Вечно молодой, вечно пьяный

ein Glas

neee, zwei Gläser



ხო, რა, ორი ჭიქა (ოღონდ არა ღვინის, ისეთი, მაღალი, წვენის) წითელი გემრიელი ღვინო, როგორიც რომ მიყვარს და როგორიც რომ სულ გვაქვს სახლში და ძირითადად ჩემი ჰქვია :) და არ მეცილებიან. ხანდახან მეგობრებთან ერთად თუ დავლევ (არა. ჩემი ღვინო და ჩემთან სახლში დალევა ჩემს მეგობრებთან ერთად - ეს დიდი ხანია არ ყოფილა. ყველაფერი ეს სხვაგან და სხვანაირად უკვე).

და როგორი ვარ? როგორი ვარ და ცოტა ნასვამი (არა, მთვრალი არა ნამდვილად), საკმაოდ გამხდარი (მგონი უკვე საკმაოზე მეტად), საკმაოდ ქერა (?), მსუბუქ ხასიათზე მყოფი, ყურებში ნაუშნიკებით და სადღაც კუჭის სიახლოვეს ჯიბეში მობილურით (ვიცი რომ კიბოს აჩენს, მაგრამ наплевать), ჩართული რადიოთი და ცეკვით ვაცხობ ნამცხვარს, თან იქვე ჭიქა დევს, ჯერ კიდევ ცოტა დარჩენილი ღვინით და პერიოდულად ვწრუპავ.
ხო, მართლა, ასე ვიყავი ცოტა ხნის წინ - გამონაკლისის სახით და მრავალფეროვნებისთვის სახლში შემოვრჩი საღამოს, არა და ჩემი დაუდგრომელი სული და ბუნება :)))) რაღაცას ითხოვდა, დახარჯვას ენერგია ერთად მოვაქციე და გადავწყვიტე შემოქმედებით ცხობაში დამეხარჯა ეს . და ასე მხიარულად და ცეკვა-ცეკვით გამოვაცხე.
აუ რას ვბოდავ
ღვინო რას აკეთებს და აყენებს კიდევ უფრო კარგ ხასიათზე, ვიდრე იყავი; კიდევ უფრო აწეწავს ფიქრებს და აგიშლის მოგონებებს; კიდევ უფრო გატირებს, თუ გეტირება, უფრო დაგაძინებს, თუ გეძინება; აგაფორიაქებს, თუ ისედაც ვერ ისვენებ; და ბევრს გაცინებს, თუ სიცილი გიყვარს. მიყვარს. სიცილისთვის ღირს ცხოვრება, გულიანი სიცილისთვის.
მერე, რა, ხომ ხანდახან მძიმდები შინაგანად, მერე რა, რომ ხანდახან არ გეცინება, მერე რა, რომ ხანდახან გეზარება ეს ყველაფერი, მერე რა, რომ ხანდახან ისიც კი არ იცი, რა გინდა სინამდვილეში, მერე რა, რომ ხვდები, რამდენი შეცდომა დაუშვი ცხოვრებაში და ზუტად იცი, ამის ბრალი რაც არის, მერე რა, რომ გვიანია და ვერ გამოასწორებ ბევრ რაღაცას, მერე რა, რომ ხანდახან ხვდები რაც გინდა და იმასაც ხვდები, რომ არასოდეს გექნება რაც გინდა, მერე რა, რომ ხანდახან არ გჭირდება მიზეზი გასაღიმებლად და ბედნიერების შესაგრძნობად, ისედაც გრძნობ, მერე რა, რომ ხანდახან თითქოს ყველაფერი გაქვს ამისთვის და მაინც ვერ გრძნობ, მერე რა, რომ ხანდახან სხვებსაც ისე ვაგიჟებთ...
აი, უცებ რა გამახსენდა, თემათემათემატურად, ასოციაციაციაციაციურად - გალაკტიონის ლექსია

სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,-
ღვინოს დააბრალებენ.
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,
გაქრა გიჟი ოვნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება.
.
:) :) :) :) ვიღიმები. ვისთვისააც ნაცნობია ეს ღიმილი - ვიღიმები :)
p.s. პოსტის სათაური? მამრობითი რომ არის?! ნუ, მერე, რა. სიმღერის სათაურია - Смысловые Галлюцинации-ს სიმღერის. ლინკს ვერ გიპოვით ახლა და ვერ მოგიძებნით, მეზარება :D :D :D :D ისე, კარგი სიმღერაა, რომ იცოდეთ :D და საერთოდ, კარგად მღერიან :D



Comments

jaco said…
რუსულ შოუბიზნესს მაინცდამაინც არ ვწყალობ, მაგრამ ეგ სიმღერა მეც რაღაცნაირად მომწონს. არადა, რამდენი ხანია აღარ მომისმენია...
© said…
მეც, ანუ - მეც დიდი ხანია არ მომისმენია, ისე გამახსენდა და მეც არ ვწყალობ, მაინცდამაინც კი არა და საერთოდ. იმედია რუსული ესტრადის მოტრფიალე არ გეგონე :))))))))))))))))))))))))))) მაგრამ წესით ამ სიმღერით უნდა მიხვდე ადამიანი, რას ’ვწყალობ’ რუსულ შოუბიზნესში გამონაკლისის სახით :D ხო, ნუ, არის რამდენიმე გამონაკლისი, რომელსაც კი არ ვწყალობ - მიყვარს მაგრა. და ეს რამდენიმე სერიოზულ და კააარგ მუსიკას მიეკუთვნება. თან უდაოდ! ;) არ ჩამოვთვლი
sabaha said…
რუსულ ესტრადაშიც არის რამდენიმე
რატომ

ხოდა სასიამოვნო წასაკითხია ძალიან

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..