Она - 13 (7)

.

1-13

- ოდესმე თუ გადაწყვეტ ყვავილები მაჩუქო, ასეთი თაიგული არ მომიტანო, რა!
- ბანძძია, ხო?!
- ნუ, მე არ მიყვარს ასეთები
- შენ როგორი გიყვარს, აბა?

...... და ა.შ.

მერე მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ გააჩერა, გადავიდა, დაბრუნდა:
- იასამანს დაეკარგა ფერი
არაფერი უკითხავს. ისედაც გასაგები იყო. გაჩერებისთანავე მიხვდა. როგორც ყოველთვის. ასე ხვდებოდნენ. უბრალოდ ჩაეღიმა.
უკან მჯდომი ჩუმად უსმენდათ. აღარც გაოცება. აღარც შეკითხვები. დიდი ხანია ამ ყველაფერს უყურებდა და შეიძლება დაიღალა კიდეც. შეიძლება შეკითხვების თავი აღარც ჰქონდა. ან მიხვდა - აზრი არ ჰქონდა

......................................................................................................................................................

პირველად არ დაულევია. არც ბევრი. უბალოდ ის ცოტაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შიგნით რაღაც დაძრულიყო, დნობა დაეწყო. ძალიან თხელი, ან გათხელებული ქსელი გაწყდა. ან აქამდე როგორ აკავებდა. ბევრი წვრილი, პატარა მრგვალი დაიყარა და გაიფანტა. სინამდვილეში არაფერი დაყრილა. სინამდვილეში - ტიროდა. დიდი ხნის მერე. დიდი ხნის დაგროვილი. დიდი ხნის შეკავებული. თითქოს მსხვრევის ხმაც კი ესმოდა. ყინულის მსხვრევის. ან შეიძლება ჩარჩა ყურში მსხვრევის ხმა. ცოტა ხნით ადრე ხომ თვითონ ამტვრევდა ჭიქებს. კვერცხებს, თეფშებს. ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო, სიამოვნებით დალეწა და თითქოს გათავისუფლდა.

.........................................................................................................................................................

ცოტა უკან. ცოტა ხნით ადრე

გზაში დაეწყო. აკანკალებდა. არ სციოდა. აკანკალებდა. ეს უკვე ორივემ იცოდა. უკან მესამე აღარ იჯდა. აღარც სუფრა იყო და ხალხი, რომელიც არც ერთს აინტერესებდა, არც მეორეს და არც მესამე. დიდხანს არც გაჩერებულან იქ.

მერე დაეწყო. ხმამაღლაც გამოთქვა სურვილი დაცლის. ფორმაც იცოდა. ამ წუთას იცოდა, რა უნდოდა.
კიდევ ერთხელ ჩუმად გადავიდა.
უცდიდა. ვერ ჩერდებოდა. სციოდა.

ხელი, რომელიც ცდილობს ცოტა მოგაშვებინოს თითები. მოგადუნოს:
- დაიმტვრევა გზაში და დაისვრები! ცოტა ხანიც დაიცადე
დაიცადა.
მერე ამტვრევდა. ერთი თვითონ დავარდა და გატყდა. და გაუტყდა... ღობე. ბადე. ასფალტზე უკეთესი იყო. უკეთ იმტვრეოდა.

მერე იყო ”სიურპრიზი”. ჭიქები. და თეფში. ფეხებით შედგა. ხტოდა. წყალშიც გატოპა. ცოტა მოეშვა. მერე მართლა შესცივდა. ღამე იყო. კიდევ იხტუნავა. ურტყა კიდეც. ისე. გათბა. ისევ შესცივდა.

მანქანაში თბილა. მაგრამ მაინც აკანკალებდა.ისევ. ისევ ისე... და დაიწყო დნობა. წყლად მოდიოდა. მლაშე იყო. ვერ ჩერდებოდა. მიზეზების მეტი რა იყო. ტკივილის მეტი რა იყო. მერე ყველაფერი უცებ შეერთდა და სახელი დაერქვა. რაღაცნაირად პრაგმატული და უაზრო. საქმიანი.
აუვარდა. ვეღარ იკავებდა თავს. ”ხვალ” აშინებდა. არ უნდოდა. სიგიჟემდე არ უნდოდა. ფიზიკურად გრძნობდა, როგორ არ ჰქონდა ახლა ამის თავი. არაფრის თავი. ”ცოტა ხანი თავი გამანებოს ყველამ, არ შეიძება?! დავიღალე! ყველაფრით დავიღალე!” პასუხი. ძლიერი და მშვიდი. და პასუხი ”არ მინდა, რა, არ მინდა ვიყო ძლიერი. აღარ მინდა. სხვა ვინმე იყოს ძლიერი ჩემს მაგივრად...”

ეს ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ძლივს. ამოთქმული. და კიდევ რამდენი რაღაც ვერ ამოთქმული. ესეც ბევრი იყო.
ესეც პირველად იყო. უკვირდა თვითონ. თან არ უკვირდა. მიხვდა, რომ ვეღარ იკავებდა. ვეღარ იტევდა. ისიც ხვდებოდა. კიდევ უფრო უკეთ, მასზე უკეთ. ესეც აგიჟებდა: ”რატომ გესმის?! რააატოოომ?!” და ახლიდან იწყებდა.
ვერ გააჩერა. ვერ დაამშვიდა. არა, დაამშვიდა. პატარა ბავშვივით. ცხვირსახოცი. ცხვირი. თვალები. ხელები.პატარა ბავშვივით.

ისევ დაეწყო. ისევ აკანკალებდა. ისევ წამოვიდა. და ასე. ორჯერ. სამჯერ. ბევრჯერ. და დიდხანს. ”ხვალ დილით რა საშინელი სანახავი ვიქნები!” და ისევ... ”ხვალ” გარდაუვალი იყო. სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა ამას. ”ხვალ იყო პირობითი. მატერიალიზებული და კონცენტრირების წერტილი. მაგრამ არა მთავარი. სადღაც შიგნით, ღრმად იცოდა ეს. ორივემ.

სძლია ბოლოს. გზა. 24/24. წყალი ბოთლით. თვალები. ქაღალდის ცხვირსახოცი. ღრმად ჩასუნთქვა. სხვა გზა არ არის. და ისევ ძლიერი...

”ხვალ” მიხვდა რომ სასწაულები ხდება. სასოწარკვეთილებამდე როცა გინდა რაღაც. გაახსენდა წინა ღამეს ყურში ნათქვამი ”სანტა კლაუსი (თუ თოვლის ბაბუა) არსებობს”. პატარა ბავშვებს რომ ამშვიდებენ, ისე ნათქვამი. ეტყობა მართლა არსებობს... ”ხვალ” ერთი დღით გადაიდო. ზოგისთვის ეს დაკარგული ფული და დღე იყო. მისთვის - ”ცოტა ხანი თავი გამანებოს ყველამ” - ერთი დღით ასრულება. ერთი დღე აზრზე მოსასვლელად. კიდევ/მხოლოდ ერთი დღე...

Comments

jaco said…
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ყველაფერი შენი ცხოვრებიდან არის მონაკვეთები. ასეა?
© said…
а ты смышлённый парень :) ყველაფერი არა, მაგრამ რამდენიმე 13 - კი. ნუ, ეს ბოლო, ჩემიდან იყო მთლიანად, გამოვტყდები :)

ერთი-ორი უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია (იქნება, რამდენიმე ჯერ არ დევს), ერთი-ორი - არა ამბავი, არამედ ნააზზრევი და ნაფიქრალი, ჩემი

და არის კიდევ ისეთი,რომელიც რეალურად არ მომხდარა, მაგრამ ძალიან ჩემია, თითქმის რეალური ცხოვრებიდან აღებული; სინამდვილეში რომ არ მომხდარა, შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, და თითქმის იყო კიდეც ხოლმე

და რა მაინტერესებს - გასაგებად ვწერ? ანუ იცი რაა, ვწერ არა გაშიფრულად, მოკლედ და არ ვიცი, როგორ ქვია ამას. ნუ მე - ასე ვწერ :) და ცხადია ყველაფერი არ იქნება გასაგები და არც არის საჭირო, მაგრამ ძალიან გაუგებარიც ხომ არ არის? იკითხება ”ნაწარმოები”?! :))))))))))
jaco said…
განწყობას გააჩნია, თუ არ ხარ ასეთ განწყოობაზე, შეიძლება არ წავიდეს... ჯერჯერობით ვსიო ოუქეი:) და მაგაში მართალი ხარ, არ არის აუცილებელი ყველაფერი გასაგებად იყოს, ანუ როგორც მხატვრობაშია - მხატვარი რაღაცას ხატავს და „მაყურებელი“ თავისი თვალით ხედავს და არა მხატვრის. ანუ თავისი ემოციის შესაბამისად. ასეა აქაც:)
Dv0rsky said…
სანტა, რომელიც ხანდახან დროულად მოდის.
© said…
:)

ხო, ხანდახან :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..