სიცილის პახმელია

დღეს დილით აღმოვაჩინე ეს ტერმინი, ჩემთან, თავში, გულში, სულში, რავი, სადღაც შიგნით :) გამოვიგონე, რა. სიცილის პახმელია(ზე) ვარ/მაქვს :)))

и так почти каждый день :)

ერთი-ორი კვირის წინ ერთმა უმცროსმა მეგობარმა გვკითხა, მე და ერთ სხვა მეგობარს - თქვენს ასაკში ნეტა მეც ასეთი... აუ სიტყვა არ მახსენდება, რა თქვა, მაგრამ შინაარსი იყო ის, რომ მაგრა ვერეკებით, გიჟები ვართ, ძალიან მხიარულები და ცოტა არანორმალურები, თან განსაკუთრებით ეუცხოვა ეტყობა ეს ჩვენი ასაკისთვის. :))) რა თქმა უნდა კომპლიმენტად მივიღეთ ეს, ასეც იყო ჩაფიქრებული :)
ხოდა ჩვენც ვეკითხებით ხოლმე ერთმანეთს, სულ ასე იქნება, თუ რამე შეიცვლება?! არა, არაფერიც არ შეიცვლება, ჩვენი ”საშველი” არ არის და ეს ძალიან მაგარია! ძა ლი ან! როცა შეგიძლია ადამიანმა ამდენი იხალისო, იხუმრო და იცინო, გულით, ჩაბჟირებამდე და ფორთხვამდე :) ეს ნიჭია და მადლობელი ვარ ამისთვის. მადლობელი ვარ იუმორისთვის და ასეთი მეგობრებისთვის :) მადლობელი ვარ ასეთი საღამოებისთვის. დღისით აფარებულ საქმიან ნიღაბს ვიგლეჯთ თითქმის ყოველ საღამოს და მერე გვიანობამდე ვსვამთ სიცილის ელექსირს. ვგიჟდები ”უდარში ყოფნა”ზე და ასევე ”უდარში” მყოფ და ამყოლ ადამიანებზე.

აი გუშინ დღისით რის დაწერასაც ვაპირებდი აქ, ვერ მოვასწარი, და ძალიან კარგი :) იმიტომ რომ მერე ამ განწყობამ გაიარა, გაქრა. მერე რა, რომ არა სამუდამოდ. რა თქმა უნდა, ჯოკერივით სულ გაღიმებულ-გაკრეჭილი ვერ იქნები და არც არის საჭირო, მაგრამ საღამოს იმ სტრესის და სიმძიმის მოხსნა რომ შეგიძლია, ეს ბედნიერებაა. ხანდახან რა თქმა უნდა ვერ ერევა ამ სიმძიმეს ვერაფერი, იმდენად ვერ ერევა, რომ სმაილიკსაც კი ვერ წერ (ეხლა მაგრა მეცინება ამაზე, მაგრამ მართლა მქონია პერიოდები, როცა ვიცინოდი კი არა, სმაილს ვერ ვწერდი ჩეთში, აი როგორც ჯიმ ქერი ვერ წერს რომ ручка красная, თუ პირიქით, წითელია და ვერ წერს რომ ლურჯია :D ), მაგრამ საბედნიეროდ ეს არ არის მუდმივი, საბედნიეროდ, საბედნიეროდ, ჰაი, ჰაი რომ კიდევ ხმაურობ (ხო, ეს ”შენ სისხლო ჩემო”-დან არის. აბა რა გგონიათ, რომ სიცილს და ჰოლივუდურ ფილმებს ვერ ვცდები?! :)))) ოოო, თქვენ არ იცით რა სიღრმეა აქ დამალული :))))))) ) მოკლედ, ეს პოსტიც რა თქმა უნდა ძალიან არასერიოზული გამოვიდა, როცა მაიმუნობის ხასიათზე ვარ, სხვანაირად არ გამომდის :) .

მივაყოლებ ამას ცოტა ხანში მორიგ ნაწყვეტს 13-დან და გაანეიტრალებს :))))))))))))))) (იქ სხვანაირი იუმორია. არ მემაიმუნებოდა. სხვა განწყობით იწერებოდა ხოლმე 13.)

ვსო, საქმენი მიხმობს, დავსერიოზულდი :)



p.s. პროფაილში ნახეთ თურმე რა მიწერია, დღეს აღმოვაჩინე და აზრზე არ ვარ საიდან გაიჩითა ასეთი ინფო :))))))) - Отрасль: Автомобильная промышленность :)))))))

Comments

jaco said…
მომწონს სიცილის პახმელია! ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნამდვილ პახმელიას ბევრჯერ ჯობია!:) პრინციპში მეც ხშირად მაქვს ეგეთი პახმელია და კარგია. ეს იგივეა, როცა იმდენად კარგი დრო გაატარე გუშინ, რომ ის განწყობა შენში არ განელებულა. და რაც შეეხება სერიოზულობას: იყოს კაცო ასეთი „არასერიოზული“ პოსტები - მხიარულობა სჯობს გვემას!:)
© said…
არა კაცო, რა გვემააააა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ძირს დაძაბულობა! :))))))))))) დაძა დაძა ბულობა!

ხოდა არ გვინდა მაჯლაჯუნები, ჯუნა ჯუნა ჯუნებიიიი!:))))

გაუმარჯოს სიცილს!
© said…
This comment has been removed by the author.
sabaha said…
მმმმ რა სასიამოვნო წასაკითხი იყო იცი
რაღაც კარგ ხასიათზე დამაყენა
© said…
მართლა? ძალიან კარგი, მიხარია :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..