შენ(ა)ც, ბრუტუს?! (თუ მარტო მე?!) :)))

ჩვენს ბავშვობაში იყო რაღაც იდიოტური ანეგდოტი, მოლას ვირზე. ჭამას რომ გადაეჩვია, თუ გადააჩვია და ბოლოს მოკვდა, ზუსტად არ მახსოვს.

არა, სიკვდილს ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ (მე ვინ მეკითხება ისე :)))) ), მაგრამ აი ჭამას კი გადავეჩვიე აშკარად (თუ არ ჩავთვლით პერიოდულად კალაბოკის ჭამის მწვავე სურვილს და ალკოჰოლით გამოწვეულ ჭამის სურვილს). გქონიათ ასეთი პერიოდი?! მე ხანდახან მაქვს ხოლმე და ახლა დამიდგა ისევ - ჭამა მეზარება საოცრად! ! ! აი უძალიანესად. და დღეს მაგალითად მხოლოდ ორი ჭიქა ყავა მაქვს მიღებული :))) და მეტი არაფერი. რაც მთავარია წარმოდგენაც კი არ მინდა იმის, რომ დავჯდე და რაღაც ვჭამო. ჩემი საყვარელი სასუსნავებიც კი არ მინდა.
ცხელა და იმიტომ? არა და დღის დიდ ნაწილს სადაც ვატარებ, იქ არ ცხელა საერთოდ, ცივა, შეიძლება ითქვას. ხოდა მოკლედ, ამ ბოლო დროს როცა ვჭამ, ვჭამ მხოლოდ მაშინ/და იმიტომ როცა/რომ მახსენდება - მშიერი ვარ და ასე არ შეიძლება, შეიძლება ელემენტარულად გული წაგივიდეს და თან როცა გონებრივ სამუშაოს ასრულებ და საღი გონება გჭირდება, ერთელაც იქნება შეიძლება დაგებინდოს...

ნუ რა სისულელეზე ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა მაინტერესებს, მე ვარ ასეთი არანორმალური :))) თუ ხდება ასე ბუნებაში?!

Comments

jaco said…
აი აქ მე არ ვარ კომპეტენტური, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ხანში მესამედ შევჭამ დღეს და გვიან ღამით კიდევ (და ალბათ მთელი ღამე) ისევ შევჭამ და დავლევ კიდევაც!:)
Anonymous said…
ხდება, ხდება. და ძირიტადად - ზაფხულში (ნუ, ჩემი მსგავსი 'ციკლები' ზაფხულს ემთხვევა. ზამთარში შულ ჭამა მინდა. და დათვი მინდა ხოლმე რომ ვიყო :დ ]
sabaha said…
ვყოფილვარ მასე და ვინც მაგ საქმეებს განაგებს ძალიან ძალიან ვთხოვ ის დრო დააბრუნოს, ჭამა რომ არ მახსენდებოდა
უზომოდ ვჭამ, თან თუ სახლში ვარ
აი გამოცდების დროს სულ სახლში რომ ვიყავი , მეცადინეობაზე მეტ დროს ჭამაში ვატარებდი :(((
© said…
ხო, ზაფუხლმა იცის ეგ და სიცხემ. თუმცა მარტო ამას ვერ დავაბრალებ. სამსახურში მცხელა კი არა მცივა, და მაინც არ მინდა ჭამა :) იმ დღეს, ეს რომ დავწერე, პირველად ვჭამე საღამოს რვის ნახევარზე. ისიც იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა სხვანაირად, შეიძლებოდა გული წამსვლოდა, თორემ სულ არ მინდოდა. და თან მერე ჩემი მეგობარი (ექიმი)დამემუქრა, იცოდე დავრეკავ შენებთან და ვეტყვი, ასე რომ იქცევიო :)))))))
და დღეს მისი თანდასწრებით იმდენი ვჭამე საუზმეზე (ნუ, ჩემთვის იმდენი), რომ გაოცებული მიყურებდა. იმედია არ დარეკავს :))))
და ზამთარში დათვობა მაგარია :))) მაგრა ვკაიფობდით ხოლმე მაგაზე და ხანდახან მეც მინდოდა დათვობა :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..