13 გრძელდება

გადავხედე 13-ს. ჩემს ნაწერებსაც და კომენტარებსაც. და:

არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ex-თანაავტორი აგრძელებს თუ არა თავის ბლოგზე ამ ნაწერების (ანუ ჩვენი ex-ერთობლივი წიგნის - 13ის - თავისი ნაწილის) გამოქვეყნებას. მთავარია, ეს ხომ დაიწერა თავის დროზე. მერე კი გავჩერდი, მაგრამ გამოსაქვეყნებელ-დასადები დარჩა კიდევ ბევრი. და მთავარია, რომ ჩემია, მიყვარდა მაგრად ის, რაც დავწერე, ჩემი იყო და ვგრძნობდი, ერთი ამოსუნთქვით ვწერდი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი როცა ეს თავში და სადღაც შიგნით დაგროვილი ქაღალდზე გადმომქონდა, რომ მოსწონდათ, ესეც ძალიან მიყვარდა, კითხვისას სახეზე დაკვირვება და კომენტების კითხვა მიყვარდა და ველოდებოდი.
ახლა ამის დაწერა განსაკუთრებით ქეთას კომენტმა დააჩქარა - ”სულ მოლოდინის შეგრძნება მაქვს, ამას რო ვკითხულობ, ცის :) რატო არ ვიცი :)”

ხოდა გადავწყვიტე გავაგრძელო :) ახალი არაფერი მაქვს, რაც დავწერე, ის უნდა გავაგრძელო. ველოდები კომენტებს (ბევრი არავინ შემოდის აქ, გაპიარება აკლია :))))) მაგრამ ვინც შემოიხედავს :) )

მოკლედ, ახლა გადავხედავ, აქ მაქვს თუ არა რამე, და თუ არ მაქვს, საღამოს დავდებ

Comments

ketketa said…
რა სულში ჩასაძვრენი გოგო ხარ, ცის:))
საყვარელო:)
გკოცნი გკოცნი:)
jaco said…
ხოო, გაპიარება გაკლია ალბათ. არც ჩემს ბლოგზე შემოდის ბევრი, მაგრამ it's ok;) სამაგიეროდ ვინც შემოდის, კარგი შემოდის:)
© said…
ქეეეთ :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..