გავჩერდები, დავატორმუზებ და დავდებ კიდევ ერთ ფოტოს (Stephansdom - ეს ისე, კიდევ ერთი... ჩემი ფოტოებიდან)



დანარჩენები სად უნდა ნახოთ - ამას თვქვენ თვითონ მიხვდებით

Comments

jaco said…
კარგია საზღვარგარეთის მოგონებები. მეც გამახსენდა რაღაც-რაღაცეები. თუმცა ვენაში სასიამოვნო არაფერი გადამხდენია და არც საინტერესო, გარდა იმისა, რომ:
1. ბოსნიელ გაჭირვებულ სტუდენტ გოგოს 2 ევრო მივეცი, საწყალი ბოსნიელი სტუდენტი ვარ და ფული მიჭირსო, მე ვუთხარი ჩემთან რომ მოხვედი, მე საქართველოდან ვარ და არც ჩემი ქვეყანაა მდიდარი თქო და არ მაქვს ხურდა ფული (1 ევრო მომეციო ასე მთხოვა) და ვნახავ მაინც თქო და საფულე რომ გავხსენი და შიგნით 2 ევროიანი შევამჩნიე (იმანაც შეამჩნია) გული დამეწვა, თუმცა რაღას ვიზამდი, ამოვიღე და მივეცი... როგორცვე გავიაზრე, რომ ეს იგივეა, რომ თბილისში სრულიად უცნობ ადამიანს 4.50 ლარი აჩუქო, კინაღამ უკან გავეკიდე;
2. ჩავედი თუ არა მეტროში ვიღაც სპორტულებიანი ქართველი ტიპი ბლატაობდა მობილურზე და ეგრევე ჩანთაში ჩავდე წამოსვლამდე აეროპორტში ნაყიდი ბორჯომის ბოთლი, არ დამინახოს, რომ ქართველი ვარ თქო;
3. ერთი ინდიელი კაცი მიმტკიცებდა, რომ კარგი მომავალი მეჭყანებოდა და თავის ვიზიტკას მატენიდა...
© said…
რა განსხვავებული მოგონებები გქონია ვენასთან დაკავშირებული :)))

მაგრა ვიხალისე, მოკლედ რომ ჩამოაყალიბე სათქმელი, პუნქტებად :))

ამასობაში პოსტიც დავასრულე (შენ რეკონსტრუქციის დროს შემოსულხარ და დაგიკომენტებია, რა სულსწრაფი ხარ :))) )

ინდიელის ვიზიტკამ დაგლიჯა! :))))) არ გამოართვი? თუ ისევ გეჭყანება და ჯერ არ მოახლოებულა ის ”მომავალი” ?! :))
jaco said…
ინდიელისთვის ვიზიტკა არ გამომირთმევია, რადგან: ჩუმად ვუსმენდი და რომ დაამთავრა მოკლედ მოვუჭერი: ტურისტი ვარ და დღეს საღამოს მივფრინავ ბერლინში თქო.
სენქიუ, სწრაფად მითხრა, წამსვე მიტრიალდა და წავიდა:)))
© said…
:))))))))))))))))))

ეგ მაგრა ჭრის - დღეს უკან მივდივარ, ან უბრალოდ აქედან მივდივარ და ა.შ. ერთი -ორჯერ მეც მომიშორებია გერმანიაში სარეკლამო აგენტები და ბანკის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდოდათ ჩემთვის რაღაც შემოესაღებინათ; და კიდევ ერთი გაჭირვებული (ვითომ, მთვრალი) ბიჭი, რომელსაც ფული უნდოდა :))) და არ მივეცი :)
jaco said…
:))) გამოცდილი ყოფილხარ!:)
sabaha said…
აუ იცი რა მაინტერესებს?
ჩემთან მეწერა ადრე ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერზე და მისი აშენებული თუ დაპროექტებული სახლები ნახე?
მე ფოტოები ვნახე და გავგიჟდი ისე მომეწონა და სხვისი აზრიც მაინტერესებს
მართლა ისეთი ლამაზია , როგორც ფოტოებზე?
© said…
ვნახე, კიიი! :) და - ძა ლი ან! ძალიან მაგარია! ძალიან ორიგინალური, უცხო და ლამაზი და რავიცი კიდე რა გითხრა...
ხე ნახე ფოტოზე? სახლიდან რომ ამოდის?
სახლები და საერთოდ, მთელი კვარტალი თუ რაც ქვია, მაგ სტილშია გაკეთებული, სახლებიან ქუჩიან კაფეებიანად :) ერთი ფოტო მაქვს მგონი იქ მარტო. აი ფლიკრზე შედი (ბლოგის ზედა მარცხენა კუთხეშია ლინკი) და იქ მიდევს თუ რამე გადავიღე ავსტრიაში. მიხვდები რომელია.
sabaha said…
აუუუ რა მაგარიაააა
შემშურდა ნანახი რომ გაქვს :)))
აი ლინკი ჩემი ბლოგიდან, მაგაზე რომ მიწერია

http://radiatori.blogspot.com/2008/06/friedensreich-hundertwasser.html

იქც ვნახავ

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..