მთვრალი არა ვარ, ეგოისტი ვარ მე! :))))

დავბოდიალობ ინტერნეტში, სახლში ახალ შემოსული

არა, რას დავბოდიალობ, სად მაქვს ბოდიალის თავი, გალეწილი ვარ, მხოლოდ ძალიან ნაცნობ მისამართებზე შევედი, ყოველ დღე რომ იქ ვარ, ისეთზე, სახლში რომ ვარ, რა, ისეთზე...


ხოდა რა?! არც რა

უბრალოდ დიდი ხანია ასე არ დავმთვრალვარ, კოქტეილმა როგორ დამათრო, ა?! :))))

და რამდენი ვილაპარაკე და რამდენი ვისმინე და რა კარგი იყო, საერთოდ

და მერე :))))))) მეცინება

მერე მოვიდა მეგობრის ქმარი და მასთან ერთად ჩემი ძვეეელი სიყვ... უიმ, არა, რა სიყვარული (სიყვარული რა არის, ეგ მერე გავიგე, მაგის მერე) სიმპატია, რა :) და დავხვდით ჩვენ ბარში ეს ორი ნასვამი და მხიარული ქალი და გზაში გადავრიეთ მგონი. ნუ, მე ასეთი რომ არ ვუნახივარ ...-ს, ზუსტად ვიცი :) მაგრამ მაგრა მეკიდა :) ისევე როგორც პრინციპში თვითონ ...ც :) თუმცა ხელკავის გაყრაზე და ხელზე დაყრდნობაზე არ ვიტყოდი უარს (წონასწორობის შენარჩუნების მიზნით :)))) ), მაგრამ მხოლოდ დისტანციურად მამხნევებდა, ეტყობა მაინც დაკავებული მამაკაცის სტატუსის შელახვას გაურბოდა, თან ამდენი ხალხის დასანახად, რომელთა 90% ალბათ სახეზე მაინც ცნობდა...

ხოდა კალაბოკი მინდა, რა, გამომცხვარი, ნუ რატომ არ შეიძლება, აააა?! არ შეიძლება წერემოკში რომ შევუკვეთო?! მერე, რა, რომ ცოცხალი არსება იყო, მაინც ხომ გამომცხვარი იყო?! გამომიცხვეთ, რა, კალაბოკიიიი :(

:)

Comments

ketketa said…
მთვრალი პოსტიიიი:))))))
© said…
ლონგ აილენდის სუნი იგრძნობაა?! :)))) ქეთ არ ხარ სადმე ონლაინ?! ;)
jaco said…
ჰეჰეეე, გენაცვალე! მაგარი იყო. იუმორი, სადაც ბეევრი დამალული სევდა ჩანდა მაინც: მარტო წონასწორობის შენარჩუნების მიზნით გინდოდა „პადრუშკა“ რომ გაეყარა?:)))
Anonymous said…
ააა ძალიან მაგარი, ცოცხალი პოსტია, I loved it!!!

სახეზე ღიმილით ვკითხულობდი :D აა
© said…
კარგები ხართ, კარგებიიი :) მიხარია რომ ასეთი გიჟურად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა ამ პოსტს, ზუსტად პოსტის განწყობის შესაბამისი :)

მიხარიხართ და მიხარია თქვენი კომენტები :) სტუმართმოყვარე ვარ :P
Anonymous said…
კალაბოკმა დაგლიჯა, მეც მომინდა მაგრა :)
© said…
აი ხვალიდან უკვე შეიძლება ცოცხალი (გამომცხვარი) არსებების ჭამა :) და ვჭამოთ ამ დღეებში, ბევრნი ერთად რომ მოვითხოვთ იქნებ მოგვიტანონ :))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..