ისე. პატარა პოსტი

არ ვიცი რამ გამახსენა და რატომ ამეკიდა ეს ფიქრი, მაგრამ ამეკიდა. დილიდან ამეკიდა გაგა ნახუცრიშვილის ერთი ლექსი და საერთოდ, გაგა ნახუცრიშვილი - ეს სახელი და გვარი და სახე. არა, პირადად არ ვიცნობ, თუმცა მგონია რომ ვიცნობ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანისგან ბევრი რაღაც მსმენოდა მასზე, ერთი პერიოდი აქტიური კონტაქტის დროს.
დრო იყო თითქოს სხვანაირი. მაშინ სხვა ადგილებში დავდიოდით. სხვანაირი საღამოები იყო თითქოს. და მეტი... არ ვიცი რა იყო მეტი. მეტი სიცოცხლე, თუ მეტი მოლოდინი თუ მეტი უდარდელობა და იმის შეგრძნება, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის.
ხო, კიდევ პატარა ვიდეო გამახსენა, სადაც გაგაც იყო გადაღებული და თავის ლექსებს კითხულობდა მთვრალი :)
მოკლედ, გვყავს ახალგაზრდა პოეტები, ნიჭიერი ადამიანები. და წიგნი გამახსენდა კიდე, გაგას წარწერით. ეს ლექსი, რაც ქვევით არის, არ მახსოვდა. ისე ვიპოვე და მომეწონა. ვდებ.


***
მე შემეყარა სევდა ვით სურდო,
არ მინდა ვწერო, მინდა ხაზები
ღამეს სიჩუმე მოუნდა უფრო,
ღამეს სიტყვებით გააბრაზებენ.

დროიდან დროშა, ახლა თუ შემდეგ,
სინამდვილეში, თუნდაც აბსურდში,
უნდა იცხოვრო ამქვეყნად ერთხელ,
რომ მეორედაც უკან დაბრუნდე

გაგა ნახუცრიშვილი

Comments

jaco said…
გაგა კარგია, გიგა მიქაბერიძე მღეროდა ადრე მის ლექსებზე გაკეთებულ სიმღერებს. ნუ, სანამ გაპაპსავიკდებოდა:)))
© said…
ხოოო, კაკ რაზ, და მერე ბევრმა იცოდა გიგა, და ცოტამ - გაგა...
:)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..